საქმე # 150100120004016764
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№320აპ-23 ქ. თბილისი
ქ. ბ., 320აპ-23 22 მაისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ქ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ქ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ქ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; სასამართლოში მხარეებმა გამოიკვლიეს ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სავარაუდო ხასიათისაა და იმავდროულად, დაკითხეს საექსპერტო კვლევის ავტორი - ლ. კ., რომელმაც შესაბამისი მტკიცებით ვერ დაადასტურა, თუ რას დაეყრდნო ექსპერტიზა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკვლევი დოკუმენტი დამზადებულია კუსტარულად, არასტამბული სამრავლებელი წესით, მაგრამ ექსპერტმა არ იცოდა, როგორ ბლანკზე და რა წესით მზადდებოდა 2013 წელს ბ-ს რესპუბლიკაში მართვის მოწმობები; კასატორის მტკიცებით, განაჩენი დაფუძნებულია კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რომლებიც მოპოვებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტების კომპიუტერული ბაზებიდან გამოთხოვის განჩინებები; კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბ. ქ-სათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ხანდაზმულობასთან მიმართებით, რადგან მართვის მოწმობა, რომლის სიყალბესაც ედავებოდა მას ბრალდების მხარე, გაცემულია 2013 წელს, რომლის გამოყენებასაც მსჯავრდებული არ უარყოფს მისი გაცემის დღიდან, შესაბამისად, წარდგენილ ბრალდებაში ბ. -.ს დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო ხანდაზმულობის გამო და იგი გათავისუფლებულიყო სასჯელის მოხდისაგან.
2. ახალქალაქი-ნ-ს რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ბ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 6 მარტის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 28 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 21 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 23 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 28 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 ივნისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 11 ივნისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 3 ივლისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 11 ივლისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი (2019 წლის 6 დეკემბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 28 თებერვლის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 3 მარტის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 10 მარტის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 1 აპრილის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 15 ივლისის ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) ჯარიმა - 2000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და ბ. ქ.ს საბოლოოდ დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ქ.მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (41 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. ბ. ქ.მ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით - ...) 2016 წლის 10 ნოემბერს ქალაქ ფ-ში, ლ-ს ქუჩაზე ავტომანქანის მართვისას ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს - გ. ბ-ს.
4.2. ბ. ქ.მ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით - ....) 2017 წლის 6 მარტს ხ-ს რაიონის სოფელ ჭ-ში ავტომანქანის მართვისას ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს - გ. დ-ს.
4.3. ბ. ქ.მ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით - ...) 2017 წლის 28 მაისს ქალაქ ქ-ში ავტომანქანის მართვისას ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს ბ. ტ-ს.
4.4. 2019 წლის 27 აპრილს, 18:58 საათზე, ბ. ქ.მ ს-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ხ. ც-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ...).
4.5. 2019 წლის 9 მაისს, 19:38 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ზ. ლ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით....).
4.6. 2019 წლის 15 მაისს, 02:03 საათზე, ბ. ქ-მ ს-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს*ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - მ. მ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა ნომრით (...).
4.7. 2019 წლის 19 მაისს, 22:18 საათზე, ბ. ქ.მ ს-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ჰ. დ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.8. 2019 წლის 21 მაისს, 01:31 საათზე, ბ. ქ.მ გ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - რ. ს-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ...).
4.9. 2019 წლის 23 მაისს, 22:30 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - გ. ხ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.10. ბ. ქ.მ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ...) 2019 წლის 28 მაისს ა-ს რაიონის სოფელ წ-ში ავტომანქანის მართვისას ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს - ლ. წ-ს.
4.11. 2019 წლის 30 მაისს, 19:59 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - რ. კ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.12. 2019 წლის 1 ივნისს, 17:34 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ჯ. ნ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.13. 2019 წლის 8 ივნისს, 20:39 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - შ. ვ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.14. 2019 წლის 11 ივნისს, 21:42 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ი. ა-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.15. 2019 წლის 12 ივნისს, 20:42 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ბ. გ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.16. 2019 წლის 3 ივლისს, 14:03 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - შ. ვ*-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.17. 2019 წლის 4 ივლისს, 23:11 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - გ. ე-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.18. 2019 წლის 11 ივლისს, 17:24 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ი. ჩ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.19. 2019 წლის 18 ივლისს, 23:44 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ბ. გ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.20. 2019 წლის 6 აგვისტოს, 22:02 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ა. რ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.21. 2019 წლის 17 აგვისტოს, 20:11 საათზე, ბ. ქ.მ ს-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ს. ი-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.22. 2019 წლის 5 სექტემბერს, 15:42 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ი. ჩ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.23. 2019 წლის 14 სექტემბერს, 12:08 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - გ. კ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.24. 2019 წლის 22 სექტემბერს, 20:15 საათზე ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას მებაჟე-ოფიცერს - თ. ქ*-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.25. 2019 წლის 24 სექტემბერს, 23:11 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ბ. გ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.26. 2019 წლის 2 ოქტომბერს, 05:09 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ჰ. დ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.27. 2019 წლის 4 ნოემბერს, 17:55 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ზ. ო-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.28. 2019 წლის 6 დეკემბერს, 17:51 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ზ. ო-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.29. 2019 წლის 13 დეკემბერს, 03:29 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - ჰ. დ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.30. ბ. ქ.მ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....) 2019 წლის 15 დეკემბერს ქალაქ ქ.-ში, ი. ჭ-ს ქუჩაზე ავტომანქანის მართვისას ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს - გ. ჯ-ს.
4.31. 2019 წლის 26 დეკემბერს, 11:41 საათზე, ბ. ქ.მ ს-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - თ. ა-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.32. 2020 წლის 9 იანვარს, 07:06 საათზე, ბ. ქ.მ ს-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - გ. ი-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.33. 2020 წლის 12 იანვარს, 18:42 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - გ. მ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.34. 2020 წლის 14 იანვარს, 18:57 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - გ. ხ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.35. 2020 წლის 28 თებერვალს, 03:09 საათზე, ბ. ქ.მ წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ა-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.36. 2020 წლის 3 მარტს, 16:39 საათზე, ბ. ქ.მ წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ა-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.37. 2020 წლის 10 მარტს, 16:27 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - რ. კ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.38. 2020 წლის 1 აპრილს, 13:30 საათზე, ბ. ქ.მ ბ-ს პორტის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს -მ. შ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.39. 2020 წლის 21 მაისს, 22:30 საათზე, ბ. ქ.მ ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მხრიდან ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით, შემოწმებისას მებაჟე-ოფიცერს - ე. ი-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....).
4.40. ბ. ქ.მ ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით ....) 2020 წლის 15 ივლისს თ-ში ავტომანქანის მართვისას ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, წარუდგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს - ა. კ-ს.
4.41. 2020 წლის 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, ბ. ქ. ნ-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ს-ს მიმართულებით ავტომობილით კვეთდა სახელმწიფო საზღვარს, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით შემოწმებისას, მებაჟე-ოფიცერს - რ. კ-ს წარუდგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით .....
5. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ქ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. გ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ბ. ქ.ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ნ-ს“ მებაჟე-ოფიცრის - რ. კ-ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის 13 აგვისტოს ბ. ქ.მ ს-ს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ავტომობილით კვეთისას, მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა მის სახელზე გაცემული ბ-ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა (ნომრით - ....), რომელიც გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა ყალბი; მებაჟე-ოფიცრისგან ამოღებული მართვის მოწმობის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითა და სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ლ. კ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბ. ქ-ს სახელზე შევსებული ბ-ს რესპუბლიკის მძღოლის მოწმობა №... დამზადებულია არა სტამბური წესით, არამედ - კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილ დოკუმენტს; ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსის წერილით ირკვევა, რომ ბ-ს შესაბამისი სამსახურის მიერ ბ. ქ.ს სახელზე მძღოლის მოწმობა №..... არ გაცემულა; შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების უფროსისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილებით დადგენილია, რომ ბ. ქ.მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, სულ - 41-ჯერ გამოიყენა მძღოლის ყალბი მოწმობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ქ.ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (41 ეპიზოდი) - კანონიერი და სამართლიანია.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის სხვა საკვანძო არგუმენტებს, მათ შორის - დანაშაულის ხანდაზმულობასა და მტკიცებულებების შეფასებასთან მიმართებით, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ქ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი