Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1572-1146(კ-06) 16 ივნისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის ¹ბს-1572-1146(კ-06) გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთისა» და ა. რ.-ის საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ა. რ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. რ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის» შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ საბაჟო დეპარტამენტსა და ა. რ.-ეს შორის 2001 წლის 14 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) დაშვებული უსწორობანი. საკასაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია შესწორება შეეტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და გადაწყვეტილბის სარეზულუციო ნაწილის მე-2 პუქნტი ნაცვლად: ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს», ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: «2. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «დასავლეთის» საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს».

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის ¹ბს-1572-1146(კ-06) გადაწყვეტილების სარეზულუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შენდეგნაირად:

2. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის» საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს»

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.