Facebook Twitter

საქმე # 330100121004767087

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №991აპ-22 ქ. თბილისი

ჩ. ზ. 991აპ-22 23 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ზ. ჩ–სს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.1.2. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

1.1.3. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.1.4. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

1.1.5. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.1.6. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.1.7. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.1.8. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

1.2. ნ. ჯ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:

1.2.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

1.2.2. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

1.2.3. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

1.2.4. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

1.2.5. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

1.2.6. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

1.2.7. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

1.2.8. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

2.1. ზ. ჩ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1.1. 2015 წლის ნოემბერში, ვ. შ–მა გადაწყვიტა .........ში გამგზავრება და აღნიშნული მიზეზით დაეკონტაქტა ზ. ჩ–ს. ამ უკანასკნელმა განიზრახა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, ვ. შ–ს დაჰპირდა, რომ 6000 ევროს სანაცვლოდ უზრუნველყოფდა მის გამგზავრებას. შეთანხმების თანახმად, საწყის ეტაპზე უნდა გადაეხადა ფულადი თანხა 1500-2000 ევრო, ვიზის მიღების შემდგომ კი დარჩენილი ნაწილი. 2015 წლის ნოემბრის დასაწყისში, თ–ში, ს–ს მოედნის მიმდებარედ, ვ. შ–მა 1900 ევრო (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 5003,65 ლარი) გადასცა ზ. ჩ–ს. მანვე, შეთანხმებისამებრ, 2015 წლის დეკემბერში ანგარიში გახსნა სს „........... ბანკში“, რომელზეც განათავსა ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით. ანგარიშზე მიბმული პლასტიკური ბარათი გადასცა ზ. ჩ–სს, რომელმაც ანგარიშიდან ა–ში მდებარე სასტუმროში გადარიცხა ფულადი თანხა 189 ევროს (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 478,70 ლარი) ოდენობით. ზ. ჩ–სი მოტყუებით დაეუფლა ვ. შ–ის კუთვნილ ფულად თანხას 6032,35 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 2098 ევროს ექვივალენტი და 550 ლარი) და არ უზრუნველყო ამ უკანასკნელის ..........ში გამგზავრება.

2.1.2. ზ. ჩ–სმა და ნ. ჯ–მა გადაწყვიტეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. 2016 წლის აპრილში, ა–ში წასვლის მიზეზით ზ. ჩ–ს შეხვდა ნ. ფ–ე, ზ. ჩ–ი დაჰპირდა, რომ უ–ში მყოფი პარტნიორის – ნ. ჯ–ის მეშვეობით შეძლებდა ა–ის ვიზის მიღებას. შეთანხმების თანახმად, საჭირო იყო ნ. ფ–ე ჩასულიყო უ–ში, სადაც დაჰყოფდა თვენახევარს და მიიღებდა ბინადრობის მოწმობას, რის შემდგომაც მიმართავდა კ–ში მდებარე ა–ის საელჩოს. ნ. ფ–ს ვიზის მიღებისთვის უნდა გადაეხადა ჯამში 15000 აშშ დოლარი, საწყის ეტაპზე ნახევარი, ხოლო დარჩენილი - ვიზის მიღების შემდგომ. 2016 წლის 5 მაისს, თ–ში, .......ის მოედნის მიმდებარედ, ნ. ფ–მ ზ. ჩ–სს გადასცა ფულადი თანხა 4800 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 10635,84 ლარი), რასაც ნ. ჯ–სი და ზ. ჩ–სი გაიყოფდნენ. 2016 წლის 11 მაისს, ნ. ფ–ე ჩაფრინდა უ–ში, სადაც დამატებით 2000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4375,60 ლარი) გადასცა ნ. ჯ–სს. დოკუმენტების მოწესრიგების პროცესში, ნ. ფ–ს დედამ ნ. ჯ–ს ორ ეტაპად ჩაურიცხა 2000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4375,60 ლარი), ხოლო თავად ნ. ფ–ეემ დამატებით გადასცა - 500 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 1093,90 ლარი). ვიზის მიღების მიზნით მოხდა ნ. ფ–ის ფიქტიური ქორწინება უ–ს მოქალაქეზე, რითაც ამ უკანასკნელმა ბინადრობის უფლება მიიღო, თუმცა 2016 წლის 11 მაისიდან - იმავე წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში სხვადასხვა მიზეზით ნ. ჯ–სი უარს უცხადებდა უ–ში ა–ბის საელჩოსთვის მიმართვაზე, ხოლო ზ. ჩ–სი მას აღარ ეკონტაქტებოდა. ზ. ჩ–სი და ნ. ჯ–სი მოტყუებით დაეუფლნენ ნ. ფ–ს კუთვნილ ფულად თანხას 20530,54 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 9300 აშშ დოლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელის ა–ში გამგზავრება.

2.1.3. 2016 წლის ზაფხულში, დ. ს–მა, გ. კ–მ და ი. გ–მა გადაწყვიტეს კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება და აღნიშნული მიზეზით, თ–ში, ........ის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ ზ. ჩ–ს. ამ უკანასკნელმა განიზრახა რა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, დ. ს–ს, გ. კ–ს და ი. გ–ს დაჰპირდა, რომ 15000 აშშ დოლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა თ–ს გავლით მათ კ–ში გამგზავრებასა და დასაქმებას. შეთანხმების თანახმად, საწყის ეტაპზე უნდა გადაეხადათ ფულადი თანხა 4000 აშშ დოლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 9115,60 ლარი), რის შემდეგაც ზ. ჩ–სი დოკუმენტაციას გადააგზავნიდა თ–ში და 10 დღის ვადაში მიიღებდნენ ვიზას. ვიზის მიღების შემდეგ კი გადაიხდიდნენ თანხის დანარჩენ ნაწილს. 2016 წლის აგვისტოში, თ–ში, პ–ს გამზირზე თითოეულმა 4000-4000 აშშ დოლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 9115,60 ლარი) ფულადი თანხა გადასცა ზ. ჩ–სს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მათთან კომუნიკაცია შეწყვიტა. ზ. ჩ–ი მოტყუებით დაეუფლა დ. ს–ს, გ. კ–ს და ი. გ–ს კუთვნილ ფულად თანხას თითოეულის შემთხვევაში 9115,60 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყო მათი კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება.

2.1.4. ზ. ჩ–სმა და ნ. ჯ–სმა გადაწყვიტეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. 2016 წლის ზაფხულში, კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრების მიზეზით ზ. ჩ–ს შეხვდა კ. გ–ი, ზ. ჩ–სი დაჰპირდა, რომ უ–ში მყოფი პარტნიორის - ნ. ჯ–სის მეშვეობით შეძლებდა კ–ს ფედერაციული სახელმწიფოს ვიზის მიღებას. შეთანხმების თანახმად, საჭირო იყო კ. გ–იი ჩასულიყო უ–ში, სადაც მიიღებდა ბინადრობის მოწმობას და შემდგომ მიმართავდა კ. მდებარე ა–ს საელჩოს. კ. გ–ის ვიზის მიღებისთვის უნდა გადაეხადა 12000 აშშ დოლარი, საწყის ეტაპზე ფულადი თანხა 4000 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 30 აგვისტოს, თ–ში, ..........ის ქუჩის N.........-ში მდებარე სანოტარო ბიუროში კ. გ–მა ზ. ჩ–ს გადასცა ფულადი თანხა 4000 აშშ დოლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 9165,60 ლარი). 2016 წლის 12 სექტემბერს კ. გ–ი გაემგზავრა უ–ში. 8-9 თვის გასვლის შემდეგ ნ. ჯ–სმა უთხრა, რომ ვიზის მიღება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც საჭირო იყო გ-ში გამგზავრება, სადაც მისი ნაცნობი უზრუნველყოფდა ჯგუფთან ერთად კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრებას. გ–ში ჩასვლისას არავინ დახვედრია, რის გამოც იძულებული გახდა ს–ში დაბრუნებულიყო. ზ. ჩ–ი და ნ. ჯ–ი მოტყუებით დაეუფლნენ კ. გ–ის კუთვნილ ფულად თანხას 9165,60 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელის კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება.

2.1.5. 2019 წელს, მ. ბ–მა ა–ში გამგზავრება გადაწყვიტა და აღნიშნული მიზეზით დაუკავშირდა ზ. ჩ–ს. ამ უკანასკნელმა განიზრახა რა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, დაჰპირდა, რომ 1100 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა მის ა–ში გამგზავრებას. შეთანხმებისამებრ, 2019 წლის სექტემბერში, თ–ში, ........ს გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 1100 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 3256,88 ლარი) მ. ბ–მა გადასცა ზ. ჩ–სს. ამ უკანასკნელმა მ. ბ–ს გადასცა ყალბი დოკუმენტაცია - შპს „ა-ის“ სახელით გაცემული ცნობა, რომელიც წარადგინა შესაბამის საელჩოში, თუმცა ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა. ზ. ჩ–მა ა–ბში გამგზავრების ალტერნატიული გზა, მ–ს გავლით შესთავაზა. აღნიშნული მიზეზით, 2020 წლის 16 იანვარს, მ. ბ–მა ზ. ჩ–ს გადასცა ფულადი თანხა 6000 აშშ დოლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 17290,80 ლარი). 2020 წლის იანვარში, თ–ი - ე–ი - მ–ს ტრანზიტული მარშრუტით უ. გ–სთან, ზ. ჩ–სთან და მის ნათესავთან - გ. პ–თან ერთად გაემგზავრა მ. ბ–მი. მ–ს აეროპორტში ჩაფრენისას მებაჟეებმა შეაჩერეს, ქვეყანაში არ შეუშვეს და ე–ში დააბრუნეს, სადაც მ. ბ–მს დამატებით 600 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 1729,08 ლარი) გამოართვა ზ. ჩ–სმა. ე–დან კი ოთხივე მათგანი თ–ს გავლით საქართველოში დაბრუნდა. ზ. ჩ–სი მოტყუებით დაეუფლა მ. ბ–მის კუთვნილ ფულად თანხას 22276,76 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 7700 აშშ დოლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყო მისი ა–ბში გამგზავრება.

2.1.6. ა–ბში გამგზავრების მიზეზით უ. გ–ე დაუკავშირდა ზ. ჩ–სს. ამ უკანასკნელმა განიზრახა რა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, დაჰპირდა, რომ 12000 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი თანხის სანაცვლოდ მის გამგზავრებას უზრუნველყოფდა. მ–ს გავლით ა–ში, გამგზავრება შესთავაზა. შეთანხმებისამებრ, 2019 წლის აგვისტოში, თ–ში, .........ის გამზირზე მდებარე ტურისტულ ოფისში, უ. გ–მ 400 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 1163,60 ლარი) გადასცა ზ. ჩ–ს, ხოლო 2900 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 8586,32 ლარი) გადარიცხა მის ანგარიშზე. გამგზავრებისას, აეროპორტში უ. გ–ს მშობლებს დამატებით 1000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 2881,8 ლარი) გამოართვა. 2020 წლის იანვარში, თ–ი-ე–ი-მ–ს ტრანზიტული მარშრუტით მ. ბ–მთან, ზ. ჩ–სთან და მის ნათესავთან - გ. პ–თან ერთად გაემგზავრა უ. გ–ეე. მ–ს აეროპორტში ჩაფრენისას მებაჟეებმა შეაჩერეს, ქვეყანაში არ შეუშვეს და ე–ში დააბრუნეს, საიდანაც ოთხივე მათგანი თ–ს გავლით ს–ში დაბრუნდა. ზ. ჩ–სი მოტყუებით დაეუფლა უ. გ–ს კუთვნილ ფულად თანხას 12631,72 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4400 აშშ დოლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყო მათი ა–ში გამგზავრება.

2.1.7. 2018 წლის ზაფხულში, ნ. ს–მმა კ–ს ფედერაციულ რესპუბლიკაში გამგზავრება გადაწყვიტა და აღნიშნული მიზეზით დაუკავშირდა ზ. ჩ–ს. ამ უკანასკნელმა განიზრახა რა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, ნ. ს–ს დაჰპირდა, რომ 15000 აშშ დოლარის სანაცვლოდ პ–ი-ტ–ის ტრანზიტული მარშრუტით უზრუნველყოფდა მის გამგზავრებას. შეთანხმებისამებრ, 2018 წლის 8 აგვისტოს თ–ში, ვ-ში მდებარე სს „........... ბანკის“ ფილიალიდან ნ. ს–მა 5000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 12302 ლარი) გადარიცხა ზ. ჩ–ის მიერ მითითებულ შპს „ნ–ს“ ანგარიშზე. 2018 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში კი თ–ში, გ–ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე 10000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 26074 ლარი) გადასცა. 2018 წლის 11 სექტემბერს ნ. ს–ი გაემგზავრა პ–ში, იქიდან კი ბ–ში, თუმცა სამთვიანი მოლოდინის შემდგომ ს–ში დაბრუნდა. ზ. ჩ–სი მოტყუებით დაეუფლა ნ. ს–მის კუთვნილ ფულად თანხას 38 376 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 15000 აშშ დოლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყო მისი კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება.

2.1.8. 2018 წლის ზაფხულში, ლ. ჩ–მ და რ. ს–მ კ–ს ფედერაციულ რესპუბლიკაში გამგზავრება გადაწყვიტეს და აღნიშნული მიზეზით დაუკავშირდნენ ზ. ჩ–სს. ამ უკანასკნელმა განიზრახა რა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, ლ. ჩ–ს და რ. ს–ს დაჰპირდა, რომ თითოეულს 14000 აშშ დოლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა მათ გამგზავრებას. შეთანხმების თანახმად, საქმის წამოწყებისთვის საჭირო იყო თითოეულის მხრიდან 2000 აშშ დოლარის (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 10284,8 ლარი) გადახდა, რაც 2018 წლის აგვისტოში, თ–ში, .........ას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ზ. ჩ–ს პირადად გადასცეს. 2018 წლის 31 აგვისტოდან - 12 სექტემბრამდე დროის შუალედში, ზ. ჩ–ს მოთხოვნისამებრ, ლა. ჩ–მ 4000-4000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით - 103337,60; 10392; 10406,80 ლარის ოდენობით) გადარიცხა შპს „ნ–ს“ ანგარიშზე, ასევე პირადად გადასცა 4000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 10321,20 ლარი). 2018 წლის 21 სექტემბერს, ლ. ჩ–ე და რ. ს–ე გაემგზავრნენ პ–ში, რის შემდგომაც ზ. ჩ–სმა დამატებით მოითხოვა 6000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 15710,40 ლარი), რაც ლ.ჩ–ს მამამ - ბ. ჩ–მ გადარიცხა მითითებულ ანგარიშზე. ზ. ჩ–სი მოტყუებით დაეუფლა ლ. ჩ–სა და რ. ს–ის კუთვნილ ფულად თანხას 67 452,80 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 26000 აშშ დოლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყო მათი კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება.

2.2. ნ. ჯ–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.2.1. ზ. ჩ–სმა და ნ. ჯ–სმა გადაწყვიტეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. 2016 წლის აპრილში, ა–ში წასვლის მიზეზით ზ. ჩ–სს შეხვდა ნ. ფ–ეე. ზ. ჩ–ი დაჰპირდა, რომ უ–ში მყოფი პარტნიორის - ნ. ჯ–სის მეშვეობით შეძლებდა ა–ს ვიზის მიღებას. შეთანხმების თანახმად, საჭირო იყო ნ. ფ–ე ჩასულიყო უ–ში, სადაც დაჰყოფდა თვენახევარს და მიიღებდა ბინადრობის მოწმობას, რის შემდგომაც მიმართავდა კ–ში მდებარე ა–ს საელჩოს. ნ. ფ–ს ვიზის მიღებისთვის უნდა გადაეხადა ჯამში 15000 აშშ დოლარი, საწყის ეტაპზე ნახევარი, ხოლო დარჩენილი - ვიზის მიღების შემდგომ. 2016 წლის 5 მაისს, თ–ში, ........ის მოედნის მიმდებარედ, ნ. ფ–მ ზ. ჩ–ს გადასცა ფულადი თანხა 4800 აშშ დოლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 10635,84 ლარი), რასაც ნ. ჯ–სი და ზ. ჩ–სი გაიყოფდნენ. 2016 წლის 11 მაისს, ნ. ფ–ე ჩაფრინდა უ–ში, სადაც დამატებით 2000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4375,60 ლარი) გადასცა ნ. ჯ–სს. დოკუმენტების მოწესრიგების პროცესში, ნ. ფ–ს დედამ ნ. ჯ–ს ორ ეტაპად ჩაურიცხა 2000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4375,60 ლარი), ხოლო თავად ნ. ფ–მ დამატებით გადასცა - 500 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 1093,90 ლარი). ვიზის მიღების მიზნით მოხდა ნ. ფ–ს ფიქტიური ქორწინება უკრაინის მოქალაქეზე, რითაც ამ უკანასკნელმა ბინადრობის უფლება მიიღო, თუმცა 2016 წლის 11 მაისიდან - იმავე წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, სხვადასხვა მიზეზით ნ. ჯ–ი უარს უცხადებდა უ–ში ა–ს საელჩოსთვის მიმართვაზე, ხოლო ზ. ჩ–სი მას აღარ ეკონტაქტებოდა. ზ. ჩ–სი და ნ. ჯ–სი მოტყუებით დაეუფლნენ ნ. ფ–ეის კუთვნილ ფულად თანხას 20530,54 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 9300 აშშ დოლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელის ა–ში გამგზავრება.

2.2.2. ზ. ჩ–მა და ნ. ჯ–მა გადაწყვიტეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას. 2016 წლის ზაფხულში კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრების მიზეზით ზ. ჩ–სს შეხვდა კ. გ–ი. ზ. ჩ–სი დაჰპირდა, რომ უ–ში მყოფი პარტნიორის - ნ. ჯ–სის მეშვეობით შეძლებდა კ–ს ფედერაციული სახელმწიფოს ვიზის მიღებას. შეთანხმების თანახმად, საჭირო იყო კ. გ–იი ჩასულიყო უ–ში, სადაც მიიღებდა ბინადრობის მოწმობას და შემდგომ მიმართავდა კ-ში მდებარე ა–ს საელჩოს. კ. გ–ის ვიზის მიღებისთვის უნდა გადაეხადა 12000 აშშ დოლარი, საწყის ეტაპზე ფულადი თანხა 4000 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის 30 აგვისტოს, თ–ში, .........ის ქუჩის N.......-ში მდებარე სანოტარო ბიუროში კ. გ–მა ზ. ჩ–სს გადასცა ფულადი თანხა 4000 აშშ დოლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 9115,60 ლარი). 2016 წლის 12 სექტემბერს კ. გ–ი გაემგზავრა უ–ში. 8-9 თვის გასვლის შემდეგ ნ. ჯ–მა უთხრა, რომ ვიზის მიღება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც საჭირო იყო გ–ში გამგზავრება, სადაც მისი ნაცნობი უზრუნველყოფდა ჯგუფთან ერთად კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრებას. გ–ში ჩასვლისას არავინ დახვედრია, რის გამოც იძულებული გახდა ს–ში დაბრუნებულიყო. ზ. ჩ–სი და ნ. ჯ–სი მოტყუებით დაეუფლნენ კ. გ–ის კუთვნილ ფულად თანხას 9115,60 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყვეს ამ უკანასკნელის კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება.

2.2.3. 2017 წლის თებერვალში, ნ. ჭ–მ გადაწყვიტა საზღვარგარეთ გამგზავრება და აღნიშნული მიზეზით დაუკავშირდა ნ. ჯ–ს. ამ უკანასკნელმა განიზრახა რა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, ნ. ჭ–ს 2000 ევროს სანაცვლოდ ი–ში გამგზავრებას დაჰპირდა. შეთანხმებისამებრ, 2017 წლის 21-22 თებერვალს, ნ. ჭ–მ 2000 ევრო (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 5603,40 ლარი) გადარიცხა ნ. ჯ–ს ანგარიშზე. რის შემდეგაც, ამ უკანასკნელისგან მიიღო შეთავაზება, რომ 4000 ევროს სანაცვლოდ გაამგზავრებდა კ–ში. შეთანხმების თანახმად, საწყის ეტაპზე საჭირო იყო 4000 ევროს ოდენობით ფულადი თანხის გადახდა, დარჩენილ თანხას კი კანადაში გამგზავრებისა და დასაქმების შემდგომ გადაიხდიდა. აღნიშნული პირობაზე შეთანხმდნენ და 2017 წლის 18 მარტს, ნ. ჭ–მ დამატებით 2000 ევრო (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 5344 ლარი) ჩაურიცხა ნ. ჯ–ს. ნ. ჯ–სი მოტყუებით დაეუფლა ნ. ჭ–ს კუთვნილ ფულად თანხას 10947,40 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4000 ევროს ექვივალენტი) და არ უზრუნველყო მისი კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება.

2.2.4. 2018 წლის დეკემბერში, თ. გ–მ გადაწყვიტა კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება და აღნიშნული მიზეზით დაუკავშირდა ნ. ჯ–სს. ამ უკანასკნელმა განიზრახა რა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, თ. გ–სეს ჩ–ი-ტ–ო-კ–ს ტრანზიტული მარშრუტით გამგზავრებას დაჰპირდა. შეთანხმებისამებრ, თ. გ–მ ნ. ჯ–ს გადასცა ფულადი თანხა 2200 ევროს (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 6631,68 ლარი), 1000 აშშ დოლარისა (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 2667 ლარი) და 100 ლარის ოდენობით. ნ. ჯ–სის მითითებით თ. გ–ე გაემგზავრა კ–ში, რომლის გავლითაც უნდა გამგზავრებულიყო კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში. გადაცემული დოკუმენტები არ იყო ვალიდური, რის გამოც თ. გ–სე კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში არ შეუშვეს. ნ. ჯ–სი მოტყუებით დაეუფლა თ. გ–სის კუთვნილ ფულად თანხას 9398,68 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 2200 ევროს, 1000 აშშ დოლარისა და 100 ლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყო მისი კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება.

2.2.5. 2019 წლის გაზაფხულზე, ნ. ლ–მა გადაწყვიტა კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება და აღნიშნული მიზეზით დაუკავშირდა ნ. ჯ–სს. ამ უკანასკნელმა განიზრახა რა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, ნ. ლ–ს დაჰპირდა, რომ 15000 აშშ დოლარის სანაცვლოდ კ–ი-ლ–ი-ბ–ს ტრანზიტული მარშრუტით უზრუნველყოფდა მის კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრებას. შეთანხმების თანახმად, საწყის ეტაპზე უნდა გადაეხადა 2000 აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა კი ოჯახის წევრის ანგარიშზე უნდა ჰქონოდა და მისი გამგზავრების შემდგომ უნდა გადაეხადათ ნ. ჯ–სთვის. მოთხოვნისამებრ, 2019 წლის აპრილში, თ–ში, .......–ს ქუჩის N..-თან სასტუმრო „ს–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ლ–სმა 2000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 5382,4 ლარი) გადასცა ნ. ჯ–სს, 2019 წლის 23 ივლისს კი, თ–ში, ო–ში ავიაბილეთების შესაძენი თანხა - 2000 აშშ დოლარის (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 5766,20 ლარის) ოდენობით. ნ. ლ–ს მიერ კ–ში ყოფნის პერიოდში დამატებით 2500 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 7252,20 ლარი) მოითხოვა ნ. ჯ–მა, რაც ნ. ლ–სის დამ მითითებულ ანგარიშზე ორ ეტაპად გადარიცხა. ნ. ჯ–სი მოტყუებით დაეუფლა ნ. ლ–სის კუთვნილ ფულად თანხას 18401 ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 6500 აშშ დოლარი) და არ უზრუნველყო მისი კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება.

2.2.6. 2020 წლის თებერვალში, თ. ა–მა გადაწყვიტა .........ში გამგზავრება და აღნიშნული მიზეზით დაუკავშირდა ნ. ჯ–ს. ამ უკანასკნელმა განიზრახა რა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, თ. ა–სს დაჰპირდა, რომ 1500 ევროს სანაცვლოდ უზრუნველყოფდა მის ............ში გამგზავრებას. შეთანხმებისამებრ, თ. ა–მა შუამავლის მეშვეობით ნ. ჯ–სს გადასცა 915 ევრო (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 2941,82 ლარი), ხოლო მოგვიანებით 1700 ევრო (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 6159,44 ლარი) გადასცა თ–ში, მეტროსადგურ „...ს“ ტერიტორიაზე, 800 ევრო (ვალუტის კურსის გათვალისწინებით - 2744,40 ლარი) - თ–ში, .........ის ბაზრის ტერიტორიაზე. ნ. ჯ–სი მოტყუებით დაეუფლა თ. ა–ს კუთვნილ ფულად თანხას 11845,65 ლარი ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 2500 ევრო) და არ უზრუნველყო მისი გამგზავრება.

2.2.7. 2017 წლის დასაწყისში, ფ. კ–მ გადაწყვიტა კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება და აღნიშნული მიზეზით დაუკავშირდა ნ. ჯ–სს. ამ უკანასკნელმა განიზრახა რა დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ფულად თანხას, ფ. კ–ს დაჰპირდა, რომ 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ კ–ი-გ–ს ტრანზიტული მარშრუტით უზრუნველყოფდა მის კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრებას. შეთანხმების თანახმად, ფ. კ–ს საწყის ეტაპზე უნდა გადაეხადა 5000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა - გამგზავრების შემდგომ. მოთხოვნისამებრ, 2017 წლის 8 აპრილს ს–დან შპს ........სის“ გზავნილის „მანი გრამის“ მეშვეობით 2530 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 6338,16 ლარი) ნ. ჯ–სის სახელზე გადარიცხა, ხოლო ო–ში პირადად გადასცა 5000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 12079 ლარი). ნ. ჯ–სი მოტყუებით დაეუფლა ფ. კ–მის კუთვნილ ფულად თანხას 18417,16 ლარის (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 7530 აშშ დოლარი) ოდენობით და არ უზრუნველყო მისი კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება.

2.2.8. 2016 წლის ოქტომბერში დ. ს–მა, გ. კ–მ და ი. გ–მა ამ უკანასკნელის ბიძაშვილისგან - კ. გ–სგან შეიტყვეს, რომ უ–ში მყოფი ნ. ჯ–სი ეხმარებოდა კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრებაში და თავადაც აღნიშნული მიზეზით იმყოფებოდა უ–ში. ი. გ–ი, დ. ს–ი, გ. წ–ა და გ. კ–ე გაემგზავრნენ უ–ში, სადაც ნ. ჯ–სი მათ დაჰპირდა უ–ს მოქალაქეობის მიღებას, რის საფუძველზეც მიმართავდა უ–ში მდებარე კ–ს საელჩოს და ვიზას მიიღებდნენ. მოთხოვნისამებრ, თითოეულმა ნ. ჯ–სს პირველ ეტაპზე გადასცა 3000 აშშ დოლარი, ხოლო მოგვიანებით დ. ს–მა და გ. წ–მ - 2000-2000 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4970,40 ლარი), ი. გ–მა კი 1500 აშშ დოლარი (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 3796,65 ლარი). ნ. ჯ–სი მოტყუებით დაეუფლა დ. ს–ს კუთვნილ ფულად თანხას 10032,60 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი), გ. წ–ს კუთვნილ ფულად თანხას 10032,60 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი), ი. გ–სის კუთვნილ ფულად თანხას 8767,05 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 4500 აშშ დოლარის ექვივალენტი), გ. კ–ს კუთვნილ ფულად თანხას 4970,40 ლარის ოდენობით (ვალუტის კურსის გათვალისწინებით 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი) და არ უზრუნველყო დ. ს–ს, გ. კ–ს და ი. გ–ს კ–ს ფედერაციულ სახელმწიფოში გამგზავრება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ზ. ჩ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვ. შ–მის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ. ს–ს, გ. კ–ს და ი. გ–ს ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.1.4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.1.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ბ–მის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.1.6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ უ. გ–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.1.7. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ს–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.1.8. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: ლ. ჩ–ს და რ. ს–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.1.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ჩ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

3.1.10. მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 5 თებერვლიდან;

3.2. ნ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჭ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ლ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. ა–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.7. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ფ. კ–მის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.8. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ. ს–ს, გ. წ–ს, ი. გ–ის და გ. კ–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ. ს–ს, გ. წ–ს, ი. გ–ს და გ. კ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ჯ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

3.2.10. მსჯავრდებულ ნ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 5 თებერვლიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ზ. ჩ–მა და ნ. ჯ–მა და მოითხოვეს უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 ნოემბრის განაჩენში;

5.1. ზ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.1.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ვ. შ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 4 თვით, ხოლო 8 თვე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით;

5.1.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ. ს–ს, გ. კ–ს და ი. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, ხოლო 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;

5.1.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (კ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით, ხოლო 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;

5.1.4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ფ–ის ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;

5.1.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ბ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;

5.1.6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ უ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;

5.1.7. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ს–ს ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;

5.1.8. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: ლ. ჩ–ს და რ. ს–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;

5.1.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით;

5.1.10. მსჯავრდებულ ზ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 5 თებერვლიდან;

5.2. ნ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.2.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;

5.2.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;

5.2.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;

5.2.4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჭ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;

5.2.5. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ლ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;

5.2.6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ თ. ა–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;

5.2.7. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ფ. კ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;

5.2.8. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ. ს–ს, გ. წ–ს, ი. გ–ს და გ. კ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;

5.2.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;

5.2.10. მსჯავრდებულ ნ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 5 თებერვლიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელიც ითხოვს ზ. ჩ–სა და ნ. ჯ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრებას, მათ შორის, ზ. ჩ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par.31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ზ. ჩ–სა და ნ. ჯ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრებას, მათ შორის, ზ. ჩ–ს მიმართ ითხოვს, რომ არ იქნეს გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

9. აღნიშნული განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანი არ არის ზ. ჩ–სა და ნ. ჯ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდებისა და იმის შესახებ, რომ ზ. ჩ–ის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული - განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ორი ალტერნატიული სასჯელიდან უფრო მძიმე (იმავდროულად, ყველაზე მკაცრი) სახის სასჯელი.

11.1. თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის №977აპ-22 განჩინება).

11.2. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა მსჯვრდებულ ზ. ჩ–სის პიროვნება, მისი როლი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, ის ფაქტი, რომ მან აღიარა დანაშაული, დაასახელა თანამონაწილე, ასევე მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი.

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება). ამასთან, დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის №51აპ-19 და 2021 წლის 12 ოქტომბრის №389აპ-21; ასევე - 2022წლის 10 ივნისის განჩინება N432აპ-22 განჩინებები).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი