საქმე # 020142222700657829
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №40აგ-22 13 იანვარი, 2023 წელი
ფ. ი., 40აგ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ფ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ი. ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქცია) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და ი. ფ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2007 წლის 2 თებერვლიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ი. ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა - 1000 ლარი; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. ფ-ს მიესაჯა - 10 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2007 წლის 2 თებერვლიდან და ჯარიმა - 1000 ლარი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებითა და ამავე სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით 2008 წლის 25 ნოემბრის დადგენილებაში უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე, ი. ფ-ს გაუნახევრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 8 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2008 წლის 25 ნოემბრიდან.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენით ი. ფ.ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ*ს განესაზღვრა - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ფ-ს მიესაჯა - 33 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2012 წლის 10 ივლისიდან და ჯარიმა - 1000 ლარი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ი. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ-ს განესაზღვრა - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ფ-ს მიესაჯა - 33 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2012 წლის 10 ივლისიდან და ჯარიმა - 1000 ლარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ფ-ს ¼-ით შეუმცირდა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ-ს განესაზღვრა - 21 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) შეფარდებული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ჯარიმა - 1000 ლარი დარჩა უცვლელად. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ-ს განესაზღვრა - 8 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2007 წლის 2 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ ი. ფ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან 2012 წლის 10 ივლისის ჩათვლით მოხდილი ჰქონდა - 5 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მოსახდელი - 2 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სრულად დაემატა ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ფ-ს განესაზღვრა 23 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. ი. ფ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2012 წლის 10 ივლისიდან.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ფ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთისაგან და მოსახდელად დარჩა - 23 წლით, 2 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2012 წლის 10 ივლისიდან.
8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ფ-ს მიმართ არ აღსრულდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ი. ფ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის - 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთისაგან და მოსახდელად დარჩა - 23 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2012 წლის 10 ივლისიდან.
10. 2022 წლის 29 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ფ-მ, რომელმაც მოითხოვა მისი განაჩენების გადასინჯვა და მისთვის კანონიერი საჯელის განსაზღვრა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ“ კანონების გათვალისწინებით, არასწორად შეუმცირდა, რამაც გავლენა იქონია მისთვის საბოლოოდ, მოსახდელად განსაზღრულ სასჯელზე, ხოლო, მეორე მხრივ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენით როგორც დანაშაულთა, ისე - განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი შეეფარდა კანონის უკუძალით გამოყენების პრინციპის გათვალისწინების გარეშე.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ფ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
13. მსჯავრდებული ი. ფ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმებასა და მისთვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლში მითითებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძვლები, კერძოდ, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება:
ü იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს იმ მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლში საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად;
ü „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2017 წლის პირველ ივლისამდე წარედგინება.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემომითითებული საფუძველი, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენით დადგენილ და საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ სასჯელთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ი. ფ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განაჩენის (რომლითაც, თავის მხრივ, შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენით) კანონიერება შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2013 წლის 16 მაისს გამოტანილი განაჩენით სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - ი. ფ-ს ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი რეციდივის მხედველობაში მიღებით, შეუფარდა მას კანონის ფარგლებში გათვალისწინებული სასჯელი. ამასთან, კასატორის მტკიცებთ, რომ თითქოსდა, მას ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრისა და 2008 წლის 21 ნოემბრის კანონების უგულებელყოფით, არასწორად შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი, არ აქვს ფაქტობრივი გამართლება, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონის საფუძველზე იგი მთლიანად გათავისუფლდა ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელისაგან და მართებულად აეთვალა საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ი. ფურცხვნიძის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ი. ფ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი