Facebook Twitter

საქმე # 330100122006527442

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№251აპ-23 ქ. თბილისი

გ. გ. 251აპ-23 4 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,

პროკურორების - დავით ხვედელიძის, მარიამ ბეგიაშვილის,

ადვოკატ - ი. თ-ს,

ბრალდებულ - გ. გ-ს

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის სააპელაციო საჩივარი.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ. გ. 2022 წლის 21 ოქტომბერს დაახლოებით 16:50 საათზე, თ-ში ო-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში უკანონოდ შეძენილ პოლიმერული მასალის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ მოთეთრო-მოყავისფრო ნივთიერებას წონით - 0,2732 გრამი რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a - ...).

2.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ გ. გ-სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეზე გ. გ-ის მიმართ არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განჩინებით:

5.1. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

5.2. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეზე გ. გ-ს მიმართ არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმება და ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცდება.

7. ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ითხოვა მისი დაკმაყოფილება და ბრალდებულთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება დაზუსტებული პირობით.

7.1. ბრალდებული გ. გ. და ადვოკატი ი. თ. დაეთანხმნენ ბრალდების მხარეს.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმების და სისხლის სამართლის საქმეზე გ. გ-ს მიმართ არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის შუამდგომლობის დამტკიცების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს უარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე 15 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

2.1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ-მ 2022 წლის 21 ოქტომბერს უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, მაშინ როცა იგი უკვე ნასამართლევი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული ჰქონდა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჰქონდა ჯარიმა 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს გენერალური პროკურორის/ მოადგილის თანხმობასთან ერთად საპროცესო შეთანხმების ოქმზე რაიონული პროკურორის/მისი მოადგილის წერილობითი თანხმობის საჭიროება.

4. გასაჩივრებული განჩინებების თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის წერილობით თანხმობასთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის ზემდგომი - რაიონული პროკურორის ან/და მოადგილის ხელმოწერა. შესაბამისად, აღნიშნულის არარსებობის პირობებში, ქვემდგომი სასამართლოების პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები არ არის სრულყოფილი და არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით, და მეორე მხრივ - საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 29 ოქტომბერის №4 ბრძანების (საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ) მე-4 მუხლს (გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობა), რომლის თანახმად, გენერალურ პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორი. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი; საქართველოს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ყველა პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომელი ექვემდებარება გენერალურ პროკურორს; ამავე მუხლის მე-4 პუნქტს („ ქვემდგომი პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომელი ვალდებული არიან შეასრულონ ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება“); ამავე კანონის მე-6 მუხლს, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურა არის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რომლის საქმიანობის ერთერთ პრინციპს ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, წარმოადგენს „ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლის გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება“; ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ საქართველოს საკანონმდებლო აქტების იერარქიას; იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი - ზოგადი ნორმაა, რომელიც განსაზღვრავს საპროცესო შეთანხმების დადების წესს ზოგადად და არა პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩადენის შემთხვევაში.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმზე რაიონული პროკურორის ან მისი მოადგილის ხელმოწერის არარსებობა, იმ პირობებში, როდესაც საპროცესო შეთანხმების ოქმი ხელმოწერილია საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ, არ შეიძლება გახდეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძველი.

8. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან და სამართლის ნორმების კონკურენციის მომწესრიგებელი, ასევე -ზოგადი და სპეციალური ნორმების ურთიერთმიმართების პრინციპების და წესების გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილია საპროცესო შეთანხმების პირობების საქართველოს გენერალურ პროკურორთან/ მოადგილესთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი, დამატებით საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის უშუალო ზემდგომი პროკურორის წერილობითი თანხმობის მოთხოვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ გ. გ-სთან, პირობითი მსჯავრის დროს ჩადენილ ახალ განზრახ დანაშაულთან დაკავშირებით გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებაზე დატანილი საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის - მარიამ ბეგიაშვილისა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე - გიორგი გაბიტაშვილის ხელმოწერები აკმაყოფილებს, როგორც საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის, ისე საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მოთხოვნებს და დამატებით არ საჭიროებს რაიონული პროკურორის ან მისი მოადგილის ხელმოწერას.

9. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, 2023 წლის 13 თებერვალს ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და სიმძიმის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. გ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, გ. გ-სა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილს შორის წერილობით დაიდო ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმებები კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილთან.

10. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა შუამდგომლობით ითხოვა მასსა და გ. გ-ს შორის 2023 წლის 13 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. საკასაციო სხდომაზე ბრალდების მხარემ - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ დააზუსტა შუამდგომლობა (პროკურორის განმარტებით საპროცესო შეთანხმებაში ცვლილება შეთანხმებულია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე - გიორგი გაბიტაშვილთან) და ითხოვა:

10.1. გ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლით ჩაეთვალოს პირობითად; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

10.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

10.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, იმავდროულად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კვლავ ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 წლით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

10.4. გ. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 15 წლით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო ამავე მუხლის 41-ე პუნქტის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

11. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

12. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

13. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას გ. გ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და გ. გ. ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მისი განმარტებით მას ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღო ადვოკატისაგან ეფექტური იურიდიული დახმარება; სამართალწარმოების (მათ შორის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოებისას) ფარგლებში დაცვის უფლების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია; სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს; მისთვის ცნობილია და იგი აცნობიერებს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება იწვევს ნასამართლობას, საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან; სრულად აცნობიერებს დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

13.1. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ გ. გ. და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს; სასამართლო დარწმუნდა, რომ გ. გ-სთვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებები; გ. გ. სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულით კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს; ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმებების ფაქტობრივ საფუძველს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე; საპროცესო შეთანხმებაში ასახულია გ. გ-სა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა; გ. გ. აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

14. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები; პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით (მათ შორის - მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების - ზ. კ-სა და რ. ა-ს გამოკითხვის ოქმებით, გ. გ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენითა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით) საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით განსაზღვრული მტკიცებითი სტანდარტით (საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები) დასტურდება გ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნებს, ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მოტივს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევის შესაძლებლობას, გ. გ-ს პიროვნებას და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, გ. გ-ს მიერ ბრალის აღიარებას და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

16. ამდენად, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 209-215-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 მარტის განჩინება გაუქმდეს;

3. დამტკიცდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ბეგიაშვილსა და ბრალდებულ გ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

3.1. გ. გ. (პ..) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლით ჩაეთვალოს პირობითად; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

3.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის განაჩენით გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, იმავდროულად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კვლავ ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 წლით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა - 5000 ლარი;

3.4. გ. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 15 წლით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო ამავე მუხლის 41-ე პუნქტის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

4. გ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

5. მსჯავრდებულ გ. გ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს - 2022 წლის 21 ოქტომბრიდან;

6. ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ:

6.1. გ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ“, დალუქული სპეც. პაკეტში F..., განადგურდეს;

6.2. გ. გ-ს პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, ჩაწერილი კომპიუტერულ დისკზე, დალუქული სახით .. ლუქით, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

6.3. შესაფუთი მასალიდან აღებული ბიოლოგიური ანაწმენდი, 1 პაკეტად, დალუქული სპეც. პაკეტში F-, განადგურდეს;

6.4. გ. გ-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, 1 პაკეტად, დალუქული სპეც. პაკეტში F-, განადგურდეს;

7. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი