Facebook Twitter

საქმე # 330141123007179015

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №311-23 ქ. თბილისი

ხ. ე. 311-23 1 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. გ–ს განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განჩინებაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ე. ხ–სე(დაბ. .......... წელი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა(მონაწილეობის გარეშე).

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის განაჩენით უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

3. 2023 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით (განცხადებით) მიმართა ადვოკატმა ა. გ–მა და ითხოვა მსჯავრდებულ ე. ხ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება. ადვოკატმა წარადგინა დაზარალებულ ლ. ჭ–სის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება. დასახელებული დოკუმენტის თანახმად, ლ. ჭ–ი თანხმობას აცხადებს მსჯავრდებულ ე. ხ–ზე გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით ადვოკატ ა. გ–სის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. გ–მა და მოითხოვა ე. ხ–სის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 31 მაისს შემოვიდა მსჯავრდებულ ე. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. გ–ს განცხადება, რომლითაც ადვოკატი ითხოვს, რომ არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი. ვინაიდან, 2023 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ე. ხ–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. ხ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი