Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №850აპ.-22 2 მარტი, 2023 წელი

ა-ე ბ, №850აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიასა და მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. დ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის - დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მსჯავრდებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ბ. ა-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

4. ბ. ა-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

5. ბ. ა-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად;

6. ბ. ა-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად;

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ა-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს), ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი;

8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე ბ. ა-ემ პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდა კალენდარულად დაასრულა 2023 წლის 4 თებერვალს;

9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

10. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარების გაწევა დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე ბ. ა-ეს დაევალოს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად;

12. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-31 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;

13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი