Facebook Twitter

¹3კ-574-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. სექტემბერში მ. ბ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში უ. ბ-ეს და ნ. მ-ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონის დაბა .......-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეების გამოსახლების შესახებ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ბ-ის სარჩელი, ხოლო მოპასუხე უ. ბ-ის შეგებებული სარჩელი კომლის ქონებიდან წილის მიკუთვნების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეები გამოსახლებული იქნენ მ. ბ-ის საცხოვრებელი ბინიდან.

ე. ბ-ემ და ნ. მ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის განხილვის პროცესში მ. ბ-ემ უარი თქვა სარჩელზე იმ საფუძვლით, რომ აღადგინა ნორმალური ურთიერთობა მოპასუხეებთან. ასევე წარმოდგენილი იქნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის განჩინება, რომლის თანახმადაც ნ. მ-ემ უარი თქვა სარჩელზე მ. ბ-ის მიმართ კომლის ქონებიდან წილის გამოყოფის შესახებ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა დაედო საფუძვლად აღნიშნული საქმის წარმოებით შეწყვეტას.

სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ბ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება, ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 2001წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.