საქმე # 330100120003397544
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №144აპ-23 ქ. თბილისი
ჯ. ნ. 144აპ-23 2 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიასა და მსჯავრდებულ ნ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ჯ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ჯ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2016 წლის 7 აგვისტოდან 2019 წლის 13 ოქტომბრამდე ნ. ჩ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ჯ–სთან.
2019 წლის 13 ოქტომბრიდან 2019 წლის 19 ნოემბრამდე, ქ.თ–ში, ....... მე-.. მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში მყოფ ნ. ჩ–ს მიმართ მეუღლე ნ. ჯ–სი ყოველდღიურად ახორციელებდა დაშინებას სოციალური ქსელისა და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და ნ. ჩ–ს ემუქრებოდა, რომ ნახვის შემთხვევაში დაამახინჯებდა და მას და მის დას ნ. ჩ–ს და დეიდას ნ. წ–სეს მოაჭრიდა სხეულის სხვადასხვა ორგანოს და გაუსწორდებოდა ფიზიკურად. ასევე, ნ. ჩ–იის დეიდის - ნ. წ–სის და დის - ნ. ჩ–სის მობილურ ტელეფონებზე ხშირი სატელეფონო ზარების განხორციელებით არ აძლევდა მშვიდად ცხოვრების უფლებას ნ. ჩ–ის. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ. ჩ–ის მიადგა მორალური ზიანი და იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი;
2.2. 2019 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. ქ–ი, ნ–ს ქუჩა N..-ში, ნ. ჯ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის მეუღლეს - ნ. ჩ–ს. კერძოდ, სწვდა თმებში, ყელში ჩაჰკიდა ხელი და უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ. ჩ–ის გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2019 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათიდან 13 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ.ქ–ში, ნ–ს ქუჩა N..-ში, ნ. ჯ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მცირეწლოვან შვილს - ა. ხ–ს, კერძოდ, აიყვანა ბავშვი ხელში და მოისროლა ტახტის მიმართულებით. აღნიშნული ქმედების შედეგად ა. ხ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი;
2.4. 2019 წლის 17 ნოემბერს, დღის საათებში, ქ.თ–ში, ....... მე-.. მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ნ. ჯ–სმა ქუდის თავში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ჩ–ს. ნ. ჯ–სის მიერ განხორციელებული ქმედებით ნ. ჩ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.5. 2019 წლის 17 ნოემბერს, დღის საათებში, ქ.თ–ში, ....... მე-.. მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში ნ. ჯ–ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ნ. ჩ–სს, კერძოდ, უთხრა, რომ სახეს აათლიდა. ნ. ჯ–სის მიერ ჩადენილი ქმედებით ნ. ჩ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 იანვრის განაჩენით:
3.1. ნ. ჯ–სი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
3.2. ნ. ჯ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.2.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.2.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.2.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;
3.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ შთანთქა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ჯ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2019 წლის 30 ნოემბრიდან - 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით), მსჯავრდებულ ნ. ჯ–სს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 145 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.7. მასვე, საქართველო სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
4.1. პროკურორმა შოთა ბარამიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ. ჯ–სის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის დანიშნულზე მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ ნ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - დ. ს–მ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება და ნ. ჯ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ნ. ჯ–სი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
5.2. ნ. ჯ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 13 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია);
5.3. ნ. ჯ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.3.1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით -180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
5.3.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
5.3.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
5.3.4. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება;
5.3.5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 150 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
5.3.6. საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
5.5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2019 წლის 30 ნოემბრიდან - 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით), მსჯავრდებულ ნ. ჯ–სს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 125 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
5.6. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
6.1. პროკურორი შოთა ბარამიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ნ. ჯ–ს სრულად დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში და დანიშნულზე უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;
6.2. მსჯავრდებულ ნ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი - დ. ს–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ნ. ჯ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი ითხოვს ნ. ჯ–ს ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, დაცვის მხარე კი ნ. ჯ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ჯ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ნ. ჯ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების - მის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი - დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენება. ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ობიექტურად არ ადასტურებენ დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას (ტკივილის მიყენება არ დასტურდება არც ობიექტური და არც სუბიექტური ტესტით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: საქმე №746აპ-19; საქმე №674აპ-20)) - არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ნ. ჯ–სის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით(მათ შორის: დაზარალებულთა - ნ. ჩ–სა და ნ. ჩ–ს ჩვენებებით, მოწმეების: ა. წ–ს, ნ. წ–ს, თ. გ–ს, დი. ხ–ს, გ. გ–ს, ექსპერტ მ. მ–ს ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, სამხრე კამაერების ჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. ჯ–სმა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედებები.
10.1. დაზარალებულმა ნ. ჩ–იმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა ნ. ჯ–ს მხრიდან მასზე და ნ. ჩ–ზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტი და განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში ნ. ჯ–სი ძალადობდა მასზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 ოქტომბერს, ნ. ჯ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ჩ–ის, რის შემდეგაც სწვდა თმებში, ყელში მოკიდა ხელი და უთხრა, რომ გაგუდავდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ნ. ჩ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნ. ჯ–სის მხრიდან ნ. ჩ–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა სრულად დადასტურდა მოწმე ნ. წ–ს ჩვენებით, რომელმაც მიუთითა, რომ 2019 წლის 13 ოქტომბერს ნ. ჯ–მა მეუღლეზე იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც ნ. ჩ–ი იძულებული გახდა დაეტოვნებინა სახლი და საცხოვრებლად გადასულიყო ნათესავის ოჯახში. ნ. წ–ს საცხოვრებელ სახლში ნ. ჯ–ს მიერ ნ. ჩ–ზე ძალადობა და სიცოცხლის მოსპობით მუქარის ფაქტი დასტურდება თვითმხილველი მოწმეების - ნ. ჩ–ს, ნ. წ–სა და ა. წ–ს ჩვენებებით(მოწმეებმა მიუთითეს, რომ 2019 წლის 17 ნოემბერს ქ.თ–ში, ....... მე-.. მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ნ. ჯ–სმა ქუდის თავში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ჩ–სს, შეაფურთხა მას სახეში და დაემუქრა სახის ათლით, რის შედეგადაც ნ. ჩ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში). ნ. ჯ–ს მიერ ნ. ჩ–ზე ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები დასტურდება ასევე 2019 წლის 17 ნოემბერს ნ. ჩ–ს საცხოვრებელ მისამართზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების მიერ სამხრე კამერით გადაღებული ვიდეო ჩანაწერით. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები სრულად თანხვდენილია ტელეფონის დათვალიერების ოქმებთან, სადაც ნ. ჯ–სი „m. X–e-ს“ სახელით შეურაცხმყოფელ ტექსტებს უგზავნის ნ. და ნ. ჩ–ს და ემუქრება მათ ჯანმრთელობის დაზიანებით.
10.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა (დ. ხ–ს, ხ. ხ–ს, ლ. ლ–ს) ჩვენებებით დასტურდება მათი დაინტერესება აარიდონ სისხლის სამართის პასუხისმგებლობა მსჯავრდებულს (მათ ახლო ნათესაური ურთიერთობა აკავშირებთ მსჯავრდებულთან) იმავდროულად ისინი არ არიან 2019 წლის 17 ნოემბრის ძალადობისა და მუქარის თვითმხილველნი.
11. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ნ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, ვინაიდან, კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. სსკ-ის 1511-ე მუხლის დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის 725აპ-19 განჩინება).
11.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. კონვენციის 34-ე მუხლით დადგენილია, რომ: ,,მხარეები იღებენ საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ მრავალჯერადი მუქარის შემცველი ქცევით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც მასში საფრთხის შიშს იწვევს“. კონვენცია ნათლად განმარტავს, რომ ადევნება არის ქალის მიმართ ძალადობის ფორმა. იმავდროულად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე სტამბოლის კონვენციაც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებს მხოლოდ ისეთ ქცევას, რომელიც დაზარალებულში იწვევს საფრთხის შიშს და დაზარალებულს აყენებს ცხოვრების ჩვეული წესის არსებითად შეცვლის საჭიროების წინაშე.
11.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 13 ოქტომბერს ნ. ჩ–ი სახლიდან წამოვიდა შვილთან ერთად, სახლიდან წამოსვლის მიზეზი იყო ფიზიკური ძალადობა და მუქარა, საქმეზე წარმოდგენილი დათვალიერების ოქმებით დასტურდება ნ. ჩ–სათვის არასასურველი კომუნიკაცია ნ. ჯ–ს მხრიდან, აგრესიული და მუქარის შემცველი შეტყობინებების სახით, ამასთან, დაზარალებული მსჯავრდებულ ნ. ჯ–საგან თავის დასაღწევად იძულებულია შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი(გადავიდეს დეიდის - ნ. წ–სის ბინაში). მსჯავრდებულის აგრესიული ქცევა დასტურდება ასევე 2019 წლის 17 ნოემბრის ფაქტებით. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნითა და ექსპერტ მ. მ–ს ჩვენებით დგინდება, რომ ნ. ჩ–იმა ნ. ჯ–სის 2019 წლის 13 ოქტომბრიდან 2019 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით ჩადენილი ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები.
12. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას 2019 წლის 13 ოქტომბრის მუქარის ფაქტის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან ნ. ჯ–ს მიერ 2019 წლის 13 ოქტომბერს დანაშაულის ჩადენისას ძალაში არ იყო შესული საქართველოს სსკ-ში 2019 წლის 20 სექტემბრის კანონით განხორციელებული ცვლილება(საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს მაკვალიფიცირებელ ნიშნად დაემატა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ). ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ნ. ჯ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
14. რაც შეეხება კასატორი პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
15. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ნ. ჯ–სს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
16. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიასა და მსჯავრდებულ ნ. ჯ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. ს–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე