Facebook Twitter

¹3კ-1158-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში ..... მდებარე ¹48 სამოთახიანი ბინა ირიცხებოდა ნ. ჭ-ის აწ გარდაცვლილ მეუღლის დ. ჭ-ის სახელზე.

1999წ. 19 თებერვალს შპს საამშენებლო კომპანია “კ-სა” და დ. ჭ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს “კ-ს” 2000წ. ბოლომდე უნდა დაემთავრებინა ქ. თბილისში ..... ¹9-11-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და გადაეცა დ. ჭ-ის ოჯახისათვის მეექვსე სართულზე ოთხოთახიანი ბინა.

2000წ. პირველ აპრილს მხარეთა შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მშენებლობის დამთავრების ვადამ გადაიწია 2001წ. ბოლომდე.

ორივე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მშენებარე ბინის ღირებულების გადახდის სანაცვლოდ დ. ჭ-ემ საამშებლო კომპანია შპს “კ-ს” ჩააბარა მისი კუთვნილი სამოთახიანი ბინა.

დ. ჭ-ის მიერ ჩაბარებული ბინა შპს “კ-მა” გამოიყენა ა. ზ-ის დასაკმაყოფილებლად, რომელმაც შპს “კ-ს” მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გადასცა ქ. თბილისში ..... ქ. ¹11-ში მის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა.

მხარეებს შორის გარიგების გაფორმების გამარტივების მიზნით დ. ჭ-ესა და ა. ზ-ის შორის 1999წ. 30 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც დ. ჭ-ემ მითითებული სამოთახიანი ბინა 2000 ლარად გაასხვისა ა. ზ-ზე.

2001წ. 10 მარტს გარდაიცვალა დ. ჭ-ე.

2001წ. მაისში აწ გარდაცვლილი დ. ჭ-ის მეუღლემ ნ. ჭ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ა. ზ-ის მიმართ 1999წ. 30 მარტს დ. ჭ-ესა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ გარიგება იყო თვალთმაქცური.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. 1999წ. 30 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება ცნობილი იქნა ბათილად. ა. ზ-ი თანხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მა.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით შეიცვალა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი. ჩაითვალა, რომ ადგილი ქონდა არა თვალთმაქცურ არამედ მოჩვენებით გარიგებას. ახალი გადაწყვეტილებით კვლავ დაკმაყოფილდა ნ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნა.

ა. ზ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის გარიგება არ იყო არც თვალთმაქცური და არც მოჩვენებითი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს “კ-ს” მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გადაეცა ქ. თბილისში ...... მდებარე ა. ზ-ის კუთვნილი სახლთმფლობელობის ტერიტორია.

შპს საამშენებლო კომპანია “კ-სა” და ა. ზ-ს შორის მოხდა შეთანხმება, რომ ეს უკანასკნელი დაკმაყოფილებული იქნებოდა რამოდენიმე საცხოვრებელი ბინით. ერთ-ერთ ასეთ ბინას წარმოადგენდა ..... მე-13 კორპუსში მდებარე, დ. ჭ-ის სახელზე რიცხული სამოთახიანი ბინა.

შპს საამშენებლო კომპანია “კ-სა” და დ. ჭ-ეს შორის დადებული გარიგების მიხედვით დ. ჭ-ეს ე. ზ-ისათვის გადაცემული სამოთახიანი ბინის სანაცვლოდ მშენებარე სახლში უნდა მიეღო ოთხოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა.

1999წ. 19 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ა. ზ-ზე სამოთახიანი ბინის გადაცემით დ. ჭ-ემ დაფარა ასაშენებელი ოთხოთახიანი ბინის ღირებულება.

მხარეებს: შპს “კ-ს”, ა. ზ-ს და დ. ჭ-ეს შორის დაიდო მრავალმხრივი გარიგება, რომლის საფუძველზეც შპს “კ-ი” იღებდა ა. ზ-ის სახლთმფლობელობის ტერიტორიას, ა. ზ-ი დ. ჭ-ის სამოთახიან ბინას, ხოლო ეს უკანასკნელი-ოთხოთახიან ბინას მშენებარე სახლში.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა რომ დ. ჭ-ესა და ა. ზ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას.

სკ-ს 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია, მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

სადავო ბინის ყიდვა-გაყიდვის გარიგება დაიდო იმ განზრახვით, რომ ა. ზ-ი გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ ბინის ღირებულებით დაიფარა თანხა, რომელიც დ. ჭ-ეს უნდა შეეტანა ოთხოთახიანი ბინის ასაშენებლად სამშენებლო კომპანია “კ-ში”. ა. ზ-მა სახლთმფლობელობის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით კომპენსაცია ბინის სახით ნაცვლად შპს “კ-ისა” მიიღო დ. ჭ-ისაგან. სამაგიეროდ, ჭ-ემ შპს “კ-იდან” მოიპოვა ახალ სახლში ღირებულების გადახდის გარეშე ოთხოთახიანი ბინით დაკმაყოფილების უფლება. გარიგების დადებისას რისკი გაწეული იქნა მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლის დ. ჭ-ის მიერ.

სკ-ს 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)

საჭიროა საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ დაადგინოს, ფაქტობრივად თუ რა სახის გარიგება დაიდო მხარეთა შორის.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად როდესაც დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.