საქმე # 330100121004357449
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №478აპ-23 ქ. თბილისი
ც–ი ნ., 478აპ-23 18 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. ც–ს, გ. მ–სა და გ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მათთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციის მიხედვით, ვინაიდან დასტურდება, რომ მსჯავრდებულთა ქმედებებს ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი; გარდა ამისა, პროკურორს მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგისა და მათი პიროვნებების გათვალისწინებით, მათთვის შეფარდებული სასჯელი უსამართლოდ და ზედმეტად მსუბუქად მიაჩნია.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ც–ს, გ. მ–სა და გ. ს–ს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, იარაღის გამოყენება და თავდასხმა.
გ. ც–იის, გ. მ–ასა და გ. ს–ას მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 14 ნოემბერს, ქ. თ–ში, ..........ას ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუადღის საათებში, გ. ყ–ს ჯგუფურად თავს დაესხნენ გ. მ–ა, გ. ს–ა და გ. ც–ი, რომლებიც ბეისბოლის ხელკეტით, მეტალის საგნისა და დანის გამოყენებით გაუსწორდნენ მას და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გ. ც–ი დანის გამოყენებით ცდილობდა გ. ყ–სთვის ჯანმრთელობის დაზიანებას, გ. მ–ა ბეისბოლის ხელკეტის გამოყენებით, ძლიერად ურტყამდა მას სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო გ. ს–ამ მეტალის საგანი ძლიერად ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანება და თავიდან წამოუვიდა სისხლი. გ. ყ–მა, ჯგუფური თავდასხმის შედეგად მიყენებული დარტყმებისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:
ü გ. ც–ს, - დაბადებულის 1... წელს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
გ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, გ. ც–ი გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
გაუქმდა გ. ც–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო.
ü გ. მ–ს, - დაბადებულის 19.. წელს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
გ. მ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე, გ. მ–ა გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
გაუქმდა გ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო.
ü გ. ს–ს, - დაბადებულის 1... წელს, - მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
გ. ს–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გ. ს–ა გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
გაუქმდა გ. ს–ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა უნდა მოეხსნას კლარა გეგელიას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ. ს–ი, .....ს ქ. N.. (საკადასტრო კოდი .............) ბრალდებულების - გ. ც–ს, გ. ს–ს და გ. მ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის სანაცვლოდ.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 14 ნოემბერს, თ–ში, ............ას ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუადღის საათებში, გ. ყ–ს ჯგუფურად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გ. მ–მ, გ. ს–მ და გ. ც–მა, რა დროსაც გ. ყ–სმა მიიღო დაზიანება, თავიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ც–ს, გ. მ–სა და გ. ს–ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მათთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების: გ. ც–ს, გ. მ–სა და გ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ბრალდების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ გ. ყ–სის გამოკითხვის ოქმით, გ. ყ–სის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ამოცნობის ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით დასტურდება, რომ გ. ც–მა, გ. მ–მ და გ. ს–მ დაზარალებულ გ. ყ–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც თვითონ მსჯავრდებულებიც აღიარებენ, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ გ. ც–იი, გ. მ–ა და გ. ს–ა წინასწარ შეკავშირდნენ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების, ან ხელმძღვანელობის, ან მასში მონაწილეობის განსახორციელებლად, ან თუნდაც მოქმედებდნენ კონკრეტულ პირთან შეთანხმებით და ასრულებდნენ ვინმეს დავალებებს, რაც საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშნებს წარმოადგენს, რომელთა დადასტურების გარეშე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. რაც შეეხება მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებულ სასჯელებს, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულებს შეუფარდეს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდისგანაც ისინი გათავისუფლდნენ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე. გარდა ამისა, მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრათ ჯარიმა 5000-5000 ლარი. ამასთან, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის შეფარდებისას, სრულად გაითვალისწინეს სასჯელის განსაზღვრის ზოგადსავალდებულო გარემოებები, მათ შორის - მათი ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (სამივე მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნიეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდნენ დაზარალებულს), მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულებს შეუფარდეს სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მათ პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი