საქმე # 330100122005429746
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1061აპ-22 ქ. თბილისი
ს. თ. 1061აპ-22 20 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხ. ლ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ს–სს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ს–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, .........ის შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. ს–მა, მეუღლეს - ნ. ბ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ არ ჰქონდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, ასევე მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში ვერ გავიდოდა, რადგან იყო ქალი და მისი საქმე იყო სახლში ჯდომა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავისა და ტანის არეში ურტყამდა მუშტებს, ასევე ფეხებს სახეში, რაც არ იკმარა და ძალის გამოყენებით გადაუტრიალა მარჯვენა ხელის თითები, შემდგომ რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მუცელსა და ტანზე, ამასთან აიღო სახლში არსებული შამფური და ძლიერად დაარტყა რამდენჯერმე ტანზე, რის შედეგადაც ნ. ბ–ს დაუფიქსირდა ტვინის შერყევა, გულმკერდის წინა კედლის ზედაპირული ტრავმა, ასევე მარჯვენა მტევნის მე-5 თითის მოტეხილობა და სხვა დაზიანებები. აღნიშნულით ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათო არ არის სიცოცხლისათვის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან;
2.2. 2021 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, ........ის შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. ს–ი მეუღლეს - ნ. ბ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ არ ჰქონდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, ასევე მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში ვერ გავიდოდა, რადგან იყო ქალი და მისი საქმე იყო სახლში ჯდომა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა მას, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.3. 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, .........ის შესახვევის N..-ში მდებარე თ. ს–სის საცხოვრებელ სახლში, თ. ს–სი, მეუღლეს - ნ. ბ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ არ ჰქონდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, ასევე მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში ვერ გავიდოდა, რადგან იყო ქალი და მისი საქმე იყო სახლში ჯდომა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა მას, ამოთხრიდა თვალებს და დაახრჩობდა, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.4. 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თ–ში, ........ის შესახვევის N..-ში მდებარე თ. ს–ის საცხოვრებელ სახლში, თ. ს–მა მეუღლეს - ნ. ბ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ არ ჰქონდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, ასევე მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში ვერ გავიდოდა, რადგან იყო ქალი და მისი საქმე იყო სახლში ჯდომა, არასრულწლოვანი შვილების: დ. ს–ს და დ. ს–ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ ძლიერად გაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.5. 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, შუადღის საათებში, ქ.თ–ში, ..........ის შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ. ს–მა მეუღლეს - ნ. ბ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ არ ჰქონდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, ასევე მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში ვერ გავიდოდა, რადგან იყო ქალი და მისი საქმე იყო სახლში ჯდომა, არასრულწლოვანი შვილის - დ. ს–სის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სამზარეულოს ოთახიდან აღებული შამფური რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.6. 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, შუა დღის საათებში, ქ.თ–ში, .....ის შესახვევის N..-ში მდებარე საცხორებელ სახლში, თ. ს–მა მეუღლეს - ნ. ბ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ არ ჰქონდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, ასევე მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში ვერ გავიდოდა, რადგან იყო ქალი და მისი საქმე იყო სახლში ჯდომა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სამზარეულოს ოთახიდან აღებული შამფური რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - დ. ს–ი, რომელსაც სურდა მშობლების გაშველება, თუმცა თ. ს–მა მასაც მიაყენა დიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.7. 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, შუადღის საათებში, ქ.თ–ში, .............ის შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. ს–მა მეუღლეს - ნ. ბ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ არ ჰქონდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, ასევე მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში ვერ გავიდოდა, რადგან იყო ქალი და მისი საქმე იყო სახლში ჯდომა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშ;
2.8. 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, შუადღის საათებში, ქ.თ–ში, .............ის შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. ს–სი არასრულწლოვან შვილს - დ. ს–ის დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დედამისის მსგავსი იყო და დააკლავდა მასზე, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.9. 2021 წლის ივლისის შუა რიცხვებში, ქ.თ–ში, .............ის შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. ს–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს, დ. ს–ის, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში და ფეხი ჩაარტყა ზურგში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.10. 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის 23 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ქ.თ–ში, .............ის შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას დ. ს–ის სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე და ყოველკვირეულად მამა თ. ს–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა მას, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი, აღნიშნული ქმედებით დ. ს–მა განიცადა ტანჯვა;
2.11. 2021 წლის თებერვლიდან 2021 წლის 23 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ქ.თ–ში, .............ის შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ არ ჰქონდა ტელეფონით სარგებლობის უფლება, ასევე მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში ვერ გავიდოდა, რადგან იყო ქალი და მისი საქმე იყო სახლში ჯდომა, ნ. ბ–ს სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე და ყოველკვირეულად მეუღლე თ. ს–სი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, კერძოდ, აგინებდა და ეუბნებოდა, რომ იყო უღირსი და ქუჩის ქალი, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აღნიშნული ქმედებით ნ. ბ–სმა განიცადა ტანჯვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენით თ. ს–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2021 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი, 24.05.2022. №1580 კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის სექტემბრის ბოლოს ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის სექტემბრის ბოლოს ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვების ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვების ეპიზოდი ნ. ბ–ის მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.8. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვების ეპიზოდი დ. ს–ის მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.9. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივლისის შუა რიცხვების ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი დ. ს–იის მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.10. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დ. ს–ს მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.11. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი ნ. ბ–ს მიმართ) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. ს–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 23 ოქტომბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხ. ლ–მ, ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 აგვისტოს განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენი.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ს–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ხ. ლ–მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და პირობითად ჩათვლას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდების ნაწილში და ითხოვს მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულის ქმედებები არ იყო ჩადენილი გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებში აღელვების ნიადაგზე. მსჯავრდებული და დაზარალებული შერიგებულნი არიან, ერთად ცხოვრობენ, მსჯავრდებულს კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საქმის განხილვის დროს უდავოდ ცნო მტკიცებულებები და ამით ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას. წარმოდგენილია დაზარალებულისა და მისი შვილების ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ თ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები(მათ შორის:დაზარალებულების - ნ. ბ–სის, დ. ს–ის და დ. ს–ს, ასევე მოწმეების: მ.გ–ს, გ. ჯ–ს, დ. ს–ს, მ. ბ–ს, თ.კ–ს, გ. შ–ს და ა. ჯ–ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული მტკიცებულებები, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, როგორც თ. ს–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების თითოეული ეპიზოდით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ასევე შესაბამისი დანაშაულების ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
10. რაც შეეხება თ. ს–ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2022 წლის 24 მაისის კანონის ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას; მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა თ. ს–მა ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით.
11. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თ. ს–ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას შემამსუბუქებელ გარემოებებსა (აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, უდავოდ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და ინდივიდუალურ მახასიათებლებთან (მათ შორის ნასამართლობის არქონა) ერთად, გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოება (გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა) და თ. ს–ს სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
12. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებისა და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გათვალისწინებით არ არსებობს სასჯელის შემსუბუქების - მათ შორის არც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე სასჯელის დანიშვნის - საფუძველი.
13. კასატორის განმარტება, რომ დაზარალებულებს პრეტენზია არ გააჩნიათ თ. ს–ის მიმართ ვერ გახდება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსხვერპლის პოზიციას ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით, შეურაცხყოფის მიყენებას, ძალადობას, მუქარას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ასევე არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ძალადობა უარყოფითად აისახებოდა მათზე, არღვევს ბავშვის უფლებას უსაფრთხო გარემოზე, საფრთხის ქვეშ აყენებს ბავშვის სოციალურ განვითარებას, აქვს მოკლე და გრძელვადიანი გავლენა ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოიცავს მათ შორის ბავშვის კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, საზოგადოებრივი და სხვა ინტერესების გათვალისწინების საჭიროებას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აკისრებს მშობლებს ვალდებულებას თავისი შესაძლებლობისა და ფინანასური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების პირობები (მუხლი 27, პუნქტი 2). ამავე კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, კი საქართველოს ეკისრება ბავშვთა დაცვა მათ შორის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ხ. ლ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე