Facebook Twitter

საქმე # 010100122005812339

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№44აპ-23 ქ. თბილისი

ჩ. დ., 44აპ-23 16 მაისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურა ბაიდოშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და დ. ჩ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებასთან. კასატორი მიუთითებს, რომ დ. ჩ-ს ქმედებაში გამოკვეთილია 12 დანაშაულებრივი ეპიზოდი, ამასთან, დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის №1/7/851 გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული მიზნების მისაღწევად უდიდეს როლს თამაშობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პროცესში სამართლიანი სასჯელის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასჯელის სწორად შერჩევის პრინციპს, რაც სამართლიანობის პრინციპის ცხოვრებაში გატარების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა [...] სასჯელის ზომის განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დამნაშავის პერსონალურ ბრალს, სამართლებრივი სიკეთის დაზიანების ხარისხს, პირის გამოსწორების შესაძლებლობას და, ამავე დროს, საზოგადოების ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. გადაწყვეტილების სამართლიანობა შინაარსობრივად გულისხმობს შეფარედებული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ განსაზღვრული სასჯელი დანაშაულის სანქციის ფარგლებშია a priori არ მიუთითებს მის სამართლიანობაზე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით დ. ჩ, - დაბადებული 19..., - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ რ. ც-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ბ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე. გ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ბ. ნ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 10000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „...“ ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „....“ 2022 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; (შპს „....“ 2022 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს ,,....“ ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „...“ ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. კ-ს 2022 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა 5000 - ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. კ-ს 2022 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. გ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენითა და 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და დ. ჩ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების და ჯარიმა - 10000 ლარი. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. დ. ჩ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელი აეთვალა - 2022 წლის 11 აპრილიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჩ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის (12 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ-. ჩ-მ 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, ...მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიის მესაკუთრე რ. ც. მოატყუა, რომ სურდა ოთხი მობილური ტელეფონის შეძენა პოლონელი ტურისტებისა და თავისი შვილებისათვის. დ. ჩ-მ იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა რ. ც--ს კუთვნილ ორ „აიფონ 11-ის“ ფირმის და ორ „ქსიაომი რედმი 9ა-ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს, მოატყუა და აჩვენა თავის მობილურ ტელეფონში არსებული თანხის გადარიცხვის დასტურის ე.წ. „სქრინშოტი“, რომლითაც, თითქოსდა, დასტურდებოდა მობილური ტელეფონების საფასურის გადარიცხვა რ. ც-ს საბანკო ანგარიშზე, რის შედეგადაც, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რ. ც--ს კუთვნილ ორ „აიფონ 11-ის“ ფირმის და ორ „ქსიაომი რედმი 9ა-ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს. დ. ჩ-ს დანაშაულებრივი ქმედებით რ. ც-ს მიადგა - 2250 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3.2. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 13:30 საათზე, .... მდებარე სავაჭრო ცენტრ „შპს ...“ მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიის მფლობელ - ი. ბ-ს უთხრა, რომ სურდა სამი მობილური ტელეფონისა და სამი ყურსასმენის ყიდვა. დ. ჩ-მ იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ი. ბ-ს კუთვნილ ნივთებს, მოატყუა და აჩვენა თავის მობილურ ტელეფონში არსებული თანხის გადარიცხვის დასტურის ე.წ. „სქრინშოტი“, რომლითაც, თითქოსდა, დასტურდებოდა მობილური ტელეფონებისა და ყურსასმენების საფასურის გადარიცხვა ი. ბ-ს საბანკო ანგარიშზე, რის შედეგადაც, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ი. ბ-ს კუთვნილ ორ „სამსუნგ ა-32-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ერთ „სამსუნგ ა22-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და სამ „Y47-ის“ ფირმის ყურსასმენს. დ. ჩ-ს დანაშაულებრივი ქმედებით ი.–ბ-ს მიადგა - 2120 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3.3. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 12:20 საათზე, .... მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. გ. მოატყუა, რომ თ-დან ჩამოუტანდა ხელის სახნავსა და ჭურჭლის სარეცხ მანქანას. დ. ჩ-მ იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ე. გ-ს კუთვნილ - 900 ლარს, მოტყუებით, რომ თითქოსდა, ხსენებული თანხა საჭირო იყო ნივთების საზღვარზე განბაჟებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ - 900 ლარს, რის შედეგადაც, ე. გ-ს მიადგა 900 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3.4. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 6 აპრილს, ..., ძველი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ნ-ს მოატყუა და დაჰპირდა, რომ თ-დან ჩამოუტანდა ხელის სახნავს, ტელევიზორს, მაცივარს, ტანსაცმლის სარეცხ მანქანას, ორ გაზქურას, ორ ნოუთბუქს, მობილურ ტელეფონს, მტვერსასრუტს, ვიდეოთვალს, ავტომობილისა და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს, ხოლო ხსენებული ნივთების თითქოსდა, საზღვარზე განბაჟებისთვის დაზარალებულს მოსთხოვა - 8098 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა, რის შედეგადაც, ბ. ნ-ს მიადგა - 8098 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3.5. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 16:29 საათზე, .... მდებარე ელექტრონული ტექნიკის მაღაზია შპს „....“, იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მაღაზიის კუთვნილ „სქაიტექის“ ფირმის ტელევიზორს, „ეისერის“ ფირმის ლეპტოპსა და „ქსიაომი რედმი 9ა-ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს, მოატყუა მაღაზიის თანამშრომელი და აჩვენა თანხის გადარიცხვის დასტურის ე.წ. „სქრინშოტი“, რომლითაც, თითქოსდა, დასტურდებოდა ელექტრონული ტექნიკის საფასურის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, რის შედეგადაც, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „...“ კუთვნილ „სქაიტექის“ ფირმის ტელევიზორს, „ეისერის“ ფირმის ლეპტოპსა და „ქსიაომი რედმი 9ა-ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს. დ. ჩ-ს დანაშაულებრივი ქმედებით შპს „...“ მიადგა - 1401 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3.6. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე, ..... მდებარე შპს „...“ კუთვნილ ელექტრონული ტექნიკის მაღაზია „...“, იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მაღაზიის კუთვნილ ორ „ჰუნდაის“ ფირმის მაცივარს და ორ „ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორს, მოატყუა მაღაზიის მენეჯერი ო. გ., აჩვენა თანხის გადარიცხვის დასტური, ე.წ. „სქრინშოტი“, რომლითაც, თითოსდა, დასტურდებოდა ელექტრონული ტექნიკის საფასურის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, რის შედეგადაც, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „...“ კუთვნილ ორ „ჰუნდაის“ ფირმის მაცივარსა და ორ „ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორს. დ. ჩ-ს დანაშაულებრივი ქმედებით შპს „...“ მიადგა - 4296 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3.7. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 10:15 საათზე, ... მდებარე შპს „...“ კუთვნილ ელექტრონული ტექნიკის მაღაზია „...“, იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მაღაზიის კუთვნილ სამ „ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორსა და ერთ „სამსუნგის“ ფირმის პლანშეტს, მოატყუა მაღაზიის მენეჯერი ო. გ. და აჩვენა თანხის გადარიცხვის დასტურის ე.წ. „სქრინშოტი“, რომლითაც, თითქოსდა, დასტურდებოდა ელექტრონული ტექნიკის საფასურის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, რის შედეგადაც, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „.“ კუთვნილ სამ „ტოშიბას“ ფირმის ტელევიზორსა და ერთ „სამსუნგის“ ფირმის პლანშეტს. დ.ჩ.-ს დანაშაულებრივი ქმედებით შპს „....“ მიადგა - 4176 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3.8. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 16:30 საათზე, .... მდებარე შპს „...“ ელექტრონული ტექნიკის მაღაზია „...“, იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მაღაზიის კუთვნილ ორ „...“ ფირმის სარეცხ მანქანასა და ორ „...“ ფირმის ტელევიზორს, მოატყუა მაღაზიის თანამშრომლები, რომ ელექტრონული ტექნიკა ესაჭიროებოდა გასაქირავებელი ბინის მოსაწყობად და აჩვენა თანხის გადარიცხვის დასტური, ე.წ. „სქრინშოტი“, რომლითაც, თითქოსდა, დასტურდებოდა ელექტრონული ტექნიკის საფასურის გადარიცხვა საბანკო ანგარიშზე, რის შედეგადაც, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შპს „...“ კუთვნილ ორ „....“ ფირმის სარეცხ მანქანასა და ორ „-....“ ფირმის ტელევიზორს. დ. ჩ-ს დანაშაულებრივი ქმედებით შპს „...“ მიადგა - 4180 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3.9. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ... მდებარე ელექტრონული ტექნიკის მაღაზია „.... თანამშრომელი მ. ნ. მოატყუა, რომ სურდა ორი მობილური ტელეფონის შეძენა თავისი შვილებისთვის. იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მ. ე-ს მაღაზიის კუთვნილ ორ „აიფონ 7-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და მობილური ტელეფონის აქსესუარებს, დ. ჩ-მ მოატყუა მაღაზიის თანამშრომელი და აჩვენა თანხის გადარიცხვის დასტური, ე.წ. „სქრინშოტი“, რომლითაც, თითქოსდა, დასტურდებოდა ელექტრონული ტექნიკის საფასურის გადარიცხვა, რის შედეგადაც, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ. ე-ს კუთვნილ ორ „აიფონ 7-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და მობილური ტელეფონის აქსესუარებს. დ. ჩ-ს დანაშაულებრივი ქმედებით მ. ე-ს მიადგა - 850 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3.10. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 16 თებერვალს, საღამოს საათებში, ... მდებარე მ. კ-ს ავეჯის მაღაზიიდან, იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ავეჯს, მოატყუა იგი, რომ სასწრაფოდ უნდა შეეძინა ავეჯი, რათა გაეგზავნა კახეთში სატვირთო მანქანით. დ. ჩ-მ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, თითქოსდა, გადარიცხული ჰქონდა ავეჯის საფასური მ. კ-ს საბანკო ანგარიშზე, მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ, 3000 ლარად ღირებულ საწოლსა და მატრასს, ორ ტუმბოს, კარადასა და კომოდს. დ. ჩ-ის დანაშაულებრივი ქმედებით მ. კ--ს მიადგა - 3000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3.11. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ... მდებარე მ. კ-ს ავეჯის მაღაზიიდან იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ავეჯს, მოიტყუა, რომ თავისი ნათესავისთვის უნდა შეეძინა ავეჯი, მაღაზიის თანამშრომელს და აჩვენა თანხის გადარიცხვის დასტური, ე.წ. „სქრინშოტი“, რომლითაც, თითქოსდა, დასტურდებოდა ავეჯის საფასურის გადარიცხვა, რის შედეგადაც, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ კ-ს კუთვნილ, 3300 ლარად ღირებულ ორ სავარძელს, ორ დივანსა და რვა ბალიშს. დ. ჩ-ს ქმედებით მ. კ-ს მიადგა - 3300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3.12. 2020 წლის 21 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ 2022 წლის 23 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, .... მდებარე თ. გ-ს თეთრეულის მაღაზიიდან იმ განზრახვით, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მაღაზიის კუთვნილ „ბესტკლას“ ფირმის თეთრეულს, მოატყუა დაზარალებული და აჩვენა თავის მობილურ ტელეფონში არსებული თანხის გადარიცხვის დასტური, ე.წ. „სქრინშოტი“, რომლითაც, თითქოსდა, დასტურდებოდა თეთრეულის საფასურის ჩარიცხვა, რის შედეგადაც, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ. გ-ს კუთვნილ - 1265 ლარად ღირებულ თეთრეულს. დ. ჩ-ს დანაშაულებრივი ქმედებით თ. გ-ს მიადგა - 1265 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურა ბაიდოშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და დ. ჩ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულების - თ. გ-ს, მ. ე-ს, რ. ც-ს, მ. კ-ს, მ-ს, ი. ბ-ს, ე. გ-ს, ბ. ნ-ს, ო. გ-ს, ს. შ-ს, მოწმეების - ზ. მ-ს, გ. შ-ს, თ. ნ-ს, ქ. კ-ს, მ. შ-ს, დ. გ-ს, გ.-ს, ზ. ც-ს, ს. მ-ს, მ. ნ-ს, გ. შ-ს, ზ. ქ-ს, მ-ს, ი. ხ-ხვის ოქმები, მობილური ტელეფონის, სასაქონლო ზედნადებისა და ქვითრების ამოღების ოქმები, ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები, რომლებიც, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულების აღიარების მხედველობაში მიღებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ. ჩ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის (12 ეპიზოდი), რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

4. აღსანიშნავია, რომ დ. ჩ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრად შერაცხული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

5. საკასაციო სასამართლომ ინდივიდუალურად განიხილა, როგორც მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე - მსჯავრდებულის პიროვნება, ამასთან - შეაფასა ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა, რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე - ჯარიმა - არ შეესაბამება არც დ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათს და არც მის პიროვნებას. შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ წარმოადგენს მსჯავრდებულზე ზემოქმედების იმ ფორმას, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელება, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ დ. ჩ-სათვის კონკრეტული სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას, სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი დამამძიმებელი გარემოება - პირობით მსჯავრდებულის მიერ ახალი განზრახი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, მეტად საყურადღებოა, რომ თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დ. ჩ. საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელად განსაზღვრული ჰქონდა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე - 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი; თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით დ. ჩ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა ზემოაღნიშნული სასჯელი და განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საუძველზე ასევე ჩაეთვალა პირობითად, იმავე - 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო ჯარიმის ნაწილში, განაჩენი დარჩა უცვლელად. საქართველოს იუსტიციის საქმინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროს წერილით დადგენილია, რომ დ. ჩ-ს საპრობაციო ვადა დაუსრულდებოდა - 2022 წლის 21 აპრილს და ამდენად, პირობით მსჯავრდებულმა დ. ჩ-მ ახალი განზრახი დანაშაულები ჩაიდინა სწორედ გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 2022 წლის 13 თებერვალს (სამი ეპიზოდი), 2022 წლის 15 თებერვალს, 2022 წლის 16 თებერვალს (სამი ეპიზოდი), 2022 წლის 17 თებერვალს (ორი ეპიზოდი), 2022 წლის 23 მარტსა და 2022 წლის 6 აპრილს (ორი ეპიზოდი). საკასაციო სასამართლო კვლავაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასჯელის შერჩევისას, პიროვნების დახასიათების დროს, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია სწორედ მისი კრიმინალური წარსული და მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის მოხდისას ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა დიდწილად უნდა ამცირებდეს დამნაშავის მიმართ მომავალში მსუბუქი სასჯელის გამოყენების შანსს. მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილმა ლმობიერებამ ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზანი, არამედ წაახალისა დ. ჩ., ჩაედინა არაერთი ახალი განზრახი დანაშაული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასითთან მიმართებით ასევე გასათვალისწინებელია, რომ დ. ჩ-ს ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულთა სიმრავლე, ხოლო ცალკე აღებულ ყველა ეპიზოდში - ორ-ორი მაკვალიფიცირებელი გარემოება: რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და არაერთგზის, შესაბამისად, მიუხედევად იმისა, რომ დ. ჩ-ს სასჯელი უნდა დაინეშნოს იდეალური ერთობლიობით, მაკვალიფიცირებელ გარემოებათა კუმულაცია ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედებების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მათ საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებების, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაულები; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთების ნაწილი ამოღებულია) და დამამძიმებელი (პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალი დანაშაულების ჩადენა; დანაშაულთა და დანაშაულთა მაკვალიფიცირებელ ნიშანთა სიმრავლე) გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ეპიზოდებისათვის უნდა მიესაჯოს - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისას, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რაც, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დ. ჩ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ რ. ც-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ბ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე. გ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ბ. ნ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „...“ ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „....“ 2022 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს „.....“ 2022 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (შპს ,,....“ ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. ე-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. კ-ს 2022 წლის 16 თებერვლის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. კ-ს 2022 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. გ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ რ. ც-ს ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას სხვა დანარჩენი სასჯელები და დ. ჩ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი და ამავე სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი;

3.15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი და ამავე სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ. ჩ-ს მიესაჯოს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს - 2022 წლის 11 აპრილიდან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი