Facebook Twitter

საქმე # 330100122005885555

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №324აპ-23 ქ. თბილისი

ა. ზ. 324აპ-23 8 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ხუთი ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი); ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ზ. ა–ი, 2022 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ–ში, .........ის დასახლება, მე-.. მ/რ-ნი, ..-ლი კვარტალი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში, შ. დ–ს საცხოვრებელ სახლში, იმ მიზეზით, რომ მისი აღქმით საკუთრივ მისი, როგორც მამაკაცის, გადასაწყვეტი იყო, შ. დ–ე მასთან გააგრძელებდა თუ არა ურთიერთობას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შ. დ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც შ. დ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ზ. ა–მა, 2022 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 13:00 საათზე, კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან შ. დ–ს კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომერზე სატელეფონო კომუნიკაციისას, რომელიც ზარის განხორციელების დროს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე: თ–ში, .........ის დასახლება, მე-.. მ/რ-ნი, ..-ლი კვარტალი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში, იმ მიზეზით, რომ მისი აღქმით საკუთრივ მისი, როგორც მამაკაცის, გადასაწყვეტი იყო, შ. დ–ე მივიდოდა თუ არა მის მიერ დათქმულ შეხვედრის ადგილზე და შეხვედრისას ჩაიცმევდა ზ. ა–ს სურვილისამებრ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შ. დ–სეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და იმ ქალების გვერდით ჩააწვენდა მიწაში, რომლებიც წარსულში ჰყავდა მოკლული, რაც შ. დ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ზ. ა–ი, 2022 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, .........ის დასახლება, მე-.. მ/რ-ნი, ..-ლი კვარტალი, მე-.. კორპუსი, ბინა №..-ში, მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, იმ მიზეზით, რომ მისი აღქმით საკუთრივ მისი, როგორც მამაკაცის, გადასაწყვეტი იყო, შ. დ–ს ექნებოდა თუ არა ზ. ა–ს მეგობრებთან ურთიერთობა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შ. დ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც შ. დ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ზ. ა–ი, 2022 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ–ში, ........ი, მე-.. მ/რ-ნი, ..........ის ქუჩა, ..-ე ბლოკი, ბინა №..-ში მდებარე, ნ. ც–ს საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, იმ მიზეზით, რომ მისი აღქმით საკუთრივ მისი, როგორც მამაკაცის, გადასაწყვეტი იყო, შ. დ–ს ექნებოდა თუ არა ზ. ა–ს მეგობრებთან ურთიერთობა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შ. დ–სეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც შ. დ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.5. 2022 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 04:00 საათზე, თ–ში, .........ი, მე-.. მ/რ-ნი, .........ის ქუჩა, ..-ე ბლოკი, ბინა №..-ში მდებარე, ნ. ც–ს საცხოვრებელ სახლში, ზ. ა–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, იმ მიზეზით, რომ მისი აღქმით საკუთრივ მისი, როგორც მამაკაცის, გადასაწყვეტი იყო, შ. დ–ს ექნებოდა თუ არა ზ. ა–სის მეგობრებთან ურთიერთობა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცემა შ. დ–ე, კერძოდ, მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მკერდის არეში, რა დროსაც შ. დ–სე დაეცა საწოლზე, აღნიშნულის შემდეგ, ზ. ა–მა მარცხენა ხელი ძლიერად მოჰკიდა შ. დ–ს მარჯვენა ხელს, ხოლო მარჯვენა ხელი, ასევე, ძლიერად წაუჭირა ყელის არეში. ზ. ა–სის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შ. დ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ზ. ა–ი, 2022 წლის 2 მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ–ში, ტ–ს ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ მიზეზით, რომ მისი აღქმით საკუთრივ მისი, როგორც მამაკაცის, გადასაწყვეტი იყო, შ. დ–სე იმუშავებდა თუ არა რესტორანში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შ. დ–სეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც შ. დ–სემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ზ. ა–სი, 2022 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 04:00 საათზე, თ–ში, ..........ი, მე-.. მ/რ-ნი, ..............ის ქუჩა, ..-ე ბლოკი, ბინა №..-ში მდებარე, ნ. ც–ს საცხოვრებელ სახლში, ნ. ც–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ნ. ც–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ზ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 1 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

3.2. ზ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 24 აპრილის 13:00 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

3.3. ზ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 24 აპრილის 23:00 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

3.4. ზ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 26 აპრილის შ. დ–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

3.5. ზ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

3.6. ზ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

3.7. ზ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 26 აპრილის ნ. ც–სის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

3.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. ა–სს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

3.9. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის გამოყენებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, ამასთან, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განჩინებით შეცვლილი სასჯელის - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ზ. ა–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

3.10. მსჯავრდებულ ზ. ა–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2022 წლის 4 მაისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ. ა–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ზ. ა–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ზ. ა–სის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ექვსი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ ზ. ა–ს აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ შ. დ–ს, მოწმეების - ნ. ც–სა და რ. ა–ს გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენი), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ. ა–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც ზ. ა–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება) და დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით) განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ზ. ა–ს თითოეული ეპიზოდისთვის შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი.

12. ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები (ნასამართლომა, დანაშაულის რეციდივი) მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებამ განსაზღვრა დანაშაულის შემადგენლობები, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით არსებულმა ნასამართლობამ გამოიწვია ქმედების სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მუქარა ჩადენილი არაერთგზის) კვალიფიკაცია, ხოლო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ამავე განაჩენით ზ. ა–ი მსჯავრდებულია სხვა დანაშაულების ჩადენისთვისაც, აღნიშნულიც არ წარმოადგენს სასჯელის დამძიმების საფუძველს, ვინაიდან არაერთგზისი დანაშაულისა და რეციდივის ცნებების არსებითი მსგავსების გათვალისწინებით, არაერთგზისობის მხედველობაში მიღებასთან ერთად, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის დამატებით გამოყენება გაუმართლებლად ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის N659აპ-21 განაჩენი).

13. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დანაშაულის რეციდივი გაითვალისწინეს ზ. ა–სთვის სასჯელის შეფარდებისას, თუმცა აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს ზ. ა–სთვის შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სასჯელი ერთი მხრივ, განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლზე მითითებით (დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), რაც სასჯელის უპირობოდ დამძიმების საფუძველია, ხოლო, მეორე მხრივ, შეფარდებული სასჯელები მსჯავრად შერაცხული დანაშაულების სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებსა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

14. პროკურორის მიერ მითითებული გარემოება - გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენა, მოცემულ შემთხვევაში ასევე ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება სასამართლოებმა გაითვალისწინეს სასჯელის შეფარდებისას, კერძოდ, ზ. ა–ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 531-ე მუხლების მოთხოვნები და ზ. ა–ს კანონიერი სასჯელები განუსაზღვრა, რომლის გამკაცრება, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ, ერთი მხრივ, სააპელაციო საჩივარში მითითებულ საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავი პასუხები გასცა თავის გადაწყვეტილებაში.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე