Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-649-1298-03 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

თ. კობახიძე

დავის საგანი: შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ი-ე ხელშეკრულების საფუძველზე 1999წ. 30 დეკემბრიდან მუშაობდა შპს “ყ.-ს.” ნედლეულისა და სათადარიგო ნაწილების საწყობის .... თანამდებობაზე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა სამი წლით. ზამთრის პერიოდში ლუდის რეალიზაციისა და წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით, ქარხნის გენერალური დირექტორის 2001წ. 30 ნოემბრის ¹184-3 ბრძანების საფუძველზე, გ. ი-ე 2002წ. 1 იანვრიდან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში.

გ. ი-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა _ 2001წ. სახელფასო დავალიანება _ 4200 ლარი, 2002წ. ხელფასი _ 8400 ლარი ვადამდე ხელშეკრულების შეწყვეტისათვის, 1920 ლარი ბენზინის ღირებულება და 2100 ლარი ორი თვის საშუალო ხელფასი.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ი-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

გ. ი-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მისი გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით გ. ი-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიიღეს ახალი გადაწყვეტილება. გ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს “კ.-ს.” დაეკისრა გ. ი-ის სასარგებლოდ 2001წ. განმავლობაში მიუღებელი სახელფასო დავალიანება 4200 ლარი და იმავე პერიოდის საწვავის ხარჯი 1920 ლარი, სულ 6120 ლარი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-ემ, მან მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და მოპასუხე ორგანიზაციისათვის 2002წ. 1 იანვრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით მიუღებელი ხელფასის – 8400 ლარის დაკისრება.

საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “კ. ს.” წარმომადგენელმაც, რომელმაც მოითხოვა გ. ი-ისათვის 6120 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმა.

საკასაციო პალატის სხდომაზე მხარეებმა პალატას წარმოუდგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

შპს “კ.-ს.” გაიღებს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში გადასახდელ სახელმწიფო ბაჟს; შპს “კ.-ს.” 2004წ. 10 იანვრამდე გადაუხდის ადმინისტრაციის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის გ. ი-ეს კომპენსაციის სახით 5000 ლარს ნაღდი ანგარიშწორებით; გ.ი-ე კომპენსაციის თანხის მიღებისთანავე დაუდასტურებს შპს “კ.-ს.” თანხის მიღების ფაქტს და მისცემს ხელწერილს, რომ ამ ორგანიზაციის მიმართ არანაირი პრეტენზიები მას არა აქვს და არც ექნება მომავალში; თუ წინამდებარე მორიგების აქტი და საკასაციო პალატის განჩინება, გ. ი-ისათვის 2004წ. 10 იანვრამდე თანხის გადახდის შესახებ, არ შესრულდება, გ. ი-ე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნისა და სააღსრულებო საქმის წარმოების მიზნით; ამ მორიგების შემდეგ მხარეებს ერთმანეთთან სადავო არაფერი ექნებათ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მორიგების აქტის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ი-სა და შპს “კ.-ს.” წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

შპს “კ.-ს.” გაიღებს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში გადასახდელ სახელმწიფო ბაჟს; შპს “კ.-ს.” 2004წ. 10 იანვრამდე გადაუხდის ადმინისტრაციის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის გ. ი-ეს კომპენსაციის სახით 5000 ლარს ნაღდი ანგარიშწორებით; გ.ი-ე კომპენსაციის თანხის მიღებისთანავე დაუდასტურებს შპს “კ.-ს.” თანხის მიღების ფაქტს და მისცემს ხელწერილს, რომ ამ ორგანიზაციის მიმართ არანაირი პრეტენზიები მას არა აქვს და არც ექნება მომავალში; თუ წინამდებარე მორიგების აქტი და საკასაციო პალატის განჩინება, გ. ი-ისათვის 2004წ. 10 იანვრამდე თანხის გადახდის შესახებ, არ შესრულდება, გ. ი-ე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნისა და სააღსრულებო საქმის წარმოების მიზნით; ამ მორიგების შემდეგ მხარეებს ერთმანეთთან სადავო არაფერი ექნებათ.

მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის გადაწყვეტილება, ასევე ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ი-ესა და შპს “კ.-ს.” წარმომადგენელ კ. ა-ს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:

შპს “კ.-ს.” გაიღებს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში გადასახდელ სახელმწიფო ბაჟს;

შპს “კ.-ს.” 2004წ. 10 იანვრამდე გადაუხდის ადმინისტრაციის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის გ. ი-ეს კომპენსაციის სახით 5000 ლარს ნაღდი ანგარიშწორებით;

გ.ი-ძე კომპენსაციის თანხის მიღებისთანავე დაუდასტურებს შპს “კასტელი-საქართველოს” თანხის მიღების ფაქტს და მისცემს ხელწერილს, რომ ამ ორგანიზაციის მიმართ არანაირი პრეტენზიები მას არა აქვს და არც ექნება მომავალში;

თუ წინამდებარე მორიგების აქტი და საკასაციო პალატის განჩინება, გ. ი-ისათვის 2004წ. 10 იანვრამდე თანხის გადახდის შესახებ, არ შესრულდება, გ. ი-ე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნისა და სააღსრულებო საქმის წარმოების მიზნით;

ამ მორიგების შემდეგ მხარეებს ერთმანეთთან სადავო არაფერი აქვთ.

გაუქმდეს მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილება, ასევე ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.