Facebook Twitter

საქმე # 330100122005658808

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №11აპ-23 ქ. თბილისი

კ-ა ი. 11აპ-23 3 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით:

1.1. ი. კ-ა, - დაბადებული … წლის … აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ნ-ს’’ 2022 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს მ-ს კუთვნილი ჰიპერმარკეტ ,,კ-ს“ 2022 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ნ-ს’’ 2021 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ნ-ს’’ 2021 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ნ-ს’’ 2022 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ფ-ს’’ 2022 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ფ-ს“ 2021 წლის 28 დეკემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ნ-ს“ 2022 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ნ-ს“ 2022 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ზ-ს“ 2022 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ზ-ს“ 2022 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ნ-ს“ 2022 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ხოლო თანაბარმა - თანაბარი და საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ი. კ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 4000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად - ჯარიმა 4000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 27 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2022 წლის 4 თებერვალი - 1 დღე.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის; ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (სულ 16 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილისა და 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენებით ი. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის.

· 2022 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 20:04 საათზე, თ-ი, ა. ყ-ს გამზირის N...-ში მდებარე სს ,,ნ-ს“ მარკეტ ,,ნ-ან“ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ორჯერ ნასამართლევი ი. კ-ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ორ შოკოლადს - ,,ელიტს“ და ორ კარაქ ,,პრეზიდენტს“, რამაც გამოიწვია 87 ლარისა და 10 თეთრის ზიანი.

· 2021 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 20:25 საათზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი ი. კ-ა თ-ი, ვ-ს გამზირის N...-ში შპს ,,მ-ს“’ ჰიპერმარკეტ ,,კ-ან“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 6 კარაქ ,,პრეზიდენტს“, რამაც გამოიწვია 109 ლარისა და 50 თეთრის ზიანი.

· 2021 წლის 11 ნოემბერს, 07:47 საათიდან 07:55 საათამდე პერიოდში, თ-ი, ვ. დ-ს ქუჩა N...-ში მდებარე სს ,,ნ-ს“ მაღაზია ,,ნ-ან’’ ი. კ-ა ფარულად დაეუფლა სხვადასხვა პროდუქტს, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რამაც გამოიწვია 331,95 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის 16 ნოემბერს, 05:05 საათიდან 05:15 საათამდე, თ-ი ვ. დ-ს ქუჩა N...-ში მდებარე სს ,,ნ-ს“ მაღაზია ,,ნ-ან“ ი. კ-ა ფარულად დაეუფლა სხვადასხვა პროდუქტს, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. მაღაზია ,,ნ-ას“ მიადგა 143,7 ლარის ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის 19 სექტემბერს, ღამის საათებში, თ-ი, ვ. დ-ს ქუჩა N...-ში მდებარე სს ,,ნ-ს“ მაღაზია ,,ნ-ნ“ ი. კ-ა ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების პროდუქტს, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და რამაც გამოიწვია 63 ლარის ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის 21 სექტემბერს, 04:10 საათიდან 04:15 საათამდე პერიოდში, თ-ი, ვ. დ-ს ქუჩა N...-ში მდებარე სს ,,ნ-ს’’ მაღაზია ,,ნ-ნ“ ი. კ-ა ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების პროდუქტს, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და რამაც გამოიწვია 177 ლარისა და 80 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2022 წლის 3 იანვარს, 17:09 საათიდან 17:11 საათამდე, თ-ი, ... შ-ს გ-ს ქუჩის N...-ში მდებარე მაღაზია ,,ზ-ნ“ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ი. კ-ა შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად, დაუფლებოდა ერთ ქილა, 190-გრამიან „კარტე ნუარს“, რის შედეგადაც შესაძლოა სავაჭრო ობიექტს მისდგომოდა 40 ლარისა და 40 თეთრის ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ი. კ-ა 2021 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 11:40 საათიდან 11:50 საათამდე, თ-ი, გ-ს მე-... მიკრო-რაიონში, კ-ს ქუჩა N...-ში მდებარე სს „ნ-ს“ N... ფილიალიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 58 ლარად და 88 თეთრად ღირებულ, სს ,,ნ-ს“ კუთვნილ 1 ცალ „კარტე ნუარს“ და 1 ცალ „პრეზიდენტის“ კარაქს. აღნიშნული ქმედების შედეგად სს ,,ნ-ს“ მიადგა 58 ლარისა და 88 თეთრის ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ი. კ-ა 2022 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:40 საათიდან 21:50 საათამდე, თ-ი, მ-ს მე-... მ/რ-ის N...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სს „ნ-ს“ N... ფილიალიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტში სარეალიზაციოდ განთავსებულ სს ,,ნ-ს“ კუთვნილ, ჯამში 104 ლარისა და 95 თეთრის ღირებულების 5 ცალ „პრეზიდენტის“ კარაქს. აღნიშნული ქმედებით სს ,,ნ-ს“ მიადგა 104 ლარისა და 95 თეთრის ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ი. კ-ა 2022 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათიდან 19:50 საათამდე პერიოდში, თ-ი, დ. გ-ს გამზირი N...-ის ,,თ“ კორპუსში მდებარე სს ,,ფ-ს“ მარკეტ ,,ს-ს“ N... ფილიალიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მარკეტში სარეალიზაციოდ განთავსებულ სს ,,ფ-ს“ კუთვნილ, 51 ლარად და 50 თეთრად ღირებულ 1 ,,კარტე ნუარის“ ყავას. აღნიშნული ქმედებით სს ,,ფ-ს“ მიადგა 51 ლარისა და 50 თეთრის ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ი. კ-ა 2021 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 19:41 საათიდან 19:43 საათამდე პერიოდში, თ-ი, გ-ი, თ-ს გზატკეცილის N...-ში მდებარე სს ,,ფ-ს“ სუპერმარკეტ ,,ს-ან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტში სარეალიზაციოდ განთავსებულ სს ,,ფ-ს“ კუთვნილ, ჯამში 80 ლარად და 40 თეთრად ღირებულ 2 ქილა ,,კარტე ნუარის“ ხსნად ყავას. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,ფ-ს“ მიადგა 80 ლარისა და 40 თეთრის ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ი. კ-ა 2022 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 20:41 საათიდან 20:42 საათამდე პერიოდში, თ-ი, გ-ი, ხ-ს ქუჩა N...-ში მდებარე სს ,,ნ-ს“ სუპერმარკეტ ,,ლ-ან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტში სარეალიზაციოდ განთავსებულ სს ,,ნ-ს“ კუთვნილ, 44 ლარად და 10 თეთრად ღირებულ 1 ქილა ,,კარტე ნუარის’’ ყავას. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,ნ-ს“ მიადგა 44 ლარისა და 10 თეთრის ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ი. კ-ა, 2022 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 22:30 საათიდან 22:40 საათამდე პერიოდში, თ-ი, გ-ი, თ-ს გზატკეცილის N...-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ნ-ს“ N... ფილიალიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტში სარეალიზაციოდ განთავსებულ, სს ,,ნ-ს“ კუთვნილ, 27 ლარად და 99 თეთრად ღირებულ 1 ქილა ,,კარტე ნუარის“ ყავას. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,ნ-ს“ მიადგა 27 ლარისა და 99 თეთრის ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ი. კ-ა 2022 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 21:50 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში, თ-ი, მ-ს დასახელებაში, პ-ი მიკრორაიონის მე-... კორპუსში განთავსებულ სუპერმარკეტ ,,ზ-ან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტში სარეალიზაციოდ განთავსებულ, ჯამში 87 ლარად და 46 თეთრად ღირებულ 2 ქილა ,,კარტე ნუარის“ ყავას. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,ზ-ს“ მიადგა 87 ლარისა და 46 თეთრის ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ი. კ-ა 2022 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათიდან 21:10 საათამდე პერიოდში, თ-ი, მ-ს დასახლებაში, პ-ი მიკრორაიონის მე-... კორპუსში განთავსებულ სუპერმარკეტ ,,ზ-ნ“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ჯამში 87 ლარად და 46 თეთრად ღირებულ სუპერმარკეტში განთავსებულ 2 ქილა ,,კარტე ნუარის“ ყავას. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,ზ-ს მიადგა 87 ლარისა და 46 თეთრის ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობით მსჯავრდებული ი. კ-ა 2022 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 20:35 საათიდან 20:36 საათამდე, თ-ი, გ-ი, თ-ს გზატკეცილის N...-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ნ-ან“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტში სარეალიზაციოდ განთავსებულ, 46 ლარად და 99 თეთრად ღირებულ სს ,,ნ-ს’’ კუთვნილ 1 ქილა ,,კარტე ნუარის“ დასახელების ყავას. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,ნ-ს“ მიადგა 46 ლარისა და 99 თეთრის ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ი. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ი. კ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - ს. შ-ს, ი. გ-ს, მ. ფ-ს, გ. ა-სა და ა. ა-ს, მ. ჯ-ს, ე. ტ-ს, ნ. ყ-ს, მ. ბ-სა და ი. კ-ს გამოკითხვის ოქმებით, თავად ი. კ-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამოღების ოქმებითა და ამოღებული ყავით, გამოთხოვილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, ვიდეოკამერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილისა და 2021 წლის 3 ნოემბრის განაჩენებით, სს „ნ-ან“ და შპს „მ-ან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, გამოთხოვილი ინფორმაციით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი. კ-ს მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ ი. კ-ის საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

10. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ი. კ-ს მოთხოვნას მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით საბოლოოდ სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში ი. კ-ს პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მას განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: მართალია, ი. კ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა მან, როგორც ნასამართლევმა პირმა, განზრახი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში და ერთ-ერთ ეპიზოდში მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას (მაღაზია ,,ზ-ან“ ყავის დაუფლების მცდელობის ეპიზოდი), რაც გამორიცხავს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის შესაძლებლობას.

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი