¹3კ-327-03 22 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ე-ამ” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში შპს “ს-ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 880.000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 650.000 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ე-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს “ს-ას” სს “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 1.530.000 აშშ დოლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში მოცემული საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი (შეთანხმება) შემდეგი პირობებით:
1. მხარეები აცხადებენ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს “გ-ის” საკასაციო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც “გ-ას” დაეკისრა 1.530.000 აშშ დოლარის გადახდა “ე-ის” სასარგებლოდ.
2. წინამდებარე აქტ-შეთანხმების ხელმომწერი “მხარეები” აცხადებენ და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ წინამდებარე აქტ-შეთანხმების ხელმოწერის მომენტისათვის “გ-ამ” გადაუხადა “ე-ას” 880.000 აშშ დოლარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით 1.530.000 აშშ დოლარი დადგენილი თანხის დავალიანებიდან.
3. “ე-ა” წინამდებარე აქტ-შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან უარს ამბობს მოთხოვნაზე, გადაახდევინოს გზას დარჩენილი დავალიანება 650.000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით არის დადგენილი.
4. “გ-ა”, წინამდებარე აქტ-შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან, უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე, რომელიც შეტანილია უზენაეს სასამართლოში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გამო, რომლითაც “გ-ას” დაეკისრა “ე-ის” სასარგებლოდ 1.530.000 აშშ დოლარის გადახდა.
5. “გ-ა” ვალდებულებას კისრულობს სრული მოცულობით შეასრულოს თავისი ვალდებულებანი “ე-ის” წინაშე, რომელიც გათვალისწინებულია 2002წ. 31 იანვარს შპს “ქ-ოს” (“ა-ოს” უფლებამონაცვლის), ასოციაცია “ბ-ის”, “ს-ის” და “ე-ის” მიერ დადებული “მეზობელი ქვეყნებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ” აქტ-შეთანხმების პ.13-ის პირობებით და ¹09/01 “მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ორმხრივი ანგარიშსწორების შესახებ შეთანხმებით”, რომელიც 2001წ. 07 თებერვალს დადეს “გ-ამ” და “ე-ამ”.
6. “მხარეები” აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია წინამდებარე აქტ-შეთანხმების სამართლებრივი შედეგები, რის შესახებაც “მხარეები” ატყობინებენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. “მხარეები” ვალდებულებას კირსულობენ, დაადასტურონ და დააფიქსირონ თავიანთი ვალდებულებანი წინამდებარე აქტ-შეთანხმების მიხედვით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რათა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღოს შესაბამისი განჩინება, რომელიც ამტკიცებს სასამართლოს წესით “მხარეების” ვალდებულებებს წინამდებარე აქტ-შეთანხმების შესაბამისად.
8. წინამდებარე აქტ-შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შეუსრულებლობის შემთხვევაში, “ე-ას” უფლება აქვს, დადგენილი წესით მოსთხოვოს “გ-ას” შეასრულოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება “გ-ის” ვადებულებათა შესასრულებლად, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე აქტ-შეთანხმების მე-5 მუხლით.
9. წინამდებარე აქტ-შეთანხმება ძალაში შედის “მხარეების” მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
10. წინამდებარე აქტ-შეთანხმება მოქმედებს “მხარეების” მიერ თავიანთ ვალდებულებათა შესრულებამდე.
11. წინამდებარე აქტ-შეთანხმება გაფორმებულია რუსულ ენაზე, თითოეული ეგზემპლარი 1 ფურცლად, 3 ეგზემპლარად, რომლებსაც თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თითო ეგზემპლარად ყოველი “მხარისა” და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება. მხარეები უთითებენ, რომ მათთვის ცნობილია საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგები, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ს 272-ე მუხლით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო 2003წ. 2 აპრილის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
“მხარეები” აცხადებენ და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ წინამდებარე აქტ-შეთანხმების ხელმოწერის მომენტისათვის “გ-ამ” გადაუხადა “ე-ას” 880.000 აშშ დოლარი 1.530.000 აშშ დოლარი თანხის დავალიანებიდან.
“ე-ა” წინამდებარე აქტ-შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან უარს ამბობს მოთხოვნაზე გადაახდევინოს ,,გ-ას” დარჩენილი დავალიანება 650.000 აშშ დოლარის ოდენობით.
“გ-ა” ვალდებულებას კისრულობს სრული მოცულობით შეასრულოს თავისი ვალდებულებანი “ე-ის” წინაშე, რომელიც გათვალისწინებულია 2002წ. 31 იანვარს შპს “ქ-ოს” (“ა-ოს” უფლებამონაცვლის), ასოციაცია “ბ-ის”, “ს-ის” და “ე-ის” მიერ დადებული “მეზობელი ქვეყნებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ” აქტ-შეთანხმების პ.13-ის პირობებით და ¹09/01 “მოხმარებული ელექტროენერგიისათვის ორმხრივი ანგარიშსწორების შესახებ შეთანხმებით”, რომელიც 2001წ. 07 თებერვალს დადეს “გ-ამ” და “ე-ამ”.
მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, “ე-ას” უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს გარიგების პირობების შესრულება.
შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.