Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ა-935-შ-60-03 19 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორ ა. ა-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის კენტრონისა და ნორკ-მარაშას ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მოქალაქე რ. ლ-ას მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორმა ა.ავეტისიანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. ლ-ას მიმართ, 2002წ. 16 თებერვალს რ.ლ-ას მიერ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით სომხეთის ტერიტორიაზე 398 ამპულა “კარენაზიმის” შეტანის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი ოქმის საფუძველზე მოპასუხისათვის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სასარგებლოდ 1220865 დრამის დაკისრების შესახებ.

სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ მოპასუხეს ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა იგი პროცესზე არ გამოცხადდა.

სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშას ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და რ.ლ-ას დაეკირა სადავო თანხის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სომხეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორმა ა.ავეტისიანმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევანის კენტრონისა და ნორკ-მარაშას ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 ნოემბრის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორის ა.ა-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევანის კენტრონისა და ნორკ-მარაშას ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორის ა.ა-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევანის კენტრონისა და ნორკ-მარაშას ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ლ-ას სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1220865 დრამის გადახდა.

სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორმა ა.ა-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევანის კენტრონისა და ნორკ-მარაშას ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევანის კენტრონისა და ნორკ-მარაშას ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ს 284-ე მუხლით, “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993წ. მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის გენერალ-მაიორი ა.ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევანის კენტრონისა და ნორკ-მარაშას ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ლუკავას სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა 1220865 დრამის გადახდა, ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.