Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1329-02 1 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ნივთების დაბრუნება და ქირის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. აპრილში ა. ს-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში გ. და ც. ს-ების მიმართ ბინის ქირის დაკისრებისა და ნივთების დაბრუნების შესახებ. გ. და ც. ს-ებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა. მესამე პირმა დ. ს-მა მოთხოვნა დააყენა დედის სამემკვიდრეო ქონებიდან წილის მიკუთვნების საკითხი.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს მიეკუთვნა 487 ლარის ღირებულების ქონება ქირის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

ც. ს-ს დაუბრუნდა მზითვად მიტანილი 2470 ლარის ქონება ც. და გ. ს-ებს განვადებით ნაყიდი პიანინო, მაცივარი (ორსკი), ტელევიზორი, ავტომანქანა (მოსკვიჩი), გაზქურა (ბრესტი).

ა. ს-ს დაევალა, რომ ც. და გ. ს-ებს გადაუხადოს 2751 ლარი ან დაუთმოს დამხმარე სათავსო მისასვლელი გზით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-მა.

სააპელაციო პალატამ 1999წ. 16 ოქტომბერს გამოიტანა განჩინება სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ.

აპელანტს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა 1999წ. 30 ნოემბრამდე. განჩინებაში მითითებულია, რომ თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი იქნებოდა გამოსწორებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღებოდი.

ა. ს-მა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.

2000წ. 14 თებერვალს სააპელაციო პალატის 1999წ. 26 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე საქმე განხილვის გარეშე იქნა დაბრუნებული საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში.

2002წ. აპრილში ა. ს-მა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ.

სააპელაციო პალატის 2002წ. 4 სეტემბრის განჩინებით განცხადება არ იქნა დაკმაყოფილებული იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა ვერ მიუთითა ვადის გაშვების საპატიო მიზეზებზე.

აღნიშნულ განჩინებაზე ა. ს-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა 2002წ. 19 სექტემბრის განჩინებით და საქმესთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის 1999წ. 26 ოქტომბრის განჩინება ა. ს-ის ჩაბარდა იმავეწ. ნოემბერში.

დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ ა. ს-მა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ა. ს-მა არ გამოასწორა ხარვეზი.

სსკ-ს 368-ე მუხლის შესაბამისად თუ სახელმწიფო ბაჟი არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

სსკ-ს 65-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს სასამართლომ, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზით.

ა. ს-მა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოს განცხადებით მიმართა 1999წ. 16 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან ორი წლის შემდეგ. არ დასტურდება ის გარემოება, რომ საპროცესო მოქმედების შეუსწრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას გააჩნდა ა. ს-ის სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.