Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№106აპ-23 ქ. თბილისი

კ-ე გ., 106აპ-23 20 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს განაჩენით გ. კ-ე, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (25 ეპიზოდი) და მიესაჯა: სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 1 ნოემბრის, 2018 წლის 7 ივლისისა და 19 აგვისტოს, 2020 წლის 9 იანვრის, 13 იანვრის, 22 იანვრის, 26 იანვრის, 28 მარტის, 31 მარტის, 16 აპრილის, 21 აპრილის, 27 აპრილის, 28 აპრილის, 1 მაისის, 3 მაისისა და 12 მაისის ეპიზოდები) – ჯარიმა – 1000-1000 ლარი, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 14 მაისის ეპიზოდი) – ჯარიმა 1500 ლარი, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 25 მაისის, 2 ივნისის, 7 ივნისის, 10 ივნისის, 16 ივნისის, 12 ივლისის, 17 ივლისისა და 26 ივლისის ეპიზოდები) – ჯარიმა 2000-2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2020 წლის 26 ივლისის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და გ. კ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. კ-ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (25 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· გ. კ-ემ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით -, 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. ბ-ში, ი. ჭ-ის ქუჩაზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ა. შ-ეს.

· გ. კ-ემ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – -, 2018 წლის 7 ივლისს ქ. ქ-ში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი-ის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ ა. კ-ეს.

· გ. კ-ემ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – -, 2018 წლის 19 აგვისტოს ქ. თ-ში, გ. ა-ს ქუჩაზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ. დ-ეს.

· 2020 წლის 9 იანვარს, 07:52 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 13 იანვარს, 14:54 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – --.

· 2020 წლის 22 იანვარს, 18:43 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 26 იანვარს, 22:56 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 28 მარტს, 10:12 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერ ხ. ლ-ეს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – --.

· 2020 წლის 31 მარტს, 02:18 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – --.

· 2020 წლის 16 აპრილს, 14:24 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერ ე. ბ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 21 აპრილს, 12:37 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერ თ. წ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – --.

· 2020 წლის 27 აპრილს, 01:41 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – --.

· 2020 წლის 28 აპრილს, 19:54 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერ თ. წ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით ----.

· 2020 წლის 1 მაისს, 14:42 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 3 მაისს, 11:19 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, ცოდნის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით ---.

· 2020 წლის 12 მაისს, 09:17 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერ ხ. ლ-ეს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 14 მაისს, 19:30 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით ----.

· 2020 წლის 25 მაისს, 06:52 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 2 ივნისს, 16:14 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერ ე. გ-ეს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – --.

· 2020 წლის 7 ივნისს, 14:03 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 10 ივნისს, 15:32 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – --.

· 2020 წლის 16 ივნისს, 06:10 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 12 ივლისს, 06:34 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერ ს. ხ-ეს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 17 ივლისს, 08:02 საათზე, გ. კ-ემ ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

· 2020 წლის 26 ივლისს, 15:40 საათზე, გ. კ-ე ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სომხეთის მიმართულებით კვეთდა სახელმწიფო საზღვარს, რა დროსაც, კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერ ი. ჯ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა, ნომრით – ---.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებული გ. კ-ე და მისი ადვოკატი ი. გ-ე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი კონსტანტინე ბახუტაშვილი შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ადვოკატ ი. გ-ის შუამდგომლობა და მას აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №556აპ-18, №418აპ-21).

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. კ-ის მსჯავრდება ყველა ეპიზოდში გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: ტექნიკური ექსპერტიზის 2020 წლის 13 აგვისტოს №--- დასკვნა, მოსკოვის ინტერპოლის მიმართვა, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსის მიმართვა, შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიის საინფორმაციო ცენტრის პასუხი თანდართული საზღვრის კვეთის ამსახველი დოკუმენტებით, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ასლები, გ. კ-ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა და ამ მოწმობის ამოღების ოქმი, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და საქმის სხვა მასალები.

10. გარდა ზემოჩამოთვლილისა, გ. კ-ის ბრალეულობას ადასტურებს ექსპერტ რ. ხ---ის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გ. კ-ის სახელზე შევსებული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით – --- დამზადებულია არა სტამბური, ოფსეტური წესით, არამედ კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ არის ნამდვილი; საექსპერტო სამსახურს ოფიციალური წყაროებით აქვს ბევრი ქვეყნის, მათ შორის – რუსეთის მონაცემთა ბაზა, რომელშიც არსებობს ორიგინალი მართვის მოწმობის ნიმუში, რომელსაც შედარდა საკვლევი დოკუმენტი; ჩატარებული საექსპერტო კვლევით დადგინდა მთლიანად დოკუმენტის სიყალბე; მასზე არ იკითხება მიკროანაბეჭდი, დამცავი ბადე უხარისხოა, არ არის დაცული ფერთა ურთიერთშეხამება; საკვლევი ობიექტი ცვეთის გამო გახუნებული არ ყოფილა და იგი მთლიანად (მათ შორის – სურათიც) მარცვლოვან-სტრუქტურული აგებულებისაა.

11. გ. კ-ის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობის სიყალბე დადასტურდა ასევე მოსკოვის ინტერპოლის მიერ თბილისის ინტერპოლისათვის გაგზავნილი წერილით, რომლის თანახმად, მითითებული მართვის მოწმობა, შესაძლოა, ყალბი იყოს, რადგან: სახელმწიფო ბლანკზე არსებული პიროვნების ფოტო განსხვავდება ოფიციალურად გაცემული პიროვნების ფოტოსაგან; ოფიციალურად გაცემული მართვის მოწმობაში აღნიშნული კატეგორიები განსხვავდება გ. კ-ის სახელზე გაცემულ მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორიებისაგან; გარდა ამისა, №-- მართვის მოწმობის გაცემისას პიროვნებამ წარადგინა რუსული პასპორტი, რომელიც, შესაძლოა, ასევე გაყალბებული იყოს, ვინაიდან ის გაცემულია რუსეთის სხვა მოქალაქის სახელზე.

12. დაცვის მხარემ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. კ-ის ქმედებაში მისთვის მსჯავრად შერაცხულ დანაშაულთა შემადგენლობა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (25 ეპიზოდი) კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე