საქმე # 130100121004684330
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
(ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი)
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №188აპ-23 ქ. თბილისი
კ-ი ზ. 188აპ-23 22 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი