საქმე # 010142222700729847
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №43აგ-22 ქ. თბილისი
ო. კ. 43აგ-22 28 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ო–ეის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით კ. ო–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
1.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და კ. ო–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
1.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
1.5. მსჯავრდებულ კ. ო–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
1.6. კ. ო–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 ოქტომბრიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განაჩენით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვახტანგ ჭუმბურიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მსჯავრდებულების - გ. და კ. ო–ების ადვოკატის - ი. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება და კ. ო–ეე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და კ. ო–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობით მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა - 130,84 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და ჯარიმა - 130,84 ლარი;
2.2. მსჯავრდებულ კ. ო–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, 10 წლით - იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2.3. კ. ო–ეეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 ოქტომბრიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულების - კ. და გ. ო-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. ჯ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა კ. ო–მ, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის 2013 წლის 5 აპრილის განაჩენების გადასინჯვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ კ. ო–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ო–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა და აღდგენილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ო–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვას. კასატორის მტკიცებით სადავო - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტისა და 2013 წლის 5 აპრილის განაჩენებით დადგენილი, მის მიერ ჩადენილი ქმედებები, დღეის მდგომარეობით აღარ წარმოადგენს დანაშაულს, მსჯავრდებული ითხოვს ნასამართლობის მოხსნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, - იმ შემთხვევაში, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განაჩენების გადასინჯვას/გაუქმებას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განაჩენით კ. ო–ეე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 3 თვით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 9 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით;
4.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის) განაჩენის თანახმად, კ. ო–ს ბრალი ედებოდა და მსჯავრი დაედო - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, კერძოდ, მას მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ,,ოპიუმის ჯგუფის ალკალოიდების“ (მორფინი) უკანონო მოხმარებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განაჩენით კ. ო–ს მსჯავრი დაედო ,,ოპიუმის ჯგუფის ალკალოიდების“ (მორფინის) უკანონო მოხმარებისთვის, აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით კი კ. ო–ს მსჯავრდების შემდეგ, რაიმე ცვლილება, რაც გააუჯობესებდა მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას არ განხორციელებულა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განაჩენით კ. ო–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი და 6 თვე; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, კ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი და თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი და 6 თვე.
5.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის) განაჩენით კ. ო–ს ბრალი ედებოდა და მსჯავრი დაედო - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, კერძოდ, მას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,0001942 გრამი ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - დიჰიდრომორფინის უკანონო შეძენა-შენახვისათვის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის.
5.1.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონს, რომლის თანახმად, დღეის მდგომარეობით 0,001 გრამამდე დეზომორფინი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად, ხოლო აღნიშნულ ოდენობაზე მეტი, 0,01 ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით), ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან კ. ო–ს ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის შეძენა-შენახვასთან ერთად მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება დიჰიდრომორფინის შეძენა-შენახვისათვის, რაც დღეის მდგომარეობითაც არის დანაშაული, მსჯავრდებულ კ. ო–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულ საფუძველს.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, იმ შემთხვევაში, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013წლის 5 აპრილის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის უკანონო შენახვა-შეძენის და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ნაწილში)
7. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ კ. ო–ე მრავალჯერ არის ნასამართლევი ნარკოტიკული დანაშაულისათვის და თითოეული განაჩენი შემდგომი განაჩენისთვის ქმნის ისეთ მაკვალიფიცირებლებს, როგორიცაა - დანაშაულის ჩადენა არაერთგზის ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ასევე საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ ახალი კანონის არსებობა, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, - მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.
8. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 288-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, ნასამართლობის მოხსნის საკითხს სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები ან სასჯელმოხდილი პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიეთითოს, რომ დაუშვას შუამდგომლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ო–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინება და მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას მსჯავრდებულ კ. ო–ს შუამდგომლობა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე