საქმე # 330100122005849693
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №462აპ-23 ქ. თბილისი
ვ-ი დ, 462აპ-23 18 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ჯემალ ლომსაძისა და მსჯავრდებულ დ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ტ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ვ-ს, - დაბადებულს ... წლის .. მარტს, - ბრალად ედება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით; დევნა, ესე იგი ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ტელეკომპანია „ფ-ს“ ჟურნალისტი ნ. ჩ-ე, შპს „დ-ის“ ოპერატორი ა. ნ-ი და ვიდეო ოპერატორის თანაშემწე (სტაჟიორი) გ. ც-ი, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების (კერძოდ, რესპოდენტთან ინტერვიუს ჩაწერა) მიზნით, იმყოფებოდნენ თ-ი, ი. ა-ის ქუჩის N..-ში მდებარე ბარ „N...ში“. ბარში ინტერვიუს ჩაწერის მიმდინარეობისას მათ მიუახლოვდა ალკოჰოლური სასმლით მთვრალი დ. ვ-ი, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა ტელეკომპანია „ფ-ას“ საქმიანობის, ასევე ნ. ჩ-ის, ა. ნ-სა და გ. ც-ის ამ ტელეკომპანიაში მუშაობის გამო. საუბრისას დ. ვ-მა განაცხადა, რომ ნეგატიურად იყო განწყობილი ტელეკომპანია „ფ-ისა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ, რის გამოც სამივე ზემოხსენებული ჟურნალისტის მისამართით, ხმაურით, სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით (რამაც ჟურნალისტებში გამოიწვია ძალადობის მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში), მოითხოვდა ნ. ჩ-ს, ა. ნ-ისა და გ. ც-ან პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტასა და ბარის დატოვებას. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების პარალელურად, დ. ვ-მა ნ. ჩ-ს ხელი დაარტყა ბეჭის (მხარი) არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე დ. ვ-ან ძიძგილაობისას ნ. ჩ-ს მიადგა დაზიანებები ხელების არეში. ფიზიკური ძალადობის დროს, დ. ვ-მა მუშტი დაარტყა გ. ც-ს თავსა (კეფა) და ხელში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ვ-მა ხელებისა (მუშტი) და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა. ნ-ს სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხვა დაზიანებებთან ერთად მიიღო სახისა და თვალბუდის მიდამოში დაზიანებები (ნაჭდევი), ყვრიმალის მიდამოში ნაჭდევი, ზედა ყბის მორჩისა და ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დ. ვ-ის მიერ ჩადენილი მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის შედეგად ტელეკომპანია „ფ-ას“ ჟურნალისტებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა, კერძოდ, ვერ ჩაწერეს და გაავრცელეს დაგეგმილი ინტერვიუ.
· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ტელეკომპანია „ფ-ას“ ჟურნალისტი ნ. ჩ-ე, შპს „დ-ის“ ოპერატორი ა. ნ-ი და ვიდეო ოპერატორის თანაშემწე (სტაჟიორი) გ. ც-ი, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების (კერძოდ, რესპოდენტთან ინტერვიუს ჩაწერა) მიზნით იმყოფებოდნენ თ-ში, ი. ა-ის ქუჩის N...-ში მდებარე ბარ „N...ში“. ბარში ინტერვიუს ჩაწერის მიმდინარეობისას, მათ მიუახლოვდა ალკოჰოლური სასმლით მთვრალი დ. ვ-ი, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა ტელეკომპანია „ფ-ას“ საქმიანობის, ნ. ჩ-ის, ა. ნ-სა და გ. ც-ის ამ ტელეკომპანიაში მუშაობის გამო. საუბრისას დ. ვ-მა განაცხადა, რომ ნეგატიურად იყო განწყობილი ტელეკომპანია „ფ-სა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ, რის გამოც სამივე ზემოხსენებული ჟურნალისტის მისამართით, ხმაურით, სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით (რამაც ჟურნალისტებში გამოიწვია ძალადობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), მოითხოვდა ნ. ჩ-ის, ა. ნ-ისა და გ. ც-ან პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტასა და ბარის დატოვებას. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების პარალელურად, დ. ვ-მა ნ. ჩ-ს ხელი დაარტყა ბეჭის (მხარი) არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ვ-ნ ძიძგილაობის დროს ნ. ჩ-ს მიადგა დაზიანებები ხელების არეში. ასევე, ფიზიკური ძალადობის დროს, დ. ვ-მა მუშტი დაარტყა გ. ც-ს თავსა (კეფა) და ხელში, რა დროსაც გ. ც-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ვ-მა ხელებისა (მუშტი) და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა. ნ-ს სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხვა დაზიანებებთან ერთად მიიღო სახისა და თვალბუდის მიდამოში დაზიანებები (ნაჭდევი), ყვრიმალის მიდამოში ნაჭდევი, ზედა ყბის მორჩისა და ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დ. ვ-ის მიერ ჩადენილი მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის შედეგად ტელეკომპანია „ფ-ას“ ჟურნალისტებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა, კერძოდ, ვერ ჩაწერეს და გაავრცელეს დაგეგმილი ინტერვიუ.
· ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის გარდა, დ. ვ-მა ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ტელეკომპანია „ფ-სა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო, ჩაიდინა ნ. ჩ-ის, ა. ნ-სა და გ. ც-ის დევნა მათ პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ტელეკომპანია „ფ-ას“ ჟურნალისტი ნ. ჩ-ე, შპს „დ-ის“ ოპერატორი ა. ნ-ი და ვიდეო ოპერატორის თანაშემწე (სტაჟიორი) გ. ც-ი, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების (კერძოდ, რესპოდენტთან ინტერვიუს ჩაწერის) მიზნით, იმყოფებოდნენ თ-ში, ი. ა-ის ქუჩის N...-ში მდებარე ბარ „N...ში“. ბარში ინტერვიუს ჩაწერის მიმდინარეობისას, მათ მიუახლოვდა ალკოჰოლური სასმლით მთვრალი დ. ვ-ი, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა ტელეკომპანია „ფ-ს“ საქმიანობის, ნ. ჩ-ის, ა. ნ-სა და გ. ც-ის ამ ტელეკომპანიაში მუშაობის გამო. საუბრისას დ. ვ-მა განაცხადა, რომ ნეგატიურად იყო განწყობილი ტელეკომპანია „ფ-ისა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ, რის გამოც სამივე ზემოხსენებული ჟურნალისტის მისამართით, ხმაურით, სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით (რამაც ჟურნალისტებში გამოიწვია ძალადობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), მოითხოვდა ნ. ჩ-ის, ა. ნ-სა და გ. ც-ან პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტასა და ბარის დატოვებას. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების პარალელურად, დ. ვ-მა ნ. ჩ-ს ხელი დაარტყა ბეჭის (მხარი) არეში, რა დროსაც ნ. ჩ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ვ-ან ძიძგილაობის დროს ნ. ჩ-ს მიადგა დაზიანებები ხელების არეში. ასევე, ფიზიკური ძალადობის დროს, დ. ვ-მა მუშტი დაარტყა გ. ც-ს თავსა (კეფა) და ხელში, რა დროსაც გ. ც-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ვ-მა ხელებისა (მუშტი) და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა. ნ-ს სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხვა დაზიანებებთან ერთად მიიღო სახისა და თვალბუდის მიდამოში დაზიანებები (ნაჭდევი), ყვრიმალის მიდამოში ნაჭდევი, ზედა ყბის მორჩისა და ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. დ. ვ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (დაზარალებულ ა. ნ-ის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე.
2.2. დ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ვ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 18 მარტიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ვ-მა ჩაიდინა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით; დევნა, ესე იგი ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით; ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ტელეკომპანია „ფ-ას“ ჟურნალისტი ნ. ჩ-ე, შპს „დ-ის“ ოპერატორი ა. ნ-ი და ვიდეო ოპერატორის თანაშემწე (სტაჟიორი) გ. ც-ი, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების (კერძოდ, რესპოდენტთან ინტერვიუს ჩაწერის) მიზნით იმყოფებოდნენ თ-ში, ი. ა-ის ქუჩის N...-ში მდებარე ბარ „N...ში“. ბარში ინტერვიუს ჩაწერის მიმდინარეობისას მათ მიუახლოვდა ალკოჰოლური სასმლით მთვრალი დ. ვ-ი, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა ტელეკომპანია „ფ-ას“ საქმიანობის და ნ. ჩ-ს, ა. ნ-სა და გ. ც-ის ამ ტელეკომპანიაში მუშაობის გამო. საუბრისას დ. ვ-მა განაცხადა, რომ ნეგატიურად იყო განწყობილი ტელეკომპანია „ფ-სა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ, რის გამოც სამივე ზემოხსენებული ჟურნალისტის მისამართით, ხმაურით, სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით (რამაც ჟურნალისტებში გამოიწვია ძალადობის მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში), მოითხოვდა ნ. ჩ-ის, ა. ნ-ისა და გ. ც-ნ პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტასა და ბარის დატოვებას. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების პარალელურად, დ. ვ-მა ნ. ჩ-ს ხელი დაარტყა ბეჭის (მხარი) არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ვ-ან ძიძგილაობის დროს ნ. ჩ-ს მიადგა დაზიანებები ხელების არეში. ასევე, ფიზიკური ძალადობისას დ. ვ-მა მუშტი დაარტყა გ. ც-ს თავსა (კეფა) და ხელში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ვ-მა ხელებისა (მუშტი) და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა. ნ-ს სხეულის სხვადასხვა არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხვა დაზიანებებთან ერთად მიიღო სახისა და თვალბუდის მიდამოში დაზიანებები (ნაჭდევი), ყვრიმალის მიდამოში ნაჭდევი, ზედა ყბის მორჩისა და ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დ. ვ-ის მიერ ჩადენილი მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის შედეგად, ტელეკომპანია „ფ-ას“ ჟურნალისტებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა, კერძოდ, ვერ ჩაწერეს და გაავრცელეს დაგეგმილი ინტერვიუ.
· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ტელეკომპანია „ფ-ს“ ჟურნალისტი ნ. ჩ-ე, შპს „დ-ის“ ოპერატორი ა. ნ-ი და ვიდეო ოპერატორის თანაშემწე (სტაჟიორი) გ. ც-ი, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელების (კერძოდ, რესპოდენტთან ინტერვიუს ჩაწერის) მიზნით, იმყოფებოდნენ თ-ში, ი. ა-ის ქუჩა N...-ში მდებარე ბარ „N...ში“. ზემოხსენებულ ბარში ინტერვიუს ჩაწერის მიმდინარეობისას, მათ მიუახლოვდა ალკოჰოლური სასმლით მთვრალი დ. ვ-ი, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა ტელეკომპანია „ფ-ს“ საქმიანობის და ნ. ჩ-ის, ა. ნ-სა და გ. ც-ს ამ ტელეკომპანიაში მუშაობის გამო. საუბრისას დ. ვ-მა განაცხადა, რომ ნეგატიურად იყო განწყობილი ტელეკომპანია „ფ-სა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ, რის გამოც სამივე ზემოხსენებული ჟურნალისტის მისამართით, ხმაურით, სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით, გინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და გასროლის მუქარით (რამაც ჟურნალისტებში გამოიწვია ძალადობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), მოითხოვდა ნ. ჩ-ის, ა. ნ-სა და გ. ც-ნ პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტასა და ბარის დატოვებას. მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების პარალელურად, დ. ვ-მა ნ. ჩ-ს ხელი დაარტყა ბეჭის (მხარი) არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ვ-ნ ძიძგილაობის დროს ნ. ჩ-ს მიადგა დაზიანებები ხელების არეში. ასევე, ფიზიკური ძალადობის დროს, დ. ვ-მა მუშტი დაარტყა გ. ც-ს თავსა (კეფა) და ხელში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ. ვ-მა ხელებისა (მუშტი) და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა. ნ-ს სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხვა დაზიანებებთან ერთად მიიღო სახისა და თვალბუდის მიდამოში დაზიანებები (ნაჭდევი), ყვრიმალის მიდამოში ნაჭდევი, ზედა ყბის მორჩისა და ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დ. ვ-ის მიერ ჩადენილი მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის შედეგად ტელეკომპანია „ფ-ს“ ჟურნალისტებმა ვერ შეასრულეს თავიანთი პროფესიული მოვალეობა, კერძოდ, ვერ ჩაწერეს და გაავრცელეს დაგეგმილი ინტერვიუ.
· ჟურნალისტური საქმიანობის შეწყვეტის გარდა, დ. ვ-მა ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ტელეკომპანია „ფ-სა“ და მისი ჟურნალისტების მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო, ჩაიდინა ნ. ჩ-ის, ა. ნ-სა და გ. ც-ის დევნა მათ პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ-ში, ი. ა-ის ქუჩის N...-ში მდებარე ბარ „N...ში“, დ. ვ-მა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა განხორციელა ნ. ჩ-ის, ა. ნ-სა და გ. ც-ის მიმართ, რის საპასუხოდაც ა. ნ-მა ვიდეო-კამერის საყრდენი შტატივი მოუქნია მას. აღნიშნულის შემდეგ კი, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა დ. ვ-მა, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ხელებისა (მუშტი) და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა. ნ-ს სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხვა დაზიანებებთან ერთად მიიღო სახისა და თვალბუდის მიდამოში დაზიანებები (ნაჭდევი), ყვრიმალის მიდამოში ნაჭდევი, ზედა ყბის მორჩისა და ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. ვ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5.1. მსჯავრდებულ დ. ვ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. ტ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენის გაუქმება და დ. ვ-ის გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. ვ-ის დამნაშავედ ცნობისათვის პროკურორის საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ა. ნ-ის ეპიზოდი), კერძოდ:
8. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა დ. ვ-ის მიერ ა. ნ-ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი და მისი დაზიანების ხარისხი, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან, თუმცა დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, ჩაიდინა თუ არა დ. ვ-მა ა. ნ-ის მიმართ ფიზიკური ძალადობა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ა. ნ-მა ვიდეო-კამერის შტატივი მოუქნია და დაარტყა სახის არეში.
9. უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება, რომ იმის მერე, რაც დ. ვ-მა მომენტალურად მოიგერია ა. ნ-ის მიერ მისკენ მოქნეული შტატივი, იგი აღარ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, შესაბამისად მისი ქმედება იყო არა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება, არამედ ყოველგვარი წინაპირობისა და საშიშროების გარეშე - განზრახი ქმედებები, მიმართული დაზარალებულ ა. ნ-ის დაზიანებისაკენ, მითუმეტეს, რომ დარტყმის შემდეგ წაიქცა და მსჯავრდებულმა მასზე ფიზიკურად იძალადა.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეოჩანაწერით უტყუარად დადგენილია, რომ აგრესიული დ. ვ-ის მიმართ, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულებს და ემუქრებოდა მათ, თავდაპირველი თავდასხმა განახორციელა ა. ნ-მა ვიდეო-კამერის საყრდენი შტატივის გამოყენებით, რამაც დ. ვ-ი ჩააყენა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, თუმცა შემდგომ განვითარებული მოვლენები - მსჯავრდებულის მხრიდან უმოწყალო ფიზიკური ძალადობა ა. ნ-ის მიმართ, რაც მისი შეკავების მიუხედავად, რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, გამორიცხავს აუცილებელი მოგერიების ერთ-ერთი მთავარი პირობის - უკიდურესობით გამოწვეული მოქმედების არსებობას, ვინაიდან დ. ვ-ის მოქმედება აღარ იყო თანაზომიერი, აუცილებლობით განპირობებული თავდაცვითი მოქმედება.
11. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით კრიმინალიზებულია აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დ. ვ-ი მოქმედებდა რა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ა. ნ-ს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ამ ეპიზოდში მისი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან ამავე კოდექსის 122-ე მუხლზე საკასაციო სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია.
12. საკასაციო სასამართლო ადვოკატ ც. ტ-ს მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. ვ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე ასევე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (კერძოდ: დაზარალებულების - ნ. ჩ-ის, ა. ნ-ის, გ. ც-ის ჩვენებებით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერების 2022 წლის 17 მარტის ვიდეოჩანაწერებით, ინტერნეტ-გვერდ „myvideo“-ს ჩანაწერებით, მოწმეების - შ. ნ-ის ჩვენებით, ა. პ-ის, ო. გ-ის, დ. გ-ის, ს. ო-ის, გ. გ-ის, გ. ც-ს, ს. ჭ-ს გამოკითხვის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N..., N...., N.... და N... დასკვნებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარადაა დადასტურებული დ. ვ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, კერძოდ:
13. დაზარალებულების - ნ. ჩ-ის, ა. ნ-სა და გ. ც-ის ჩვენებების თანახმად, 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. თ-ში, ა-ის ქ.№...-ში მდებარე ბარში გეგმავდნენ ინტერვიუს ჩაწერას რუსეთის მოქალაქე ა. პ-ნ. მათი მისამართით უკმაყოფილება გამოხატა ბარში მყოფმა უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც თავადვე განაცხადა, რომ იყო დ. ვ-ი, არ მოსწონდა ტელეკომპანია „ფ-ა“ და მათ მოუწოდა ბარის დატოვება იმ მიზეზით, რომ ირღვეოდა მისი პირადი სივრცე; მათი მისამართით იძახდა შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და იქცეოდა აგრესიულად; ნ. ჩ-ს გაშლილი ხელი ძლიერად ჰკრა მხარზე, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება ჩალურჯების სახით. დ. ვ-ი პარალელურად აგრძელებდა გინებას და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს, იმუქრებოდა გასროლით, რაც მათ აღიქვეს რეალურად და იძულებულები გახდნენ შეეჩერებინათ იგი, რა დროსაც, თავდაცვის მიზნით, ა. ნ-მა ვიდეოკამერის შტატივი მოუქნია დ. ვ-ს, რამაც უფრო აგრესიული გახადა, თავს დაესხა ა. ნ-ს, დააგდო ძირს და გამეტებით დაარტყა მუშტები, სავარაუდოდ ფეხებიც; ნ. ჩ-ძე და გ. ც-ი ცდილობდნენ დ. ვ-ის შეკავებას, რა დროსაც მან გ. ც-აც მიაყენა ფიზიკური შეჯურაცხყოფა. საბოლოოდ, ჟურნალისტებმა დატოვეს ტერიტორია ისე, რომ ვერ ჩაწერეს ინტერვიუ რესპოდნეტთან და ვერ შეასრულეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა.
14. დაზარალებულების ჩვენებები თანხვდენილია თ-ში, ი.ა-ის №...-ში მდებარე ბარ „№...ან“ ამოღებულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების 2022 წლის 17 მარტის ვიდეოჩანაწერებსა და მოწმე ა. პ-ის ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა 2022 წლის 17 მარტს აღნიშნულ ბარში მომხდარი ინციდენტი და აღნიშნა, რომ საბოლოოდ, აღნიშნული ინციდენტიდან გამომდინარე, ისე დატოვეს ბარის ტერიტორია, რომ ჟურნალისტებმა მასთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ შეძლეს.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. ვ-ის მიერ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და დევნის ფაქტი დასტურდება ასევე მოწმე შ. ნ-ის ჩვენებითა და ინტერნეტ-გვერდ „myvideo-ს“ ჩანაწერებით. მოწმის ჩვენებით, 2022 წლის 17 მარტს, საღამოს საათებში, მივიდა ბარში სიუჟეტის ჩასაწერად, რადგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა მათ თანამშრომელებზე - ნ. ჩ-ე, ა. ნ-სა და გ. ც-ზე ფიზიკურ ძალადობას. ადგილზე მისულებს, ბარში კვლავ დახვდათ ნასვამი დ. ვ-ი, რომელიც ჟურნალისტების დანახვაზე კვლავ აგრესიული გახდა და მათთან საუბარში აღიარა, რომ სწორედ მან იძალადა ჟურნალისტებზე, რის შემდეგაც სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა შ. ნ-ც, წაართვა მიკროფონი და ძირს დააგდო, დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით და გაიწია დასარტყმელად, თუმცა სიტუაცია განმუხტეს ტელეკომპანიის უსაფრთხოების თანამშრომლებმა.
16. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - ს. ო-მ, გ. გ-მა, გ. ც-მ, ს. ჭ-მ.
17. ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და აგრესიული მიმართვის ფაქტს არ უარყოფს თვითონ მსჯავრდებული დ. ვ-ი, თუმცა აცხადებს, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო დაზარალებულთა მიერ, რომელთაც არ გათვალისწინეს მისი პოზიცია, რომ არ სურდა სიუჟეტის კადრში მოხვედრა და ასევე - საჯარო სივრცეში ეწარმოებინათ გადაღება მისი ნების საწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის განმარტებით, სწორედ ტელეკომპანია „ფ-ას“ თანამშრომლების მხრიდან მისი სურვილის გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია აგრესია, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და უდიერად მოიხსენია ტელეკომპანიაც. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულების, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების განმარტებებითა და „№...ან“ ამოღებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ ოპერატორის მიერ დამონტაჟებული კამერის განთავსების ადგილისა და მიმართულების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის პრეტენზია პირადი სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან დ. ვ-ი იჯდა მაგიდასთან, რომელიც იდგა კამერის გვერდით, ერთი მაგიდით უკან და შესაბამისად, იგი ვერანაირად ვერ მოხვდებოდა კამერის ხედვის არეში.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ვ-ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ჯემალ ლომსაძისა და მსჯავრდებულ დ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ტ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი