Facebook Twitter

საქმე # 120100122005443498

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1353აპ-22 ქ. თბილისი

ჭ–ე ვ., 1353აპ-22 3 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ მურჯიკნელმა, რომელიც თავისი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას, ვ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, როგორც დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის, ასევე - სასჯელის ნაწილში, რადგან, ერთი მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულ ე. ბ–ს ჩვენებით, უტყუარად დასტურდება 2021 წლის 15 ნოემბერსა და 4 დეკემბერს ვ. ჭ–ს მიერ დაზარალებულზე სისტემატური ფიზიკური ძალადობის, ისევე, როგორც - 2021 წლის 4 და 11 დეკემბერს სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები, ხოლო, მეორე მხრივ, იმის მხდველობაში მიღებით, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დამამძიმებელ გარემოებებში - პირობით მსჯავრდებულის მიერ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა, ვ. ჭ–სათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ჭ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 15 ნოემბერს, ქ. ა–ში, ც–ს ქუჩის მიმდებარედ, 2021 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე და 2021 წლის 4 დეკემბერს, დილის საათებში, ქ. ა–ში, .......ას ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. ჭ–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს, არ უნდა ერეოდეს მის საქმეში და არ უნდა დაუმალოს პირადი ინფორმაცია, ე. ბ–სას, რომელთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელი და ფეხი სახისა და ტანის არეში. სისტემატური ძალადობის შედეგად, ე. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 4 დეკემბერს ქ.ა–ში, ..........ს ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. ჭ–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს, არ უნდა ერეოდეს მის საქმეში და არ უნდა დაუმალოს პირადი ინფორმაცია, ე. ბ–ს, რომელთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. 2021 წლის 11 დეკემბერს ვ. ჭ–ე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს, რომლის თანხმობის გარეშე არ აქვს მასთან დაშორების უფლება, ქ. ა–ში მყოფ ე. ბ–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მობილური ტელეფონის საშუალებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ვ. ჭ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენით ვ. ჭ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ვ. ჭ–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ ვ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ბ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ მურჯიკნელმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და სასჯელის გამკაცრებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის განაჩენში, კერძოდ: ვ. ჭ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ვ. ჭ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3000 ლარი და საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3000 ლარი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცი მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, ვ. ჭ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ხოლო მეორე მხრივ, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულ ე. ბ–ს, მოწმეების - გ. და მ. ხ–ებისა და ა. ბ–ს ჩვენებებიდან, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ამოღებისა და შემაკავებელი ორდერის ოქმებიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ვ. ჭ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სისტემატურ ძალადობას ახასიათებს: ძალადობის პერმანენტულობა - ერთხელ ან ორჯერ ჩადენილი ძალადობა შეუძლებელია იყოს სისტემატური, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი; დროის მცირე ინტერვალები - ყოველი მომდევნო ძალადობის ინტერვალი არ უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი, რომ განცდილი ტკივილი განელდეს და ვეღარ მიაღწიოს ტანჯვის ხარისხს; ინტენსივობა - ძალადობას უნდა ჰქონდეს ხშირი, მუდმივი, უწყვეტი, რეგულარული ხასიათი, რაც უნდა ქმნიდეს გარკვეულ სისტემას. ამასთან, სისტემატური ძალადობის ფაქტები უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის №785აპ-20 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4), რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ვ. ჭ–სის ქმედებაში არ არის გამოკვეთილი სისტემატური ცემის შემადგენლობისათვის სავალდებულო ელემენტები და მისი ცალკეული ქმედებები სწორად შეაფასა 2021 წლის 4 დეკემბერს ჩადენილ ოჯახური ძალადობის დამოუკიდებელ ეპიზოდად, ხოლო 2021 წლის 4 დეკემბრის მუქარის ბრალდებასთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება.

11. კასატორის მიერ საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლინობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ისევე, როგორც - ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებით, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის ნაცვლად გამოიყენა - სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის კიდევ უფრო გამკაცრება მოცემულ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი.

12. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი