საქმე # 110100121004598676
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №129აპ-23 ქ. თბილისი
პ-ე გ. 129აპ-23 24 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს, მსჯავრდებულ გ. პ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ტ-ს, ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს, მსჯავრდებულ გ. პ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ტ-ს, ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი