¹ 3კ-445-03 30 ივლისი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
... კავშირის “ც.-ის” მეპაიეებმა სარჩელით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს და მოითხოვს რაიონული სასამართლოს 1997წ. 30 დეკემბრის ... კავშირის – ეროვნული ალიანსი “ც.-ის” რეგისტრაციის დადგენილებისა და ... კავშირის “ც.-ის” რეგისტრაციის 2001წ. 18 ივნისის დადგენილების გაუქმება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, 2002წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში მოცემული საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი (შეთანხმება) შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე – ... კავშირი _ “ც.-ის” წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი ი. ქ.-ი აღიარებს მოსარჩელის – ...-ის მეპაიეების ნ. ხ.-ის, ვ. ფ.-ის, მ. ქ.-ის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 დეკემბრის დადგენილებით განხორციელებული ... – ეროვნული ალიანსი _ “ც.-ის” რეგისტრაციის (რეგისტრაციის ¹...) გაუქმებას, რეგისტრაციაში დაშვებული დარღვევების გამო, ვინაიდან, ... კავშირი დაფუძნებული იყო XXII ყრილობის მიერ 1997წ. 30 სექტემბერს კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით, ხოლო რეგისტრაციაში გატარებულ იქნა კავშირის სამართლებრივი ფორმით.
2. მოპასუხე მხარე კასატორების მონაწილეობით “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.8 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოასწორებს ბოლო რეგისტრაციაში დაშვებულ ხარვეზებს, კერძოდ, დამფუძნებელი კოოპერატივების თავმჯდომარეთა ყველა ცვლილება აისახება შესაბამის სამეწარმეო რეესტრში და ც.-ის დასახელება “საქართველოს ... კავშირი “ც.-ი” დამტკიცდება საბჭოს კრებაზე.
3. მოპასუხე მხარე უარს აცხადებს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში წარდგენილ სააპელაციო სარჩელში დაყენებულ მოთხოვნებზე.
4. სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთანავე მოსარჩელე მხარე კისრულობს ვალდებულებას შეწყვიტოს მხარეებს შორის არსებული დავები ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში.
5. მორიგების აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან მხარეები თუ არ შეასრულებენ მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას, განჩინება გადაეცემა იძულებით აღსასრულებლად.
მხარეთათვის ცნობილია საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგები, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ს 272-ე მუხლით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო 2003წ. 20 მაისის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე – ... კავშირი “ც.-ის” წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირი ი. ქ.-ი აღიარებს მოსარჩელის – ...-ის მეპაიეების ნ. ხ.-ის, ვ. ფ.-ის, მ. ქ.-ის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 დეკემბრის დადგენილებით განხორციელებული სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი – ეროვნული ალიანსი _ “ც.-ის” რეგისტრაციის (რეგისტრაციის ¹...) გაუქმებას, რეგისტრაციაში დაშვებული დარღვევების გამო, ვინაიდან, ... კავშირი დაფუძნებული იყო XXII ყრილობის მიერ 1997წ. 30 სექტემბერს კოოპერატივის სამართლებრივი ფორმით, ხოლო რეგისტრაციაში გატარებულ იქნა კავშირის სამართლებრივი ფორმით.
2. მოპასუხე მხარე კასატორების მონაწილეობით, “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.8 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოასწორებს ბოლო რეგისტრაციაში დაშვებულ ხარვეზებს, კერძოდ დამფუძნებელი კოოპერატივების თავმჯდომარეთა ყველა ცვლილება აისახება შესაბამის სამეწარმეო რეესტრში და ც.-ის დასახელება “საქართველოს ... კავშირი “ც.-ი” დამტკიცდება საბჭოს კრებაზე.
3. მოპასუხე მხარე უარს აცხადებს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში წარდგენილ სააპელაციო სარჩელში დაყენებულ მოთხოვნებზე.
4. სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთანავე, მოსარჩელე მხარე კისრულობს ვალდებულებას შეწყვიტოს მხარეებს შორის არსებული დავები ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში.
5. მორიგების აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან, მხარეები თუ არ შეასრულებენ მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას, განჩინება გადაეცემა იძულებით აღსასრულებლად.
შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.
მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.