Facebook Twitter

საქმე # 180100122005445216

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №174აპ-23 ქ. თბილისი

შ. პ. 174აპ-23 5 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, პ. შ-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით პ. შ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, დ-ს რაიონის სოფელ ბ-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალ პ. შ-ს და დედამისს - ს. მ-ს მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც პ. შ. გახდა აგრესიული დედის მიმართ და იძალადა ფიზიკურად, კერძოდ: ორივე ხელებით მოქაჩა ძლიერად თმებში, რა დროსაც ს. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2021 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, დ-ს რაიონის სოფელ ბ-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალ პ. შ-ს და დედამისს - ს. მ-ს მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც პ. შ. გახდა აგრესიული დედის მიმართ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ს. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.3. 2021 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, დ-ს რაიონის სოფელ ბ-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალ პ. შ-ს და დედამისს - ს. მ-ს მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც პ. შ. გახდა აგრესიული დედის მიმართ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ს. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.4. 2021 წლის 22 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, დ-ს რაიონის სოფელ ბ-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალ პ. შ-ს და მამამისს - ნ. შ-ს მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც პ. შ. გახდა აგრესიული წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი, უსინათლო მამის მიმართ და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ. შ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.5. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 22 ნოემბრამდე, დ-ს რაიონის სოფელ ბ-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, პ. შ. სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა დედას - ს.მ-ს, რის გამოც ს. მ-მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს განაჩენით:

3.1. პ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ს. მ-ს მიმართ 2021 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. პ.შ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ს. მ-ს მიმართ 2021 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. პ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ს. მ-ს მიმართ 2021 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. პ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ნ. შ-ს მიმართ 2021 წლის 22 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. პ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ს. მ-ს მიმართ ფსიქოლოგიური ტანჯვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, პ. შ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების

აღკვეთა;

3.7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის პ. შ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

3.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით პ. შ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.9. პ. შ-ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2021 წლის 22 ნოემბრიდან;

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა პ. შ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ბ-მ მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ და მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა პ. შ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ბ-მ მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა;

6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ და მოითხოვა დაცვის მხარის საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს პ. შ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც პ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრა განაპირობა.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები(მათ შორის, დაზარალებულების: ს. მ-სა და ნ. შ-ს, მოწმეების: ლ.ნ-ს, ი. ფ-ს, გ. ხ-ს, გ. ა-ს, ი. მ-ს, დ.ნ-ს, ბ. ჯ-ს, ნ. მ-ს, გ. ჭ-ს ჩვენებები, 2021 წლის 22 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2021 წლის 22 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, N.. შემაკავებელი ორდერის ოქმი, N... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ პ.შ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულების ჩვენებები სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ორივე დაზარალებულმა თანხვდენილად განმარტეს, მსჯავრდებულ პ. შ-ს მიერ მათი, მშობლების მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ფაქტობრივი გარემოებები. ს. მ. და მისი მეუღლე ნ. შ., რომელიც არის უსინათლო, ცხოვრობენ სოფელ ბ-ში, მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით, იმავე ეზოში ცხოვრობს მათი შვილი - პ. შ., რომელიც არის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი. პ. შ. სისტემატურად იღებს ალკოჰოლურ სასმელს და მშობლების მიმართ არის მუდმივად აგრესიული. დედას ხშირად სთხოვს ფულს, უარის შემთხვევაში აგინებს უწმაწური სიტყვებით. მოწმეებმა თანხვდენილად განმარტეს და დაადასტურეს პ. შ-ს მიერ 2021 წლის 17 ნოემბერს, დედის - ს. მ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტი, 2021 წლის 22 ნოემბრის მუქარის ფაქტი ასევე დედის - ს. მ-ს მიმართ, 2021 წლის 22 ნოემბრის მუქარის ფაქტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი მამის - ნ. შ-ს მიმართ და 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 22 ნოემბრამდე პ. შ-ს მიერ დედის - ს. მ-ს მიმართ ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი.

12. დაზარალებულ ს. მ.ს მხრიდან მუქარის რეალურად აღქმა და მისი განხორციელების შიში დასტურდება მათ შორის მოწმე ლ. ნ-ს(ქალაქ დ-ს სასწრაფო დახმარების ექიმი) ჩვენებით, რომელმაც 2021 წლის 22 ნოემბერს თავად ნახა დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა(გამოძახებაზე მისულს ადგილზე დახვდა ს. მ., რომელიც ტიროდა, იყო განერვიულებული და აღელვებული, რადგან შვილს მის მიმართ ჰქონდა აგრესია, ემუქრებოდა მოკვლით და აგინებდა უწმაწური სიტყვებით, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა შიში, რომ ნამდვილად მოკლავდა); სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს. მ-მ პ. შ-ს მიერ მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა; შემაკავებელ ორდერებში აღნიშნულია როგორც მუქარების, ასევე ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ.

13. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით დგინდება პ. შ-ს მიერ დაზარალებულ ს. მ-სათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება, სისტემატური დამცირება და შეურაცხყოფა და დაზარალებულების(ს. მ. და ნ. შ.) მიერ მუქარის რეალურად აღქმა; საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურებდა შიშის საფუძვლიანობა, დაზარალებულ ს. მ-ს მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა და დამცირებითა და შეურაცხყოფით განცდილი ფსიქოლოგიური ტანჯვა.

14. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაზარალებულთა დისტანციურად დაკითხვით კანონის არსებითი დარღვევის შესახებ, საქმის მასალების დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების არგაზიარების საფუძველი, დაზარალებულები დაიკითხნენ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასევე ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობისა და დაზარალებულთა ასაკის(79 და 80 წლის) გათვალისწინებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ დაზარალებულ მოწმეთა დაკითხვისას კანონის არსებით დარღვევაზე მითითების მიუხედავად, დაცვის მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნულ მოწმეთა ხელახალი დაკითხვისა და შესაბამისი მტკიცებულების ხელახალი გამოკვლევის შესახებ.

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მითითებას სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის და ექსპერტ - მ. მ-ს ჩვენების გაუზიარებლობის შესახებ, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება დაზარალებულ ს. მ-ს ემოციური მდგომარეობა. ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია როგორც დაზარალებულთან გასაუბრება, ექსპერტთან ინტერვიუ, ასევე კვლევით ნაწილში აღნიშნულია გასაუბრების მიმდინარეობა(იხ. ტ. 1, ს.ფ. 158-163).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ პ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე