Facebook Twitter

საქმე # 140100121004873591

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№156აპ-23 ქ. თბილისი

ძ. ო. 156აპ-23 15 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,

პროკურორ - მორის ჩუბინიძის,

ადვოკატ - გ. ა-ის,

გამართლებულის - ო. ძ-ს,

მსჯავრდებულების - გ. ა-ის, ჯ. ჩ-ის

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის, მსჯავრდებულ გ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ც–ის, მსჯავრდებულ გ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. გ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე და გორის რაიონული პროკურორის მოადგილის - მორის ჩუბინიძის შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების თაობაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ო. ძ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი);

1.1.2. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართ სადგურ „გ-ის“ ეპიზოდი).

1.2. გ. ა–ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალად ედებოდა:

1.2.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი);

1.2.2. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართ სადგურ „გ-ის“ ეპიზოდი);

1.2.3. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ფ. კ-ის“ ეპიზოდი);

1.2.4. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

1.3. ჯ. ჩ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.3.1. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი);

1.3.2. ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ფ. კ-ის“ ეპიზოდი).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. ძ–ს, გ. ა–ისა და გ. ჩ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 03:30 საათზე, გ. ა–ი და ო. ძ. სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, ხოლო ჯ. ჩ–ე - ძალაყინით ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქალაქ გ..., ც..ს გ.... N... მდებარე გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ თანამშრომლებს - ს. ტ-ს და ზ. ს-ეს, რომლებსაც იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და გასტაცეს შპს „ე-ის“ კუთვნილი ფულადი თანხა 1365 ლარის ოდენობით.

2.2. 2021 წლის 1 მაისს, დაახლოებით 02:05 საათზე, გ. ა–ი და ო. ძ., სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ-ის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,გ- ის" ოპერატორ თ. მ-ს, რომელსაც იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და მოთხოვეს ნავაჭრი თანხის - ბენზინგასამართ სადგურ „გ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხის გადაცემა, თუმცა, თავდამსხმელებმა ფულის წაღება ვერ შეძლეს, რადგან თ. მ-ს ფული ადგილზე არ ჰქონდა.

2.3. 2021 წლის 17 მაისს, დაახლოებით 02:55 საათზე, გ. ა–ი და ჯ. ჩ–ე, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, ყაჩაღურად თავს დაესხნენ მ–ის რაიონის სოფელ წ-ში მდებარე „ფ-კ-ის“ დარაჯ გ. ბ-ს, რომელსაც იარაღის დემონსტრირებით დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით და გასტაცეს შპს „თ- ფ-ს“ კუთვნილი ფულადი თანხა 3861 ლარის და 50 თეთრის ოდენობით, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

2.4. გ. ა-მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი გ-ი, ც-ს გ-ი N...., ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა 34 ცალი, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი სამხედრო ვაზნა, 25 ცალი, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი სამხედრო სპეცდანიშნულების ვაზნა, რაც ამოიღეს 2021 წლის 18 მაისს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენით:

3.1. გ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართ სადგურ „გ-ის“ ეპიზოდი), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ფ–კ-ის“ ეპიზოდი) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ჯ. ჩ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ფ-კ-ის“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. ო. ძ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართ სადგურ „გ-ის“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

3.4. გ. ა–ის, გ. ჩ–ის და ო. ძ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან;

3.5. გ. ა–ს, ჯ. ჩ–ს და ო. ძ–ს განემარტათ, რომ მათ, როგორც გამართლებულ პირებს, უფლება აქვთ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც მოითხოვა ო. ძ–ს, გ. ა–ისა და გ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობა თავდაპირველი კვალიფიკაციით;

4.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გ. ა–ისა და ო. ძ–ს ადვოკატმა ნ. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენი გაუქმდა;

5.1. ო. ძ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართ სადგურ „გ-ის“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

5.2. გ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართ სადგურ

„გ-ის“ ეპიზოდი);

5.2.1. გ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

5.2.2. გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ფ-კ-ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

5.2.3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის თანახმად, გ. ა–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 9 თვითა და 15 დღით;

5.2.4. გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 18 მაისიდან 2022 წლის 17 თებერვალმდე;

5.3. ჯ. ჩ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი);

5.3.1. ჯ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ფ- კ-ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

5.3.2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის თანახმად, ჯ. ჩ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 75 დღით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 9 თვითა და 15 დღით;

5.3.3. ჯ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 18 მაისიდან 2022 წლის 17 თებერვლამდე.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარებმა, კერძოდ:

6.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ო. ძ–ს, გ. ა–ისა და გ. ჩ–ის დამნაშავედ ცნობა თავდაპირველი კვალიფიკაციით;

6.2. მსჯავრდებულ გ. ა–ის ადვოკატმა ნ. ც-ემ და მსჯავრდებულ გ. ჩ–ის ადვოკატმა რ. გ-მა მოითხოვეს მსჯავრდებულების გამართლებას.

7. წარმოდგენილი შუამდგომლობების თანახმად, 2023 წლის 23 თებერვალს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანის ჩადენილი დანაშაულები, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულებსა და გორის რაიონულ პროკურატურას შორის წერილობით დაიდო ოქმები საპროცესო შეთანხმებების თაობაზე. საპროცესო შეთანხმებები კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

8. 2023 წლის 28 თებერვალს გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და ო. ძ–ს, გ. ა–სა და ჯ. ჩ–ს შორის 2023 წლის 23 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების შესახებ და ითხოვა:

8.1. ჯ. ჩ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

8.1.1. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

8.1.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ფ– კ–ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

8.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის შედეგად, ჯ. ჩ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

8.2. გ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

8.2.1. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

8.2.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართ სადგურ „გ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

8.2.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ფ- კ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

8.2.4. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

8.2.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის შედეგად, გ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

8.3. ო. ძ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

8.3.1. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე–ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

8.3.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართ სადგურ „გ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

8.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის შედეგად, ო. ძ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

9. გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძემ ნივთმტკიცების ბედთან დაკავშირებით იშუამდგომლა შემდეგი:

9.1. მოხდეს გ. ა–ის მიმართ ბრალად შერაცხული საბრძოლო მასალიდან, კერძოდ, 34 ცალ, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი სამხედრო ვაზნიდან და 25 ცალ, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიანი, სამხედრო სპეცდანიშნულების ვაზნიდან საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ვაზნების საპროცესო კონფისკაცია, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

9.2. გაზგასამართ სადგურ „ე-იდან“, ბენზინგასამართ სადგურ ,,გ- იდან“, ,,ფ- კ-ეში“ ჩასარიცხი აპარატიდან და ,,მერსედესის“ ავტომანქანიდან აღებული ხელის კვლები განადგურდეს.

9.3. გაზგასამართ სადგურ ,,ე- ის“ ჩამსხმელი ოპერატორებისგან აღებული ხელის კვლები, გ. ჩ–ისგან, გ. ა–ისგან და ო. ძ–სგან აღებული ხელის კვლები განადგურდეს.

9.4. გაზგასამართ სადგურ ,,ე- იდან“ აღებული სუნის კვლები, ბენზინგასამართ სადგურ ,,გ-იდან“ აღებული სუნის კვლები, ,,ფ- კ-იდან“ აღებულის სუნის კვლები, გ. ა–ისგან, ო. ძ–სგან და გ. ჩ–ისგან აღებული სუნის ნიმუშები განადგურდეს.

9.5. გაზგასამართ სადგურ ,,ე- ის“ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული ანაწმენდის ნიმუშები და ,,06“ მარკის ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები განადგურდეს.

9.6. ბენზინგასამართ სადგურ ,,გ- ის“ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული ანაწმენდის ნიმუშები, ერთი ცალი ხის ჯოხი და ჩამსხმელი ოპერატორისგან თ. მ–ისგან აღებული ანაწმენდის ნიმუში განადგურდეს.

9.7. ,,ფ. კ-ის“ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და ჩასარიცხი აპარატიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები განადგურდეს.

9.9. ,,ფ-კ-ეში“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული ლითონის მონეტები დაუბრუნდეს მესაკუთრეს - შპს „ თ–ფ-ს“.

9.10. ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები განადგურდეს.

9.11. ..... მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ტყის მასივიდან ამოღებული ერთი ცალი ნაჭრის ნიღაბი, ერთი ცალი ბენდენა და ერთი წყვილი ხელთათმანი განადგურდეს.

9.12. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი, ორი წყვილი ფეხსაცმელი, ორი ცალი ლითონის საგანი, ერთი ცალი ჟაკეტი, მაისური, შარვალი, მწვანე ფერის ზურგჩანთა, ერთი ცალი პერანგი, 6 ცალი რეზინის ხელთათმანი, კაპიუშონიანი ზედა, ორი ცალი ფეხსაცმელი, იარაღის საწმენდი, ფულადი თანხა - 6.65 ლარი, ორი ცალი ხელთათმანი, დაუბრუნდეს გ. ა–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

9.13. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ერთი ცალი ღამის ხედვის ფანარი, ერთი ცალი სამხედრო ქურთუკი, ერთი ცალი სამხედრო ქურთუკი, ორი ცალი ხელთათმანი, ორი ცალი რადიოგადამცემი, ერთი ცალი ნიღაბი - განადგურდეს.

9.14. გ. ა–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი 20 ლარიანი კუპიურა და შავი შარვალი, ასევე გ. ა–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ,,აიფონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის გასაღები დაუბრუნდეს გ. ა–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

9.15. გ. ა–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1260 ლარის ოდენობის ფულადი თანხა გადაეცეს დაზარალებულ „ფ- კ-ეს“;

9.16. გ. ჩ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ქურთუკი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი - განადგურდეს.

9.17. ო. ძ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - განადგურდეს.

9.19. ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ორი ცალი სიმბარათ, ერთი ცალი პლასტიკური ბარათი და ერთი ცალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ო. ძ–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

9.20. ო. ძ–ს პირადი ჩხერეკისას ამოღებული 2035 ლარის ოდენობის ფულადი თანხა, გადაეცეს დაზარალებულ „ფ- კ-ეს“;

9.21. გ. ა–ის, გ. ჩ–ის და ო. ძ–სგან აღებული ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს.

9.22. გაზგასამართ სადგურ ,,ე-იდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი ერთ DVD დისკზე, გ. ა–ისაგან, გ. ჩ–ისგან და ო. ძ–სგან აღებული ხმის ნიმუშები სამ ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

9.23. ამოღებული ავტომანქანა ,,მერსედესი“, სახელმწიფო ნომრით ...., რომელიც გაჩერებულია მ–ის რაიონის სოფელ წ-ში მდებარე ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - გ. ა–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

9.24. ო. ძ-თან და ჯ. ჩ–სთან გასაურებისას ფარული საგამოძიებო მოქმედება ,,აუდიო-ვიდეო’’ ჩანაწერის შედეგად მოპოვეული ,,აუდიო-ვიდეო“ ჩანაწერი ორ DVD დისკზე, განადგურდეს.

9.25. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ ,,112-დან“ გამოთხოვილი,,ფ-კ-ის’’ დარაჯის - გ. ბ-ის მიერ 2021 წლის 17 მაისს გაკეთებული შეტყობინების ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

9.26. ბენზინგასამართ სადგურ ,,გ- იდან’’ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, გადატანილი ერთ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

8.27. ,,ფ- კ-იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, გადატანილი ოთხ ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

9.28. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ,,საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოდან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ცალ CD-R დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

9.29. ,,თ-ფ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია გადატანილი ერთ ცალ DVD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

9.30. გ. ა–ის საცხოვრებელი სახლიდან, გ. ა–ის მშობლების საცხოვრებელი სახლიდან და გ. ა-ის საკალმახე მეურნეობიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №.... საქმიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის №.... საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გარდა №.... ცეცხლსასროლ იარაღისა, რომლის მიმართაც მოხდეს საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

9.31. მოხდეს შავი ფერის ხმოვანი პისტოლეტის, მჭიდისა და მასში მოთავსებული 3 ცალი ვაზნის საპროცესო კონფისკაცია, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

9.32. ორი ცალი შავი პარკი, ერთი ცალი შავი ფერის ზურგჩანთა, ორი ცალი თეთრი ხელთათმანი, ერთი ცალი ვაკუუმი, სახრახნისი, ორი რკინის ძალაყინი, ორი ცალი სახრახნისის თავი, ხუთი ცალი სამაგრი ხრახნი (ე.წ. შურუპი), მინის საჭრელი ალმასი, ორი ცალი რკინის დეტალი, ერთი ცალი შავი უმკლავებო მაისური, მომწვანო ფერის გრძელ სახელოებიანი ქურთუკის გამოსაკრავი, განადგურდეს.

10. დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის მოთხოვნას.

11. ამასთან, მხარეებმა საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე ო. ძ–ს, გ. ა–ისა და გ. ჩ–ის მიმართ.

12. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მორის ჩუბინიძემ, გამართლებულმა - ო. ძ-მა, მსჯავრდებულებმა - გ. ა-მა და ჯ. ჩ–ემ და მათმა ადვოკატმა გ. ა-მა.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობები და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმებები პროკურორ მორის ჩუბინიძესა და ო. ძ–ს, გ. ა–სა და ჯ. ჩ–ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ო. ძ–ს, გ. ა–ისა და გ. ჩ–ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმებები ნებაყოფლობით არის დადებული და ო. ძ., გ. ა–ი და ჯ. ჩ–ე ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს; მათი განმარტებით მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ადვოკატისაგან ეფექტური იურიდიული დახმარება; სამართალწარმოების ( მათ შორის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოებისას) ფარგლებში დაცვის უფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია; სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს; მათთვის ცნობილია და ისინი აცნობიერებენ, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იწვევს ნასამართლობას, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცება არ ანთავისუფლებს მათ სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან; სრულად აცნობიერებენ დანაშაულებს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედებათ და იმ დანაშაულებისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ; მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმებები, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმებების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან.

4.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ო. ძ., გ. ა–ი და ჯ. ჩ–ე სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებენ ბრალს და ეთანხმებიან პროკურორს სასჯელების ზომაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ მათთვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი უფლებები; ისინი ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმებების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებებში ასახულია ო. ძ–ს, გ. ა–ს, ჯ. ჩ–სა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმებების ყველა პირობა; ისინი და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს; აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმებების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები.

5. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები და პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ო. ძ–ს, გ. ა–ისა და გ. ჩ–ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

6. სასამართლოს ითვალისწინებს, რომ ო. ძ-მა, გ. ა-მა და ჯ. ჩ–ემ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

7. ო. ძ–ს, გ. ა–ისა და გ. ჩ–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, მოწმეების - ი. ზ-ის, ს. ტ-ის, ზ. ს-ის, ზ. ს-ის, ი. ჩ-ის, გ. ა–ის, ო. ძ–ს, გ. ჩ–ის, თ. მ-ის, ვ. მ-ის, კ. ჩ-ის, ი. მ-ის, კ. მ-ის, გ. ბ-ის, ზ. რ-ის, დ. ვ-ისა და ნ. ს-ის გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკის ოქმებით, ოდოროლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ვიდეოჩანაწერებით, ნივთმტკიცებებითა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, ო. ძ–ს, გ. ა–ისა და გ. ჩ–ის პიროვნებებს და მათი ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მოტივს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელები კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

9. ამდენად, გორის რაიონული პროკურორის მოადგილის - მორის ჩუბინიძის შუამდგომლობები ო. ძ–ს, გ. ა–ისა და გ. ჩ–ის მიმართ საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორების მიერ სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების შემთხვევაში საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ დანაწესიდან გამომდინარე უნდა დაკმაყოფილდეს და დაცვისა და ბრალდების მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს განხილული.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გორის რაიონული პროკურორის მოადგილის - მორის ჩუბინიძის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძესა და მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ს შორის;

3.1. ჯ. ჩ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ფ- კ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის შედეგად, ჯ. ჩ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

3.5. მსჯავრდებულ ჯ. ჩ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2022 წლის 25 ნოემბრიდან;

3.6. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 18 მაისიდან 2022 წლის 17 თებერვლის ჩათვლით;

4. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძესა და მსჯავრდებულ გ. ა–ს შორის;

4.1. გ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

4.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

4.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართ სადგურ „გ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

4.4. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („ფ კ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

4.5. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

4.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის შედეგად, გ. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

4.7. მსჯავრდებულ გ. ა–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2022 წლის 25 დეკემბრიდან;

4.8. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 18 მაისიდან 2022 წლის 17 თებერვლის ჩათვლით;

5. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძესა და გამართლებულ ო. ძ–ს შორის;

5.1. ო. ძ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

5.2. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გაზგასამართ სადგურ „ე-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

5.3. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბენზინგასამართ სადგურ „გ-ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის შედეგად, ო. ძ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

5.5. ო. ძ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

5.6. მასვე, სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 18 მაისიდან 2022 წლის 17 თებერვლის ჩათვლით;

6. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის, მსჯავრდებულ გ. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ც–ის, მსჯავრდებულ გ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. გ–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენის გაუქმების/ცვლილების შეტანის შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

8. ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ:

8.1. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ერთი ცალი მობილური ტელეფონი, ორი წყვილი ფეხსაცმელი, ორი ცალი ლითონის საგანი, ერთი ცალი ჟაკეტი, მაისური, შარვალი, მწვანე ფერის ზურგჩანთა, ერთი ცალი პერანგი, 6 ცალი რეზინის ხელთათმანი, კაპიუშონიანი ზედა, ორი ცალი ფეხსაცმელი, იარაღის საწმენდი, ფულადი თანხა - 6.65 ლარი, ორი ცალი ხელთათმანი, დაუბრუნდეს გ. ა–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

8.2. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ერთი ცალი ღამის ხედვის ფანარი, ერთი ცალი სამხედრო ქურთუკი, ერთი ცალი სამხედრო ქურთუკი, ორი ცალი ხელთათმანი, ორი ცალი რადიოგადამცემი, ერთი ცალი ნიღაბი - განადგურდეს;

8.3. გ. ა–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი 20 ლარიანი კუპიურა და შავი შარვალი, ასევე გ. ა–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ,,აიფონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის გასაღები დაუბრუნდეს გ. ა–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

8.4. გ. ა–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1260 ლარის ოდენობის ფულადი თანხა გადაეცეს დაზარალებულ „ფ.კ-ეს“;

8.5. გ. ჩ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ქურთუკი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი - განადგურდეს;

8.6. ო. ძ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - განადგურდეს;

8.7. ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ორი ცალი სიმბარათ, ერთი ცალი პლასტიკური ბარათი და ერთი ცალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაუბრუნდეს მესაკუთრეს - ო. ძ–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

8.8. ო. ძ–ს პირადი ჩხერეკისას ამოღებული 2035 ლარის ოდენობის ფულადი თანხა გადაეცეს დაზარალებულ „ფ. კ-ეს“;

8.9. გ. ა–ის საცხოვრებელი სახლიდან, გ. ა–ის მშობლების საცხოვრებელი სახლიდან და გ. ა-ის საკალმახე მეურნეობიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №.... საქმიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის №... საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო №.... ცეცხლსასროლი იარაღი დაექვემდებაროს საპროცესო კონფისკაციას და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

8.10. მოხდეს შავი ფერის ხმოვანი პისტოლეტის, მჭიდისა და მასში მოთავსებული 3 ცალი ვაზნის საპროცესო კონფისკაცია და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

8.11. ორი ცალი შავი პარკი, ერთი ცალი შავი ფერის ზურგჩანთა, ორი ცალი თეთრი ხელთათმანი, ერთი ცალი ვაკუუმი, სახრახნისი, ორი რკინის ძალაყინი, ორი ცალი სახრახნისის თავი, ხუთი ცალი სამაგრი ხრახნი (ე.წ. შურუპი), მინის საჭრელი ალმასი, ორი ცალი რკინის დეტალი, ერთი ცალი შავი უმკლავებო მაისური, მომწვანო ფერის გრძელსახელოებიანი ქურთუკის გამოსაკრავი - განადგურდეს;

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე