Facebook Twitter

საქმე N180100122005661534

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №68აპ.-23 19 აპრილი, 2023 წელი

ო–ი შ., №68აპ.-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. ო–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის გაზაფხულზე, ზუსტი თარიღი უცნობია, დ–ს რაიონის სოფელ ი–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა შ. ო–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილების - მ. და ნ. ო–ების თანდასწრებით, მეუღლეს - ვ. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და თოფის კონდახი ჩაარტყა კისრის არეში, რა დროსაც ვ. პ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2021 წლის 20 დეკემბერს, საღამოს საათებში, ალკოჰოლით მთვრალმა შ. ო–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილების - მ. და ნ. ო–ების თანდასწრებით, მეუღლეს - ვ. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორივე ხელით დაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ ორივე ხელით მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ვ. პ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2021 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, დ–ს რაიონის სოფელ ი–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შ. ო–იმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - ვ. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორივე ხელით მოქაჩა თმა, რა დროსაც ვ. პ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2020 წლის გაზაფხულზე, ზუსტი თარიღი უცნობია, დ-ს რაიონის სოფელ ი–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი შ. ო–იი ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - ვ. პ–ს თოფის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვინაიდან შ. ო–ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ ვ. პ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2021 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, დ–ს რაიონის სოფელ ი–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი შ. ო–იი ეჭვიანობის ნიადაგზე გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - ვ. პ–ს თოფის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვინაიდან შ. ო–ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, ვ. პ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.7. 2021 წლის 20 დეკემბერს, საღამოს საათებში, ალკოჰოლით მთვრალი შ. ო–ი ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - ვ. პ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილში (სამი ეპიზოდი) შ. ო–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა. ასევე, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა შ. ო–ს მიერ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ძალადობების ჩადენა.

2.2. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ო–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის გაზაფხულზე, ზუსტი თარიღი უცნობია, დ-ის რაიონის სოფელ ი–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა შ. ო–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, მათი არასრულწლოვანი შვილების - მ. და ნ. ო–ების თანდასწრებით, მეუღლეს - ვ. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და თოფის კონდახი ჩაარტყა კისრის არეში, რა დროსაც ვ. პ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2021 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, დ-ის რაიონის სოფელ ი–ში მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა შ. ო–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ვ. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორივე ხელით მოქაჩა თმა, რა დროსაც ვ. პ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2021 წლის 20 დეკემბერს, საღამოს საათებში, ალკოჰოლით მთვრალმა შ. ო–მა ეჭვიანობის ნიადაგზე, მათი არასრულწლოვანი შვილების - მ. და ნ. ო–ების თანდასწრებით, მეუღლეს - ვ. პ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ორივე ხელი დაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ ორივე ხელით მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ვ. პ–მმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს განაჩენით შ. ო–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის გაზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

შ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის გაზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის გაზაფხულის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაცსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.

2.4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, შ. ო–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა შ. ო–ს მიერ თოფის კონდახის ჩარტყმით დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

შ. ო–იი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის გაზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

შ. ო–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის გაზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის გაზაფხულის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაცსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, შ. ო–ის დაეკისრა მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ასევე, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

3.3. 2022 წლის 6 დეკემბერს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბის განაჩენში ცვლილების შეტანა, შ. ო–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი შ. ო–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან, დაზარალებულ ვ. პ–მისა და მოწმეების - გ. ო–სა და ნ. ო–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს შ. ო–ს ბრალეულობას. დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ვ. პ–მა დეტალურად მიუთითა თოფის დემონსტრირებით სად და როგორ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მეუღლე, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შესახებ მითითებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და შემაკავებელ ორდერშიც. მოწმეებმა ზ. ბ–მ და ტ. ტ–მა დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების ოქმების სისწორე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს შ. ო–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის გაზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. დაზარალებულმა ვ. პ–მმა (მეუღლემ), ასევე მოწმეებმა - ნ. ო–მა (დამ) და გ. ო–მა (მამამ) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, შ. ო–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება შ. ო–ს ბრალეულობა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ შ. ო–ის ბრალი ედება 2020 წლის გაზაფხულზე, 2021 წლის 22 ნოემბერსა და 2021 წლის 20 დეკემბერს მეუღლეზე - ვ. პ–ზე სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, რამაც მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია. თუმცა დაზარალებულმა ვ. პ–მა და მოწმეებმა - ნ. ო–მა და გ. ო–მა ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ამასთან, დაზარალებულმა უარი განაცხადა არასრულწლოვანი შვილების გამოკითხვაზე. სხვა მტკიცებულება კი, რაც დაადასტურებდა მითითებულ პერიოდებში შ. ო–ს მიერ დაზარალებულზე მუქარას, რამაც მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია წარმოდგენილი არ არის.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს 2021 წლის 22 დეკემბრის შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, 2021 წლის 22 ნოემბერსა და 2021 წლის 20 დეკემბერს შ. ო–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სანადირო თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ. პ–ს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში არსებული მწირი ინფორმაცია არ წარმოადგენს მუქარის ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საკმარის საფუძველს. ამასთან, მართალია აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულია რეგისტრირებული იარაღების შესახებ, მაგრამ სხვა მტკიცებულებით მათი არსებობის ფაქტი არ დადასტურებულა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში საუბარია მხოლოდ 2021 წლის 20 დეკემბერს ვ. პ–სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაზე და არაფერია ნათქვამი შ. ო–ს მხრიდან მუქარაზე. შესაბამისად, აღნიშნული ოქმიც მუქარის ფაქტების დასადასტურებლად არაინფორმაციულია.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.8. აღსანიშნავანია, რომ მოწმეებმა ტ. პ–მა და თ. პ–მა დაადასტურეს, რომ ვ. პ–მი მეუღლესთან კონფლიქტის გამო არასრულწლოვან შვილებთან ერთად დაბრუნდა კ-ში მდებარე მშობლების საცხოვრებელ სახლში, თუმცა მათთვის დაზარალებულს არ უთქვამს, რომ მეუღლე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ტ. პ–მა მომხდარის შესახებ მოგვიანებით ოჯახის წევრების საუბრიდან შეიტყო, თ. პ–მა კი პოლიციაში ყოფნისას ვ. პ–ს მონათხრობიდან. ამასთან, მოწმე თ. ნ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მას ვ. პ–მა უამბო მხოლოდ მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ. მოწმე მ. კ-ი კი შ. ო–ის მხრიდან მეუღლეზე მუქარის შესახებ ინფორმაციას ფლობს ვ. პ–მისგან. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან თვითონ აღნიშნულს არ შესწრებიან და გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შ. ო–ს მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება შ. ო–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის გაზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე