Facebook Twitter

საქმე # 330100121005316659

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1105აპ-22 ქ. თბილისი

წ. ლ., 1105აპ-22 25 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. წ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მარსაგიშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, ლ. წ.ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მისთვის სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთის, 1 წლით მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევისა და დამატებითი სასჯელის სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარის განსაზღვრა შემდეგ მოტივებზე აპელირებით: ლ. წ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც ისინი საქმის არსებითი განხილვის დროს აღარ გამოკვლეულა; ბრალდების ყველა ეპიზოდში სრულად აანაზღაურა მიყენებული ზიანი; ამასთან, იგი არის დაოჯახებული და ოჯახის მარჩენალი.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. წ-ს ბრალად ედება: მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი არაერთგზის (3 ეპიზოდი); ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ესე იგი ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი არაერთგზის.

ლ. წ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქოს სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით ლ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ამავე გამოსაცდელი ვადით;

- 2021 წლის 28 ოქტომბერს ... ქურდობისთვის ნასამართლევმა ლ. წ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა თ. კ-ს კუთვნილი „ჰაისენსის“ ფირმის ტელევიზორი, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა და 350 ლარად ჩააბარა ტექნიკის ლომბარდში, რის შედეგადაც დაზარალებულს მიაყენა 450 ლარის მნიშნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2021 წლის 15 ოქტომბერს ... ქურდობისთვის ნასამართლევმა მდგმურმა ლ. წ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მ. შ-ს კუთვნილი „ელეგანსის“ ფირმის ტელევიზორი, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2021 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, .... ქურდობისთვის ნასამართლევმა მდგმურმა ლ. წ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მესაკუთრე შ. მ-ს კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი, მართვის პულტითა და კაბელით, ასევე „სამსუნგის“ ფირმის სარეცხის მანქანა, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა. ლ. წ-მ ნივთები ჩააბარა ...მდებარე ლომბარდში. მისი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 1473 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

- 2021 წლის 25 ოქტომბერს, ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევ ლ. წ-ს, ... მიმდებარე ტერიტორიამდე ტაქსით მომსახურება გაუწია ზ. ყ-მ, რომელსაც ლ. წ-მ არ გადაუხადა მომსახურების საფასური, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და 50 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის განაჩენით ლ. წ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (შ. მ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება;

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (თ. კ-ს ეპიზიოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება;

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (მ. შ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება;

საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ლ. წ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

ლ. წ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

ლ. წ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2021 წლის 5 ნოემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. წ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. წ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ლ. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (შ. მ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება;

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (თ. კ-ს ეპიზიოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (მ. შ-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ლ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ლ. წ.ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

ლ. წ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ლ. წ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 5 ნოემბრიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში კასატორი განაჩენს ასაჩივრებს სასჯელის ნაწილში და ითხოვს მის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. წ-სათვის სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა როგორც სასჯელის განსაზღვრის ზოგადსავალდებულო გარემოებები, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობები, მხედველობაში მიიღო მსჯავრდებუილის წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და ეპიზოდთა სიმრავლე, ახალი დანაშაულების პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენის ფაქტი, ასევე სრულად გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება), რის საფუძველზეც 6 თვით შეუმსუბუქა შეფარდებული სასჯელი, რომელიც სამართლიანია, სრულად შეესაბამება მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი