საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1129აპ-22 ქ. თბილისი
გ-ი ნ., 1129აპ-22 24 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით ნ. გ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2020 წლის სექტემბრის ეპიზოდი) – 2 წლით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ნოემბრის ეპიზოდი) – 2 წლითა და 3 თვით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) – 2 წლითა და 6 თვით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – 2 წლითა და 9 თვით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ნოემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) – 2 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – 2 წლითა და 6 თვით, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ნ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა (2020 წლის სექტემბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისისა და იმავე წლის 15 ნოემბრის ეპიზოდები) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ნოემბრის დასაწყისისა და იმავე წლის 15 ნოემბრის ეპიზოდები); ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – 2 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 20 მაისიდან.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მმართ, არაერთგზის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; მოწმეზე ზემოქმედება, ე.ი. მოწმის იძულება ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან მისი შეცვლისათვის, რასაც ერთვის მუქარა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 14 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ ზ. დ-ში მდებარე სახლში, ოჯახური ძალადობის გამო ნასამართლევმა ნ. გ-მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე – თ. თ-ეზე (თავსა და სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, მოქაჩა თმა). ქმედება ჩადენილია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 14 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ-ის რაიონის სოფელ ზ. დ-ში მდებარე სახლში, მუქარისათვის ნასამართლევი ნ. გ-ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. თ-ეს. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლის 23 ივლისს, 17:34 საათზე, თ. თ-ეს ქ-ის №- პენიტენციური დაწესებულებიდან დაუკავშირდა ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაპატიმრებული ქმარი – ნ. გ-ი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა: უთხრა, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში არ მიეცა ან შეეცვალა ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ, როდესაც ციხიდან გამოვიდოდა, „საქმე ცუდად წაუვიდოდა, ჩამოართმევდა დედობის უფლებას და არ გაახარებდა“.
4. მსჯავრდებული ნ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სამართლიანი განაჩენის გამოტანას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2023 წლის 18 იანვარს შემოსული ცნობის თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. გ-ს დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას განაჩენის უკანონობისა და უსამართლობის შესახებ, რადგან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულ თ. თ-ის ჩვენება, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და მოწმის ჩვენება, ნ. აბ-ის პატაკი, შეტყობინებები, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნ. გ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა (2021 წლის 14 მაისის ეპიზოდი) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ნ. გ-ი დამნაშავედ ცნო ზემოაღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
9. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მსჯავრდებულის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე