საქმე # 180100120003905925
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №887აპ-22 ქ. თბილისი
გ. ა. 887აპ-22 6 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ბ. ნ–ს და ვ. მ–ს, მსჯავრდებულ ზ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. გ–ს, მსჯავრდებულ ნ. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. კ–სა და ზ. ნ–ს, მსჯავრდებულ ვ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. გ–ს, მსჯავრდებულ ა. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. გ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ბ. ნ–ს და ვ. მ–ს, მსჯავრდებულ ზ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. გ–ს, მსჯავრდებულ ნ. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. კ–სა და ზ. ნ–ს, მსჯავრდებულ ვ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. გ–ს, მსჯავრდებულ ა. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. გ–ს აკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი