¹ ას-1357-შ-74-03 17 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. ვ-ას შუამდგომლობა უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის ადგილობრივი სასამართლოს 2003წ. 16 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. ვ-ას და რ. კ-ს ჰყავთ ვაჟიშვილი ა., დაბადებული 19...წ. 26 ივლისს. რ. კ-ი 1996 წლიდან გაემგზავრა საქართველოში და არ ეხმარება ს. ვ-ას ვაჟიშვილის რჩენაში. ს. ვ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს რუსლან კუძიევის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის ადგილობრივი სასამართლოს 2003წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2003წ. 16 მაისს.
ს. ვ-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის ადგილობრივი სასამართლოს 2003წ. 16 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: “საერთაშორის კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის ადგილობრივი სასამართლოს 2003წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია მითითებული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ”კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ საერთაშორისო კონვენციის 53-ე მუხლის III ნაწილით, სსკ-ს 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ვ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნას უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის ადგილობრივი სასამართლოს 2003წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება და იგი დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
რ. კ-ს ს. ვ-ას სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა შვილის 1993წ. 26 ივლისს დაბადებული ა-ს სარჩოდ, მისი ყველა შემოსავლის 1/4¼ ნაწილის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაეწყოს 2003წ. 4 აპრილიდან შვილის სრულწლოვანებამდე.
ასევე რ. კ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრინის ოდენობით. დადგენილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ შესრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.