Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-618-1268-03 4 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. ა-ი, ლ. ტ-ე, ა. ბ-ე, ჯ. ჯ-ა მუშაობდნენ შპს “კ.” სხვადასხვა თანამდებობებზე. კერძოდ, ლ. ა-ი მუშაობდა მომარაგების ..., ლ. ტ-ე და ვ. მ-ე მძღოლებად, ჯ. ჯ-ა თარჯიმნად. 2001წ. 2 ივნისს ისინი განთავისუფლებულ იქნენ სამუშაოდან.

ფ.ა-მა, ლ.-ემ, ვ.მ-ემ, ა.ბ-ემ და ჯ.ჯ-ამ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში შპს “კ.” მიმართ სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, როგორც უსაფუძვლო.

მოსარჩელეებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელები არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 5 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი. დაკმაყოფილდა ჯ. ჯ-ას, ლ. ტ-ის, ფ. ა-ის და ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი. გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “კ.” სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “კ.” საკასაციო საჩივარი. გაუქმდა სააპელაციო პალტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების წარმომადგენლის ზ.პ-ის საკასაციო საჩივარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ჯ.ჯ-ას, ლ.ტ-ის, ფ.ა-ის და ა.ბ-ის წარმომადგენელი ზ.პ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს “კ.” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ზ.ლ-ის 2001წ. 2 აპრილის ბრძანებით შემცირდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული ის თანამდებობები, რომლებიც ეკავათ მოსარჩელეებს. ეს გარემოება დაედო საფუძვლად 2001წ. 2 ივნისის ¹104 სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანებას.

შპს “კ.” წესდების მე-11-4 მუხლის შესაბამისად წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებუილი აქვს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს. სხვა დირექტორებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისაგან გაცემული მინდობილობით. 2001წ. 2 ივნისის ბრძანებას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი ჯ.კ-ი, რომელიც არ წარმოადგენდა შპს “კ.” დირექტორს და მასზე არ შეიძლებოდა გადაცემული ყოფილიყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

შკკ-ს 206-ე მუხლის შესაბამისად კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნის ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანის დროს შრომის დავის განმხილველმა ორგანომ მუშა ან მოსამსახურე უნდა აღადგინოს წინანდელ სამუშაოზე. შპს “კ.” დირექტორთა საბჭოს მიერ 2003წ. 16 ივნისს დამტკიცებული საშტატო განრიგით არ არის გათვალისწინებული ის საშტატო ერთეულები, რომლებზეც კასატორები მუშაობდნენ სამუშაოდან განთავისუფლებამდე.

ზემოაღნიშნულის გამო შეუძლებელია წინანდელ სამუშაოზე მოსარჩელეების აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 ივნისის განჩინებასთან. საკასაციო პალატამ სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ვ. მ-ისათვის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა ვ.მიქაძის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, რომელიც შემდგომში არ ყოფილა სასამართლოს განხილვის საგანი.

სააპელაციო პალატამ სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ჯ-ას, ლ. ტ-ის, ფ. ა-ისა და ა. ბ-ის წარმომადგენლის ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.