საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №1216აპ-22 თბილისი
ნ–ი ფ–ა, 1216აპ-22 30 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ნ–ს ადვოკატ კ. ჭ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განაჩენით:
1.1. ფ. ნ–ი, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,193-ე მუხლით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ხოლო 25,194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უძრავი ქონებები და ავტომანქანები. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. ნ–ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ასევე, ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უძრავი ქონებები და ავტომანქანები;
1.2. დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორ გიორგი მიქავას შუამდგომლობები და დამტკიცდა მასა და ბრალდებულებს - ნ. გ–ს, გ. გ–ს, ა. ა–ს, რ. გ–ს მ. ჰ–ს, შ. ც–ს გ. მ–ს, გ. ა–ს, მ. ც–ს, გ. ჩ–ს, გ. გ–სა და დ. დ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმებები:
· ნ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 200000 ლარი. ნ. გ–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 17 მარტიდან იმავე წლის 18 მარტის ჩათვლით;
· გ. გ–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. გ. გ–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2022 წლის 23 მარტს პატიმრობაში ყოფნის დრო;
· ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 30000 ლარი. ა. ა–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 15 ივლისიდან იმავე წლის 3 დეკემბრის ჩათვლით;
· რ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი;
· მ. ჰ–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 16000 ლარი;
· შ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ც–ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 6000 ლარი;
· გ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. მ–ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი;
· გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა–ის განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. გ. ა–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 15 ივნისიდან იმავე წლის 5 აგვისტოს ჩათვლით;
· მ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ც–ს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. მ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 15 ივნისიდან იმავე წლის 5 აგვისტოს ჩათვლით;
· გ. ჩ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ჩ–ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. გ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 15 ივნისიდან იმავე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით;
· გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 200000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ–ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 200000 ლარი. გ. გ–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 15 ივნისიდან იმავე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით;
· დ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. დ–ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. დ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 15 ივნისიდან იმავე წლის 17 დეკემბრის ჩათვლით;
1.3. შპს „ა–ი“, შპს „....“, შპს „ს.........“, შპს „ჯ–ი“, შპს „ჰ–ი“, შპს „კ–ი“, შპს „ჰ–ი“, სს „თ–ი“, სს „ჯ–ი“, შპს „ე–ი“, სს „კ–ი“, სს „პ–ი“ და სს „ა–ი“ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 10 წლით სამეწარმეო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. მათვე ამავე კოდექსის 1076-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრათ ჯარიმა - თითოეულს - 100000-100000 ლარი.
2. განაჩენის მიხედვით, ფ. ნ–ს მსჯავრი დაედო:
ü ცრუ მეწარმეობის ორგანიზებაში, ესე იგი საწარმოს შექმნაში სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,193-ე მუხლი);
ü უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ორგანიზებაში, ესე იგი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვასა და შენიღბვაში, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები).
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o ფ. ნ–სმა აკრძალული საქმიანობის დაფარვისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, განიზრახა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე შექმნილი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით მისთვის კანონიერი სახის მიცემა;
o 2016-2020 წლებში მან მატერიალური სარგებლის უკანონოდ მისაღებად შექმნა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი ა. ა–ის, ნ. გ–ის, მ. ჰ–ს, მ. ც–ს, გ. ა–ს, გ. ჩ–ს, გ. მ–ს, გ. გ–ს, დ. დ–ს, შ. ც–ს, რ. გ–ს, გ. გ–სა და სხვა პირთა შემადგენლობით და ხელმძღვანელობდა მას;
o ფ. ნ–ს მიერ შექმნილი ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებდა შემდეგი სტრუქტურით: ხელმძღვანელი ფ. ნ–ი ანაწილებდა ფუნქცია-მოვალეობებს ჯგუფის წევრებს შორის და განსაზღვრავდა მათ მიერ მისაღები მატერიალური სარგებლის ოდენობას, კოორდინაციას უწევდა სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის შემოტანას, აკრძალული საქმიანობის შესანიღბად შექმნილი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებასა და საზღვარგარეთ გადარიცხვას; ა. ა–ი, როგორც ფ. ნ–ს ნათესავი და განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი, ასრულებდა ფ. ნ–ს მითითებებს - მათ შორის ყალბი დოკუმენტაციის მომზადებასა და საბანკო დაწესებულებებში წარდგენასთან დაკავშირებით პერიოდულად ანაწილებდა ჯგუფის წევრებს შორის და ზედამხედველობდა მათ შესრულებას; ნ. გ–ი ფ. ნ–სთან შეთანხმებით ახდენდა ორგანიზებული ჯგუფის წევრთა მოძიებასა და სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი თანხის საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებისა და საზღვარგარეთ გადარიცხვის ხელშეწყობას, ასევე, უშუალოდ მონაწილეობდა ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო ყალბი დოკუმენტაციის შექმნაში; მ. ჰ–ს ევალებოდა ე.წ. „შავი ბუღალტერიის“ წარმოება, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი თანხის აღრიცხვა, შენახვა და საცავიდან გაცემა, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებზე მატერიალური სარგებლის განაწილება; გ. ჩ–ს, გ. მ–ს, გ. გ–ს, დ. დ–სა და შ. ც–ს მოვალეობა იყო ფიქტიური საწარმოების შექმნა ან/და მათი ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, საწარმოების საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთიდან მალულად შემოტანილი თანხის სახეცვლილი ფორმით განთავსება და საბანკო დაწესებულებაში წარდგენილი ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე საზღვარგარეთ გადარიცხვა; გ. ა–სა და მ. ც–ს მოვალეობა, გარდა ზემოაღნიშნულისა, იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვის უზრუნველსაყოფად საბანკო დაწესებულებებში წარსადგენი ყალბი ხელშეკრულებებისა და ინვოისების დამზადება, ასევე, ინტერნეტბანკის გამოყენებით ტრანზაქციების შესრულება; ე. გ–ს, ფ. ნ–ს პირად მძღოლს, ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებთან ერთად ევალებოდა ს–ს საბაჟო საზღვარზე დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით ქვეყანაში თანხის მალულად შემოტანა; გ. გ–ი და რ. გ–ე, ჯგუფის სხვა წევრების მსგავსად, ქვეყანაში ზემოაღნიშნული გზით შემოტანილ თანხებს ანთავსებდნენ საწარმოების საბანკო ანგარიშებზე. ამასთან, რ. გ–ე პასუხისმგებელი იყო სს „კ–ის“ სვიფტის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე;
o ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, აკრძალული საქმიანობის დაფარვისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, დააფუძნეს იურიდიული პირები და იურიდიულად დაფიქსირდნენ საწარმოების დამფუძნებლებად და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებად;
o 2016-2020 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, ფ. ნ–ს მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ს–ში, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით თავმოყრილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა, კერძოდ: 1268036.6 ლარი; 15385489.6 აშშ დოლარი; 20786875 ევრო; 3030 შვეიცარიული ფრანკი და 57645 გირვანქა სტერლინგი, მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული უფლებების დამალვისა და შენიღბვის გასაადვილებლად, დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მიერ შექმნილი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე. ამის შემდეგ, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებული უკანონო და დაუსაბუთებელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები, საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა საქონლის შეძენის დანიშნულებით, გადარიცხეს საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში;
o ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, ხელყოფილ იქნა ქვეყნის ეკონომიკური და საფინანსო სისტემის სტაბილურობა, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სახელმწიფოს ინტერესებს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ფ. ნ–სის ადვოკატებმა ი. ლ–მ და კ. ჭ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ფ. ნ–ს გამართლება, ასევე, მისთვის ჩამორთმეული უძრავი ქონებებისა და მოძრავი ნივთების დაბრუნება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ნ–ს ადვოკატმა კ. ჭ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ფ. ნ–სის გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ფ. ნ–სი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,193-ე მუხლითა და 25,194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
10. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ფ. ნ–ს ადვოკატ კ. ჭ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე