¹3ა-53-შ-33-03 2 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. ჯ-ის წარმომადგენლის, პ. ჯ-ის, შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები გერმანიის ქ. შპანდაუს საუწყებო სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ს-ი, (ქალიშვილობის გვარი _ დ-ი) დაბადებული 19...... წ. ...... მარტს, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჰ. ფ. ს-თან, რომელიც გარდაიცვალა 1993წ. 15 დეკემბერს. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ.
ე. ს-ს ჰყავს ღვიძლი შვილი – ბ. რ-ე (ქალიშვილობის გვარი _ დ-ი). რომლის გარდა მას სხვა შვილები არ ჰყავს არც ქორწინების პერიოდში და არც ქორწინების გარეშე, არც ღვიძლი და არც ნაშვილები.
ე. ს-მა და ი. ჯ-მა საერთო განცხადებით მიმართეს კომპეტენტურ მეურვეობის სასამართლოს _ შპადაუს პირველი ინსტანციის სასამართლოს ე. ს-ის მიერ ი. ჯ-ის შვილად აყვანის თაობაზე.
ე. ს-ი და ი. ჯ-ი ერთმანეთს იცნობენ 2000 წლიდან. 2001წ. სექტემბრიდან შვილად ამყვანი შვილობილს დიდ მოვლა-პატრონობას, უწევს. ი. ჯ-მა, ასევე შვილად აყვანის შემდეგ უნდა ატაროს ე. ს-ის გარდაცვლილი მეუღლის, ჰ. ფ. ს-ის გვარი.
19...... წ. ..... მარტს საქართველოში დაბადებული ი. ჯ-ს, კანონით გაუქმებული ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში დედასთან. მას სხვა შვილები არ ჰყავს არც ქორწინების პერიოდში და არც ქორწინების გარეშე, არც ღვიძლი და არც ნაშვილები.
გერმანიის ქ. შპანდაუს საუწყებო სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა და შვილად აყვანილი ატარებს ე. ს-ის გარდაცვლილი მეუღლის, ჰ. გ. ფ. ს-ის გვარს.
ი. ჯ-ის წარმომადგენელმა პ. ჯ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინებით გერმანიის ქ. შპადაუს საუწყებო სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის წარმომადგენლის, პ. ჯ-ის, შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ჯ-ის წარმომადგენლის, პ. ჯ-ის, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ქ. შპადაუს საუწყებო სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ს 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ჯ-ის წარმომადგენლის, პ. ჯ-ის, შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. გერმანიის ქ. შპადაუს საუწყებო სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ცნობილ იქნა ე. ს-ის მიერ ი. ჯ-ის შვილად აყვანის ფაქტი; შვილად აყვანილმა ატაროს ე. ს-ის გარდაცვლილი მეუღლის, ჰ. ფ. ს-ის, გვარი.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოს შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.