საქმე # 010100122006311695
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №794აპ-23 ქ. თბილისი
ე-ე ლ, 794აპ-23 30 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:
1.1. ლ. ე-ე, - დაბადებული --- წლის .. მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ლ. ე--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 8 სექტემბრიდან იმავე წლის 9 სექტემბრამდე.
1.3. გაუქმდა ლ. ე-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - მ. ე-ეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ე-ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ბ-ში, ნ--ს ქუჩის N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ე-ემ, სამი წლის შვილის თანდასწრებით, ხელის სახის არეში ორჯერ დარტყმით იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ა-ე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 31 აგვისტოს, ქ. ბ-ში, ნ--ს ქუჩის N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ. ე--ემ, სამი წლის შვილის თანდასწრებით, ხის ჯოხის ფეხზე დარტყმით იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ა-ე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 1 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე (დაკავებამდე) პერიოდში, ლ. ე-ე სისტემატიურ სატელეფონო კომუნიკაციას ამყარებდა საკუთარი ოჯახის წევრთან - მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ა-ნ; ასევე 2022 წლის 1 სექტემბერს მივიდა ზ--ს რაიონის სოფელ ო--ში მდებარე ა. ა-ს საცხოვრებელ სახლში, რითაც მან დაარღვია 2022 წლის პირველ სექტემბერს, საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზ-ს რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული N--- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
· 2022 წლის 1 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე (დაკავებამდე) პერიოდში, ლ. ე-ე სატელეფონო საუბრებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარი ოჯახის წევრს - მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა. ა-ს, რომელიც იმყოფებოდა ზ-ს რაიონის სოფელ ო--ში. ა. ა-მ ლ. ე-ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ლ. ე-ის მიმართ მუქარის ბრალდებიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 111 მუხლზე მითითება.
3.3. ლ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ლ. ე-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 8 სექტემბრიდან იმავე წლის 9 სექტემბრამდე.
3.5. ლ. ე-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - მ. ე-ეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ლ. ე-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მსჯავრდებულ ლ. ე-ის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულ ა. ა-სა და მოწმეების - ნ. ა-ს, ა. ქ-ა და ხ. მ-ს გამოკითხვის ოქმები, N------ შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N-- დასკვნა), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ. ე-ემ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს სასამართლოს მიერ დადგენილი კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ამორიცხა განაჩენში მუქარის ნაწილში 111 მუხლი, ასევე ლ. ე-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ არის სამართლიანი და, შესაბამისად, მუქარის ნაწილში ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ასევე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს მკაცრი სასჯელი, რასაც საკასაციო ეთანხმება ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სახელმწიფო ბრალმდებელი - ანა როყვა საკასაციო საჩივრით მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ. ე-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ არის სამართლიანი, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. ამდენად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს მის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს, სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
6. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. ე-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარება და სინანული ჩადენილი ქმედებების გამო; ის გარემოება, რომ ლ. ე-ეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ გაუხდია სადავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პირველადაა სამართალში, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის დამძიმების კუთხით, ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
7. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ლ. ე-ის ქმედების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სიცოცხლის მოსპობის მუქარას როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ერთად არსებობს დამატებით სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მე-111 მუხლზე მითითების საფუძველი, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ,,ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით“. მართალია, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას, თუმცა, თუ რა შემთხვევაში მიიჩნევა უშუალოდ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამამძიმებელ გარემოებაში - ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილად, განისაზღვრება სწორედ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლით. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლი ამავე კოდექსის მე-111 მუხლის ექსპლიციტური და შინაარსობრივი განმარტების შესაბამისად, საჭიროებს ამ მუხლზე მითითებას. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლში მოცემულია იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლებიც მიიჩნევა ოჯახურ დანაშაულად, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნით კი განისაზღვრება პირთა წრე, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ითვლება ოჯახის წევრად. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, მსჯავრდებული ლ. ე-ე და დაზარალებული ა. ა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები არიან, ნ. ე-ე კი მათი არასრულწლოვანი შვილი. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის - ლ. ე-ის მიერ ოჯახის მეორე წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, ა. ა-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივრით მოთხოვნილია ლ. ე-ის დამნაშავედ ცნობა ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის - საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითებით. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი ოჯახის წევრად მიიჩნევა „არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი“. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ე-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ლ. ე-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 26 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ლ. ე-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
5. ლ. ე-ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 8 სექტემბრიდან იმავე წლის 9 სექტემბრამდე;
6. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლ. ე-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს - მ. ე-ეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი