Facebook Twitter

საქმე # 330100121005193963

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1341აპ-22 ქ. თბილისი

კ. რ. 1341აპ-22 27 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ღ–სა და ზ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ღ–სა და ზ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენლს ეცნობოს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგი;

3. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე