საქმე # 330100122005885944
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №307აპ-23 ქ. თბილისი
ბ. ი. 307აპ-23 21 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ბ–ს, - დაბადებულს ...... წელს, - ბრალად ედებოდა:
- ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
- ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ დ ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
- თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც სხვისთვის ფინანსური ზიანის მიყენება გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ი. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
2.2. 2022 წლის 13 მაისს ღამის საათებში, ქურდობისთვის ნასამართლევმა ი. ბ–მა უკანონოდ შეაღწია თ–ში, .........ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხობში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა დაუფლებოდა ფულს, რის შედეგადაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 45 ლარის ქონებრივი ზიანი.
2.3. 2022 წლის 12 მაისს, დაახლოებით 05:48 საათიდან 08:00 საათამდე, ქ. თ–ში, ........ის ქუჩა ..-ში მდებარე შპს ,,.....ის’’ კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში უკანონოდ შეაღწიეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მოქმედმა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ი. ბ–სმა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დაწესებულების კუთვნილ ორ ,,LENOVO-ს’’ მარკის ე.წ. ლეპტოპს, ერთ ,,LENOVO-ს’’ მარკის ე.წ. ,,აიპადს“, ორ ,,Alcatel-ის’’ მარკის ე.წ. ტაბლეტს, ორ ,,Samsung-ის’’ მარკის მობილურ ტელეფონსა და ,,Deante-ს’’ მარკის ჩანთას, ღირებულს 5053,90 ლარად.
2.4. 2022 წლის 10 მაისს, დაახლოებით 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ი. ბ–მა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ შეაღწია ჯ. ფ–სის სახელზე არსებულ შპს ,,..........ის’’ კუთვნილ სს ,,.......... ბანკის’’ ანგარიშზე ( ბარათის N .............) და ფარულად დაეუფლა 58,90 ლარს. კერძოდ, 2022 წლის 10 მაისს, ქ. თ–ი, ............ის გამზირი №...-ში მდებარე ,,ლ–ს’’ მაღაზიაში ვ. ა–ს მეშვეობით, რომელმაც არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ საბანკო ბარათი არ წარმოადგენდა ი. ბ–სის კუთვნილებას შეიძინა 58,90 ლარის სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. აღნიშნული ქმედებით, შპს ,,..........ს’’ მიადგა 58,90 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ი. ბ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ დ ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
3.3. ი. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2022 წლის 24 ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სისხლის სამართლის №............ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 13 მაისიდან - 2022 წლის 25 მაისის ჩათვლით.
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ი. ბ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 13 მაისს ღამის საათებში, ქურდობისთვის ნასამართლევმა ი. ბ–სმა უკანონოდ შეაღწია თ–ში, ..........ის ქუჩა №..-ში მდებარე საცხობში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა დაუფლებოდა ფულს, რის შედეგადაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 45 ლარის ქონებრივი ზიანი.
- 2022 წლის 12 მაისს, დაახლოებით 05:48 საათიდან 08:00 საათამდე, ქ. თ–ში, ნ–ა ...........ის ქუჩა №..-ში მდებარე შპს ,,.......ის’’ კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში უკანონოდ შეაღწიეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მოქმედმა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ი. ბ–მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დაწესებულების კუთვნილ ორ ,,LENOVO-ს’’ მარკის ე.წ. ლეპტოპს, ერთ ,,LENOVO-ს’’ მარკის ე.წ. ,,აიპადს“, ორ ,,Alcatel-ის’’ მარკის ე.წ. ტაბლეტს, ორ ,,Samsung-ის’’ მარკის მობილურ ტელეფონსა და ,,Deante-ს’’ მარკის ჩანთას, ღირებულს 5053,90 ლარად.
- 2022 წლის 12 მაისს, დაახლოებით 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ი. ბ–მა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ შეაღწია ჯ. ფ–ს სახელზე არსებულ შპს ,,...........ის’’ კუთვნილ სს ,,......... ბანკის’’ ანგარიშზე და ფარულად დაეუფლა 58,90 ლარს. აღნიშნული ქმედებით, შპს ,,...... ს ’’ მიადგა 58,90 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ბ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება.
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მსჯავრდებულმა ი. ბ–მა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვა საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ბ–მა, რომელიც ითხოვს საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვს საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს ი. ბ–ის მსჯავრდება ქურდობისა და ქურდობის მცდელობის (საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ დ ,,ბ“ ქვეპუნქტები) ნაწილში.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ი. ბ–ს უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ბ–ს ამ ნაწილში მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ი. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: მოწმეების: ნ. დ–ს, ჯ. ფ–ს, ლ. კ–ს, ვ. ა–ს გამოკითხვის ოქმები, ი. ბ–ს პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენი), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ ი. ბ–მა ჩაიდინა თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რამაც სხვისთვის ფინანსური ზიანის მიყენება გამოიწვია.
10. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ბ–სი დანაშაულის ჩადენის დროს იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი, რაც მის ქმედებაში გამოკვეთს საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშანს - ქმედების არაერთგზისობას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მამხილებელი მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება ი. ბ–ს მიერ მისთვის შერაცხული - საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
12. საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია - კასატორი მხოლოდ უთითებს საკასაციო საჩივრი მოთხოვნას (ითხოვს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილში), მაგრამ საერთოდ არ ასაბუთებს თავის მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ერთერთი საფუძვლის არსებობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი კასატორის მიერ დასაბუთებული ( არ არის მითითებული არც ერთი გარემოება/ ფაქტი/ მტკიცებულება რაც ირიბად მაინც მიუთითებდა კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მიზნებისთვის) არ არის და შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნებს.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე