საქმე N330100122006178234
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №86აპ.-23 19 აპრილი, 2023 წელი
მ–ი გ., №86აპ.-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. მ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რვა ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის 15 ივნისს, 08:05 საათიდან 08:07 საათამდე დროის შუალედში, გ. მ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ–ში, ..........ას N..-ში მდებარე სს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ი–ში“ არსებულ 1 ცალ „პრეზიდენტის“ ფირმის კარაქს და 6 ცალ „ალპენ გოლდის“ ფირმის შოკოლადს. გ. მ–ს ქმედების შედეგად სს „ფ–ს“ მიადგა 33,89 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.3. 2022 წლის 19 ივნისს, 07:08 საათიდან 07:10 საათამდე დროის შუალედში, გ. მ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ–ში, ........ას N..-ში მდებარე სს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ი–ში“ არსებულ 2 ცალ „პრეზიდენტის“ ფირმის კარაქს. გ. მ–იის ქმედების შედეგად სს „ფ–ს“ მიადგა 23,98 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.4. 2022 წლის 19 ივნისს, 14:18 საათიდან 14:20 საათამდე დროის შუალედში, გ. მ–იი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ–ში, ......... ას N..-ში მდებარე სს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ი–ში“ არსებულ 4 ცალ „ალპენ გოლდის“ ფირმის შოკოლადს. გ. მ–იის ქმედების შედეგად სს „ფ–ს“ მიადგა 14,6 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.5. 2022 წლის 21 ივნისს, 21:16 საათიდან 21:18 საათამდე დროის შუალედში, გ. მ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ–ში, .......ას N..-ში მდებარე სს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ი–ში“ არსებულ 2 ცალ „პრეზიდენტის“ ფირმის კარაქს. გ. მ–ს ქმედების შედეგად სს „ფ–ს“ მიადგა 23,98 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.6. 2022 წლის 23 ივნისს, 02:57 საათიდან 02:59 საათამდე დროის შუალედში, გ. მ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ–ში, ...........ას N..-ში მდებარე სს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ი–ში“ არსებულ 1 ცალ „პრეზიდნეტის“ ფირმის კარაქს. გ. მ–ს ქმედების შედეგად სს „ფ–ს“ მიადგა 11,99 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.7. 2022 წლის 25 ივნისს, 00:02 საათიდან 00:04 საათამდე დროის შუალედში, გ. მ–იი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ–ი, ........ას N..-ში მდებარე სს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ი–ში“ არსებულ 1 ცალ „პრეზიდენტის“ ფირმის კარაქს. გ. მ–იის ქმედების შედეგად სს „ფ–ს“ მიადგა 11,99 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.8. 2022 წლის 28 ივნისს, 00:51 საათიდან 00:53 საათამდე დროის შუალედში, გ. მ–იი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ–ში, .......ას N.-ში მდებარე სს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ი–ში“ არსებულ 2 ცალ „პრეზიდენტის“ ფირმის კარაქს. გ. მ–ს ქმედების შედეგად სს „ფ–ს“ მიადგა 23,98 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
1.9. 2022 წლის 28 ივნისს, 19:35 საათიდან 19:37 საათამდე დროის შუალედში, გ. მ–იი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ–ში, .......ას N.-ში მდებარე სს „ფ–ს“ კუთვნილ მაღაზია „ი–ში“არსებულ 1 ცალ „პრეზიდენტის“ ფირმის კარაქს. გ. მ–ის ქმედების შედეგად სს „ფ–ს“ მიადგა 11,99 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (რვა ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 19 ივნისის 07:08 საათიდან - 07:10 საათამდე დროის შუალედის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 19 ივნისის 14:18 საათიდან 14:20 საათამდე დროის შუალედის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 25 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 28 ივნისის 00:51 საათიდან 00:53 საათამდე დროის შუალედის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 28 ივნისის 19:35 საათიდან 19:37 საათამდე დროის შუალედის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნინო მიქავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. მ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 17 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნინო მიქავამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გ. მ–სთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა გ. მ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, გ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (რვა ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში გ. მ–სთვის განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. რაც შეეხება კასატორის პოზიციას ზიანის აუნაზღაურებლობის შესახებ აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის N223აპ-21 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: ,,ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელ გარემოებად. ამასთან, ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და შესაბამისად, ვერ იქნება გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის დროს როგორც დამამძიმებელი გარემოება“. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ზემოაღნიშნულ განმარტებებს და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი არ შეიძლება მოაზრებული იქნეს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
5.6. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე