საქმე N 330100122005838016
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №223აპ-23 15 ივნისი, 2023 წელი
ი–ი ნ., №223აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ი–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური და ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .........ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–მა მეუღლის მ. მ–ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, განახორციელა ძალადობა. კერძოდ, მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, ასევე ფეხის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები ფეხის არეში. ნ. ი–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–მა მეუღლის - მ. მ–ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. ნ. ი–იის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2022 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–მა მეუღლის - მ. მ–სის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც, მ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–მა მეუღლის - მ. მ–ის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც, მ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–მა მეუღლის - მ. მ–ს მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მისგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, ქმედების თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა მ. მ–ს, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რომ თუ პოლიციას შეატყობინებდა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, ყელს გამოჭრიდა. განხორციელებული ქმედების შედეგად მ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.7. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მ. მ–სგან კონკრეტული ქმედებების შესრულების მოთხოვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალი იყო, 2022 წლის 21 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ქალაქ თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–ი მ. მ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გამოხატავდა სისტემატურ აგრესიას, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ნ. ი–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა.
2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ი–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური და ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.3. 2022 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–იმა მეუღლის მ. მ–ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, განახორციელა ძალადობა. კერძოდ, მუშტი დაარტყა რამდენჯერმე სახისა და თავის არეში, ასევე ფეხის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები ფეხის არეში.
2.4. 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–მა მეუღლის - მ. მ–ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში.
2.5. 2022 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–იმა მეუღლის - მ. მ–ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც, მ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.6. 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–იმა მეუღლის - მ. მ–სის მიმართ, განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რის შედეგადაც, მ. მ–სს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.7. 2022 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–იმა მეუღლის - მ. მ–ს მიმართ, განახორციელა ქმედების თავისუფლების უკანონოდ შეუზღუდვა, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რომ თუ პოლიციას შეატყობინებდა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, ყელს გამოჭრიდა. განხორციელებული ქმედების შედეგად მ. მ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.8. 2022 წლის 21 აპრილამდე ჩათვლით პერიოდში, ქ.თ–ში, გ–ს რაიონში, .............ის ქუჩა №.., ბინა №...-ში ნ. ი–ი მ. მ–სს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გამოხატავდა სისტემატურ აგრესიას, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენით ნ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 თვით თავისუფფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ. ი–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ნ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 აპრილის ეპიზოდი) - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ი–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 6 თვით თავისუფფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
3.2. 2023 წლის 27 თებერვალს თბილისის გლდანი-ნაძალდევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ. ი–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2023 წლის 6 მარტს მსჯავრდებულ ნ. ი–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ი–მა წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ ნაწილობრივ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა ნ. ი–ის წარდგენილი ბრალდებიდან არასწორად ამოურიცხა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულების ჩადენა. გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება შეგვხვდეს და იგი არ უკავშირდება ურთიერთობის ინტენსივობასა და სიმყარეს. შეუწყნარებლობის მოტივი კონკრეტული სქესის წარმომადგენლის მიმართ მენტალური დამოკიდებულებაა, რომელმაც ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება იჩინოს თავი. მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებით, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მას მეუღლე ხშირად ეჩხუბება იმის გამო, რომ ქალია და მისი პირდაპირი მოვალეობაა ბავშვების გაზრდა, ღიზიანდება, როდესაც ბავშვების მოვლასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვს მეუღლეს. ასევე ვერ იტანს, როდესაც ეპასუხება ან რაიმეს საყვედურობს. ამ დროს იგი უფრო აგრესიული ხდება, ეუბნება, რომ როგორც ქალს არ აქვს უფლება მისცეს მას შენიშვნა ან მითითება, ვინაიდან ის არის ოჯახის კაცი და წყვეტს ყველაფერს. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ „გასაუბრებისას გამოსაკვლევი პირი მ. მ–ი გადმოგვცემს: „...სისტემატური სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წლების მანძილზე... რამეს იტყვი? ყელს გამოგჭრი, გამოგფატრავ... რადგან ხმას არ ვიღებდი, სჯეროდა, რომ რასაც უნდოდა იმას გააკეთებდა... ყველაფერზე ყვიროდა, იგინებოდა... სულ დაძაბული ვიყავი... ხმას ვერ ვიღებდი... მონა უნდოდა სავარაუდოდ... რომ გამოვა არ მაქვს გარანტია რას იზამს... ბავშვი ღამე ძილში ტიროდა, არ დაარტყაო... ასეთ გარემოში არ მინდა ბავშვები გაიზარდონ... ბავშვები მადარდებენ...“ შესაბამისად, სახეზეა შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. ოჯახში ძალადობა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ფორმაა. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და არის სპეციფიკური დანაშაული, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის/წევრების მიერ ოჯახის სხვა წევრის/წევრების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ი–ის მიერ განხორციელებული ქმედებები არის უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი და მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ნ. ი–ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდებოდა ნ. ი–ს მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით არ დასტურდება, რომ ნ. ი–ი დანაშაულების ჩადენისას ცდილობდა მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენას. ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი გამოწვეული იყო საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ნ. ი–იისთვის სასჯელის განსაზღვრისას გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის გათვალისწინების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა წარდგენილი ბრალდებიდან მას სწორად ამოურიცხეს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა და აღნიშნულთან დაკავშირებით ეთანხმება მათ სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, განმარტავს, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გენდერი არის სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს ამა თუ იმ სქესზე სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ნ. ი–ი მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აღნიშნული კი არ მიუთითებს ნ. ი–ის მიერ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულების ჩადენაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებებს არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამიტომ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა უპირობოდ არ ადასტურებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ. ი–ს მიერ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა, რაც ვერც სასჯელის დანიშვნის დროს იქნება გათვალისწინებული.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 531-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. ი–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას და მსჯავრდებულის პიროვნებისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ არსებობდა მსჯავრდებულ ნ. ი–ს მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით პირობით ჩათვლის საფუძველი.
5.7. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე