Facebook Twitter

საქმე # 330100122005445242

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №15აპ-23 ქ. თბილისი

ქ–ი მ., 15აპ-23 27 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ქ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(ხუთი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ქ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის ნოემბერში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ.თ–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ქ–მა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეს - ნ. ქ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ დანით ხელში მყოფმა უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.2 2020 წლის ნოემბერში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ.თ–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ქ–მა, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეს - ნ. ქ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.3 2021 წლის მარტში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ.თ–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ქ–ი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეს - ნ. ქ–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. კერძოდ, დანით ხელში მყოფმა უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.4 2021 წლის აპრილში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ.თ–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ქ–მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეს - ნ. ქ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ერთხელ დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

2.5 2021 წლის აპრილში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ.თ–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ქ–ი, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეს - ნ. ქ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ დანით ხელში მყოფმა უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.6 2021 წლის მაისში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ.თ–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ქ–ი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეს - ნ. ქ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, დანით ხელში მყოფმა უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.7 2021 წლის 11 დეკემბერს, ქ.თ–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ქ–მა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეს - ნ. ქ–სს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ერთხელ ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;

2.8 2021 წლის 11 დეკემბერს, ქ.თ–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ქ–ი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეს - ნ. ქ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ დანა მიადო ყელზე და უთხრა რომ მოკლავდა, ასევე გატეხა თეფში და ნატეხის დემონსტირებით კიდევ ერთხელ უთხრა რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით:

3.1. მ. ქ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

3.2. მ. ქ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.2.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

3.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

3.2.4. მსჯავრდებულ მ. ქ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 12 დეკემბრიდან;

3.2.5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდგომ, მსჯავრდებულ მ. ქ–ს დაეკისრა მოვალეობა, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება მსჯავრდებულ მ. ქ–სის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2020 წლის ნოემბრის, 2021 წლის მარტის, 2021 წლის აპრილის, 2021 წლის მაისის ეპიზოდებში), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან ერთად და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულ მ. ქ–სის მიმართ სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ მ. ქ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2020 წლის ნოემბრის, 2021 წლის მარტის, 2021 წლის აპრილის, 2021 წლის მაისის ეპიზოდებში), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გამართლების ნაწილში და დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2021 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2020 წლის ნოემბრის, 2021 წლის მარტის, 2021 წლის აპრილის, 2021 წლის მაისის ეპიზოდებში), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მ. ქ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ნ. ქ–მა, მოწმეებმა - ქ. ქ–მა და უ. ქ–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის (ნ. ქ–სმა - მეუღლის, ქ. ქ–მა და უ. ქ–მა - დედის) - მ. ქ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მ. ქ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მიუხედავად, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მ. ქ–ს მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული იმ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რომელთა ჩადენაშიც გასაჩივრებული განაჩენით ის უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებისთვის - უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

14. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(2020 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2020 წლის ნოემბრის, 2021 წლის მარტის, 2021 წლის აპრილის, 2021 წლის მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. ქ–ს ქმედებით დაზარალებულისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(2020 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზიანის მიყენება და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2020 წლის ნოემბრის, 2021 წლის მარტის, 2021 წლის აპრილის, 2021 წლის მაისის ეპიზოდები) მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

15. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(2020 წლის ნოემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2020 წლის ნოემბრის, 2021 წლის მარტის, 2021 წლის აპრილის, 2021 წლის მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებულ ეპიზოდებში არ არსებობს ფაქტის თვითმხილველი ან/და ნეიტრალური მოწმის ჩვენება, ხოლო მოწმეები: ლ. ღ–ი, ც. კ–ა, ი. ჯ–ი, ნ. ა–ი და მ. ჯ–ი უშუალოდ დანაშაულის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან. ისინი მიუთითებენ მხოლოდ 2021 წლის 11 დეკემბერს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. ანალოგიურად 2021 წლის 11 დეკემბერს მომხდარ ფაქტებზე მიუთითებენ ასევე მ. ქ. და მ. ქ.

16. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) 2021 წლის 12 დეკემბრის ოქმზე, მასში ასევე მითითებულია მხოლოდ 2021 წლის 11 დეკემბერს მ. ქ–სის მიერ დაზარალებულ ნ. ქ–ს მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ, სხვა ეპიზოდებთან მიმართებით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არაინფორმატიულია. ასევე არაინფორმატიულია სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი შემაკავებელი ორდერი, რადგან გამოცემულია 2019 წლის 8 ნოემბერს და მასში მითითებულია, რომ 2019 წლის 7 ნოემბერს მ. ქ–სა და ნ. ქ–სს ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მეუღლე მ. ქ–სთან.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ნ. ქ–სმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ; ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით, მოცემულ ეპიზოდებში არ დგინდება მ. ქ–ს მიერ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას ან დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას.

18. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას მ. ქ–ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

19. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(2021 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2021 წლის 11 დეკემბრის ეპიზოდი) მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მ. ქ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მ. ქ–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა, რომ მ. ქ–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოსაყენებლად დადგენილი წინაპირობები.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

22. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე