Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-420-03 20 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. ჰ-ის წარმომადგენელ ა. ნ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 1 აპრილის ¹3კ/420-03 განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 1 აპრილის ¹3კ/420-03 განჩინებით მ. და დ. ჰ-ებს შორის დამტკიცდა მორიგება. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის განჩინება და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლის 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილება დ. ჰ-ისათვის შვილების ირლანდიაში წაყვანაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

საკასაციო პალატის 2003წ. 1 აპრილის ¹3კ/420-03 განჩინების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, მ. ჰ-ის დაბადების თარიღად, ნაცვლად 1993წ. 17 ნოემბრისა (მ. ჰ-ის დაბადების მოწმობის მიხედვით) მითითებულია 1997წ. 17 ნოემბერი. შესაბამისად, მორიგების აქტის “ა” პუნქტში მითითებული პირობების მოქმედება, რომელთა მიხედვით მ. ჰ-ი თანახმაა, დ. ჰ-იმ წელიწადში ორჯერ (ზამთარში და ზაფხულში), ორ-ორი კვირით წაიყვანოს შვილები _ მ. და ნ. ჰ-ები დედის, მ. ჰ-ის, თანხლებით ირლანდიაში; სამივეს მგზავრობისა და ირლანდიაში ყოფნის აუცილებელ ხარჯებს დააფინანსებს დ. ჰ-ი; მ. ჰ-ი ირლანდიაში ყოფნის დროს არ იცხოვრებს დ. ჰ-ის სახლში, მაგრამ ექნება ბავშვებთან შეუზღუდავად დაკავშირების საშუალება. ბავშვების სურვილისამებრ გადაწყდება, ვისთან გაათევენ ღამეს – მამასთან თუ დედასთან, განისაზღვრა, ნაცვლად 2005წ. 17 ნოემბრისა, 2009წ. 17 ნოემბრამდე, ე.ი სანამ მ. ჰ-ის შეუსრულდება 12 წელი.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 1 აპრილის ¹3კ/420-03 განჩინების აღწერილობითი ნაწილის მესამე სტრიქონში მ.-პ. ჰ-ის დაბადების თარიღად, 1997წ. 17 ნოემბრის ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს 1993წ. 17 ნოემბერი; აღწერილობითი ნაწილის მე-9 აბზაცში და სარეზოლუციო ნაწილის მე-4 აბზაცში სიტყვების “იმოქმედებს 2009წ. 17 ნოემბრამდე, ე.ი სანამ მ. ჰ-ის შეუსრულდება 12 წელი” და სიტყვების “თუ სამედიცინო შემოწმებით დადგინდება, რომ იგი შეძლებს მგზავრობას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გარეშე, 2009წ. 17 ნოემბრიდან დ. ჰ-ის მიეცემა უფლება, ისიც (ნ. ჰ-ი) წაიყვანოს დედის გარეშე” მითითებული უნდა იყოს “იმოქმედებს 2005წ. 17 ნოემბრამდე, ე.ი სანამ მ. ჰ-ის შეუსრულდება 12 წელი” და “თუ სამედიცინო შემოწმებით დადგინდება, რომ იგი შეძლებს მგზავრობას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გარეშე, 2005წ. 17 ნოემბრიდან დ. ჰ-ის მიეცემა უფლება, ისიც წაიყვანოს დედის გარეშე”.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 1 აპრილის ¹3კ/420-03 განჩინებაში მ. ჰ-ის დაბადების თარიღი და მორიგების აქტის “ა” პუნქტში მითითებული პირობების მოქმედების ვადა, კერძოდ:

1) აღწერილობითი ნაწილის მესამე სტრიქონში სიტყვები “1997წ. 17 ნოემბერს” შეიცვალოს სიტყვებით “1993წ. 17 ნოემბერს”; 2) აღწერილობითი ნაწილის მე-9 აბზაცში და სარეზოლუციო ნაწილის მე-4 აბზაცში სიტყვები “იმოქმედებს 2009წ. 17 ნოემბრამდე, ე.ი სანამ მ. ჰ-ის შეუსრულდება 12 წელი” და სიტყვები “თუ სამედიცინო შემოწმებით დადგინდება, რომ იგი შეძლებს მგზავრობას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გარეშე, 2009წ. 17 ნოემბრიდან დ. ჰ-ის მიეცემა უფლება, ისიც წაიყვანოს დედის გარეშე” შეიცვალოს სიტყვებით “იმოქმედებს 2005წ. 17 ნოემბრამდე, ე.ი სანამ მ. ჰ-ის შეუსრულდება 12 წელი” და “თუ სამედიცინო შემოწმებით დადგინდება, რომ იგი შეძლებს მგზავრობას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გარეშე, 2005წ. 17 ნოემბრიდან დ. ჰ-ის მიეცემა უფლება, ისიც წაიყვანოს დედის გარეშე”.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.