საქმე # 140100121004843414
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1125აპ-22 ქ. თბილისი
კ. ა. 1125აპ-22 4 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულს - გ. ნ–სა და მის კანონიერ წარმომადგენლს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე