Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-569-02 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება, ნივთების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. ივნისში რ. შ-ემ რეგისტრაციის გარეშე იქორწინა მ. ბ-ესთან. Dდ. და ო. შ-ეები არიან რ. შ-ის მშობლები, ხოლო რ. და ნ. შ-ეები _ დები.

რ. შ-ის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მ. ბ-ეს საჩუქრად გადასცეს 17 დასახელების სამკაული და პირადი ნივთები, რომელთა საერთო ღირებულება შედგენს 2306 ლარს.

ქორწილიდან მესამე დღეს რ. შ-ემ პრეტენზია განაცხადა მ. ბ-ის მიმართ, რომ იგი არ იყო ქალწული.

სამედიცინო ექსპერტიზის 2001წ. 27 ივნისის დასკვნის თანახმად, მ. ბ-ის საქალწულე აბკის დარღვევის დრო შეესაბამებოდა რ. შ-ესთან სქესობრივი კავშირის დამყარების პერიოდს. Aამ უკანასკნელმა არ ჩათვალა სარწმუნოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დროს არ დაეთახმა მ. ბ-ის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომ გადამოწმება მომხდარიყო სხვა ექსპერტებთან. მოპასუხეებმა მოსარჩელეს წაართვეს ნაჩუქარი ნივთები და აიძულეს, რომ დაეტოვებინა ოჯახი. რამდენიმე დღის შემდეგ რ. შ-ემ იქორწინა სხვა ქალთან.

2001წ. 18 ივლისს მ. ბ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში რ., დ., რ. და ნ. შ-ეების მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების და ნივთების დაბრუნების შესახებ.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალათ 2306 ლარად შეფასებული ნაჩუქარი ნივთების დაბრუნება, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრათ 10000 აშშ დოლარის გადახდა.

გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა რ., დ., რ. და ნ. შ-ეებმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწრმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მ. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელზე. ნაჩუქარი ნივთების დაბრუნების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

მ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოპასუხეებმა რ., დ., ო., რ. და ნ. შ-ეებმა მოითხოვეს ნივთების დაბრუნების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეების საკასაციო საჩივრების საფუძვლებს და თვლის, რომ გადაწყვეტილება ნივთების დაბრუნების ნაწილში დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ნივთების ნაწილი მ. ბ-ეს აჩუქეს არა მოპასუხეებმა, არამედ სხვა პირებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ მხარეს მოცემულ ურთიერთობაში.

სკ-ს 1109-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უბრუნდებათ. Mმოცემულ შემთხვევაში სადავო ნივთები ნაჩუქარია არა ნიშნობის, არამედ ქორწილის დროს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეების მხრიდან მ. ბ-ის ქალწულობაში დაეჭვება არ წარმოადგენდა პატივისა და ღირსების შემლახველ ბრალეულ ქმედებას, რადგან ბრალეულობა გულისხმობს განზრახვას ან უხეშ გაუფრთხილებლობას.

სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც

მეორე ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონის მითითებული ნორმა, რომლითაც ბრალეულ ქმედებაში იგულისხმება არა მარტო განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა, არამედ მარტივი ფორმის გაუფრთხილებლობაც.

მოპასუხეებმა მოსარჩელეს ქალწულობაში დასარწმუნებლად მოითხოვეს ზეწრის ჩვენება, მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა, იძულებით გახადეს ტანსაცმელი და წაართვეს ნაჩუქარი ნივთები, რაც დადასტურებულია აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმებით.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2001წ. 27 ივნისის დასკვნით დადგენილია ის გარემოება, რომ მ. ბ-ის საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევის დრო შეესაბამებოდა მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდს. როდესაც შ-ეებმა ეჭვქვეშ დააყენეს ექსპერტიზის დასკვნა მათ დასარწმუნებლად მოსარჩელემ გამოთქვა მზადყოფნა განმეორებითი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე. შ-ები არ დაეთანხმნენ ამ წინადადებას და განაგრძეს მტკიცება, რომ მ. ბ-ე არ იყო ქალწული. მოპასუხეებმა აიძულეს მოსარჩელე, რომ დაეტოვებინა სახლი. ორი დღის შემდეგ რ. შ-ემ ქორწილი გადაიხადა სხვა ქალთან. განაგრძეს მტკიცება, რომ მ. ბ-ე არ იყო ქალწული (ეს უკანასკნელი, აიძულეს, რომ რ. შ-ემ ქორწილი გადაიხადა სხვა ქალთან).

არ შეიძლება გაზიარებული იქნეს სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, მ. ბ-ემ თვითონ გაავრცელა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები მოსარჩელის განმარტების თანახმად მოპასუხეებმა წარმოშობილი პრეტენზიის შესახებ აცნობეს მის მშობლებს, ძმას, ფოთში მცხოვრებ დ. ნ-ს და მეზობლებს. მოსარჩელე ცდილობდა ღირსების შემლახველი ცნობების გაბათილებას, რა მიზნითაც გატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე.

პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების თაობაზე მ. ბ-ემ წარმოადგინა სამკურნალო დაწესებულებებიდან გაცემული ცნობები, რაც სასამართლოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული.

სააპელაციო პალატის მიერ არ არის შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ემყარება მტკიცებულებებს. დარღვეულია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა.

მოსარჩელის პატივისა და ღირსების შელახვის თაობაზე დავის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნას ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციები და საზოგადოებრივი აზრი.

თუ სასარჩელო მოთხოვნა ჩაითვლება საფუძვლიანად, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მოპასუხეების ბრალის ხარისხი და გადახდისუნარიანობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლი და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ., დ., ო., რ. და ნ. შ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. Aაჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება მ. ბ-ისთვის 2306 ლარის ღირებულების ნივთების დაბრუნების ნაწილში დარჩეს უცვლელად.

მ. ბ-ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.