საქმე N190100121005044129
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №301აპ.-23 6 ივლისი, 2023 წელი
კ–ე ა., №301აპ.-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ–ის, ასევე მსჯავრდებულ გ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. კ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ–ს, ასევე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე