საქმე # 330100121004840726
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1097აპ-22 ქ. თბილისი
ხ. დ. 1097აპ-22 25 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,
პროკურორ - ნიკოლოზ დგებუაძის,
მსჯავრდებულ - დ. ხ-ს,
ადვოკატების - დ. ა-ს, მ- ს-ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე, განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძისა და მსჯავრდებულ დ. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ა-სა და მ. ს-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ხ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ა-სა და მ. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. დ. ხ. საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;
5. დ. ხ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (თ. ხ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
6. დ. ხ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ნ. ქ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
7. დ. ხ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
9. დ. ხ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 18 აპრილიდან;
10. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
11. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-31 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;
12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე