Facebook Twitter

3კ-1331-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 10 აგვისტოს ზ. ხ-ემ გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხე ნ. მ-ის, მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო პოთხოვნით – ი. მ-ის, მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, გორის ნოტარიუს მ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მინდობილობისა და სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმებ იმ საფუძვლით, რომ 2000წ. 4 ივლისს მოსარჩელი მიერ გაცეული მინდობილობის საფუძველზე მისი საცხოვრებელი ბინის გაყიდვა მოხდა უკანონოდ მოპასუხის მიერ, რადგან იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცი უნდა განხორცილებულიყო არა მინდობილობის საფუძველზე, არამედ იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ხ-ის სარჩელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-ემ და ი. მ-ემ და მოითხოვეს მითითებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. მ-ისა და ი. მ-ის სააპელაციო საჩივრები. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება და ზ. ხ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-ემ. კასატორმა მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს მხარეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს მორიგების თაობაზე და წარმოადგინეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები. მორიგება არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. მხარეებს განემარტათ სსკ-ს 273-ე მუხლი.

სსკ-ს მე-3 და 272-273-ე მუხლების თანახმად მხარეთა მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დამტკიცდეს მორიგება კასატორ ზ. ხ-ესა და მოწინააღმდეგე მხარეებს ი. მ-ესა და ნ. მ-ეს შორის შემდეგი პირობებით:

ზ. ხ-ე კისრულობს ვალდებულებას, აღნიშნული ხელშეკრულების დადებიდან ოთხი თვის ვადაში ე.ი. 2003წ. 20 ივლისამდე გადაუხადოს ი. მ-ეს 2000 აშშ დოლარი, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში გამოთავისუფლოს ქ. გორში ..... მდებარე ბინა.

ი. მ-ე თანახმაა მიიღოს 2000 აშშ დოლარი 2003წ. 20 ივლისამდე და თანხის მიღების შემდეგ ქ. გორში ..... მდებარე ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხოს ზ. ხ-ის სახელზე.

სახელმწიფო ბაჟის 80 ლარის გადახდა თანაბარწილად – თითოეულს 40 ლარის ოდენობით დაეკისროთ ზ. ხ-ესა და ი. მ-ეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.