საქმე # 330100121005194648
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №252აპ-23 ქ. თბილისი
ო. ს. 252აპ-23 19 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. ო–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა(სამი ეპიზოდი);
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. ო–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ს. ო–მა, რომელსაც ყოფილი მეუღლის ნ. ა–ს მიმართ აქვს მესაკუთრული დამოკიდებულება, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა სამსახურის ტელეფონის ნომერზე ამ უკანასკნელს, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებით. ნ. ა–მ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.2. 2021 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ს. ო–მა, რომელსაც ყოფილი მეუღლის ნ. ა–ს მიმართ აქვს მესაკუთრული დამოკიდებულება, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა სამსახურის ტელეფონის ნომერზე ამ უკანასკნელს, სადაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებით. ნ. ა–მ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. 2021 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ს. ო–ი მივიდა ქ. თ–ში, .......ის გამზირი №..-ში მდებარე მისი ყოფილი მეუღლის, ნ. ა–ს სამსახურში, სადაც მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვინაიდან ფიქრობს, რომ მიუხედავად მათი განქორწინებისა, ნ. ა–ე არის მისი საკუთრება, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოითხოვდა მისგან, რომ ჩასულიყო მასთან სასაუბროდ. უარის მიღების შემდგომ, ს. ო–ი ნ. ა–ს დაემუქრა კუთვნილი ავტომანქანის დალეწვით, რომელიც გაჩერებული იყო ნ. ა–ს სამსახურის ეზოში. ნ. ა–მ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ს. ო–ი და ნ. ა–ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. დაახლოებით 2015 წლიდან ს. ო–ი მის მიმართ გახდა აგრესიული და ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან არიან განქორწინებულები, ს. ო–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ფიქრობს, რომ ნ. ა–ე არის მისი საკუთრება, ეჭვიანობის ნიადაგზე აკითხავს სამსახურში, ან ურეკავს სამსახურეობრივ და პირად ტელეფონზე და სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ასევე, 2021 წლის 5 ოქტომბერს, 2021 წლის 6 და 2021 წლის 7 ოქტომბერს, რა დროსაც ნ. ა–მ განიცადა ტანჯვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ს. ო–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ს. ო–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
3.6. ს. ო–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;
3.7. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ს. ო–ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, რომელმაც მოითხოვა ს. ო–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ს. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ნ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენში ს. ო–სის მიმართ შევიდა ცვლილება:
5.1. ს. ო–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით(სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.1.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
5.1.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
5.1.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
5.1.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
5.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
5.3. ს. ო–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
5.4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ს. ო–ს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ო–ს ადვოკატმა ლ. ნ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და ს. ო–სათვის სასჯელად 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებით უნდა ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ს. ო–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულთან შერიგებულია, აქტიურად არის ჩართული შვილების აღზრდასა და განათლებაში, იხდის ალიმენტს. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ს. ო–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა(სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ს. ო–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას; მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ს. ო–სმა ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით.
12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ს. ო–ს მიმართ დანიშნული სასჯელის 1 წლით თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შესახებ, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაითვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ვინაიდან სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას შემამსუბუქებელ გარემოებებსა (აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, უდავოდ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და ინდივიდუალურ მახასიათებლებთან (მათ შორის ნასამართლობის არქონა) ერთად, გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოება (გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა) და ს. ო–ს სასჯელი განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. იმავდროულად, სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ ს. ო–მა აღიარა ბრალი და უდავოდ სცნო მტკიცებულებები, დანიშნული სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაუთვალა პირობითად.
13. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ო–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე