Facebook Twitter

საქმე # 010100121004533827

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №718აპ-23 ქ. თბილისი

კ–ა ვ., 718აპ-23 23 ოქტომბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების: დ. თ–სა და ბ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ–სა და მსჯავრდებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. რ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების: დ. თ–სა და ბ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ–მ და მსჯავრდებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. რ–მ.

- მსჯავრდებულების: დ. თ–სა და ბ. ვ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ ვარაუდი, რადგან მსჯავრდებულების: დ. თ–სა და ბ. ვ–ს მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით; განაჩენი ემყარება არასანდო მტკიცებულებებს, რომლებიც არ არის უტყუარი; მსჯავრდებულები კომპანიის საქმიანობასა და მართვაში, მათ შორის - ფინანსურ საქმიანობაში, ფაქტიურად არ მონაწილეობდნენ და გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ; იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევდა, რომ დ. თ–ამ და ბ. ვ–მ დანაშაული ჩაიდინეს, მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გულგრილობით.

- მსჯავრდებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. რ–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან არ არსებობდა ვ. კ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი; გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; ვ. კ–სა რაიმე ფორმით არ ყოფილა ჩართული მის სახელსა და გვარზე რეგისტრირებული კომპანიის საქმიანობაში, მით უფრო კომპანიის ფინანსურ საქმიანობაში და არც ბრალდების მხარეს წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება; განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ვ. კ–ს მხრიდან თაღლითობის შემადგენლობის მთავარი ნიშანი - მოტყუება; ამასთან, თუკი სააპელაციო სასამართლო ვ. კ–ს ქმედებას მაინც მიიჩნევს დანაშაულად, ის შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც - გულგრილობა, საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, და არა - თაღლითობა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:

ა. მ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4100 (ოთხი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ა. მ–ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა ა. მ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - ა. მ–ს უნდა დაუბრუნდეს შეტანილი გირაოს თანხა.

მ. შ–ა, - დაბადებული 1...წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ. შ–ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა მ. შ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

მ. ც–ეა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მ. ც–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, მ. ც–ს განაჩენთა ერთობ.....ბით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

მ. ც–ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

გაუქმდა მ. ც–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ვ. კ–ა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

მსჯავრდებულ ვ. კ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 1 აპრილიდან.

გაუქმდა ვ. კ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

დ. თ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

მსჯავრდებულ დ. თ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 25 თებერვლიდან.

გაუქმდა დ. თ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ბ. ვ–ე, - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

მსჯავრდებულ ბ. ვ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 10 მარტიდან.

გაუქმდა ბ. ვ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

ა. მ–მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგით:

შპს „.....“ (ს/ნ ............) სამეწარმეო სუბიექტად დარეგისტრირდა 2001 წლის 4 ოქტომბერს. 2020 წლის 10 დეკემბრიდან აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ა. მ–ე (................). კომპანიის დამფუძნებლად და დირექტორად რეგისტრაციის დღესვე საზოგადოების ძველი დირექტორის - ლ. ბ–გან მას გადაეცა შპს „...-ს“ ....-სივრცეში წვდომის მონაცემები/პაროლი. ა. მ–ს, როგორც შპს „...-ს“ (ს/ნ ..........) დირექტორს, ევალებოდა კომპანიის მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მხრიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესყიდვის და რეალიზაციის პროცესის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოება, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილი შესრულება და სხვა ფუნქციების განხორციელება. ა. ლ–ს მიერ შპს „....ს“ (ს/ნ ............) და შპს „....-ს“ (ს/ნ ..........) სახელით 2020 წლის 4 დეკემბრის თვეში გამოიწერა 10.12.2020 წლით დათარიღებული: ...........; -..........; ..........; -..........; .............; ...........; ............; ..........; ......... წლით დათარიღებული: ..........; ..........; ..........; ...........; ...........; ...........; ..........; .............; ............; .........., 12.12.2020 წლით დათარიღებული: .............; .............; .............; .............; ............; ...........; .............; .............; ............ ;...........- ყალბი საგადასახადო ფაქტურები, ხოლო შპს „.....-ს“ სახელით გამოიწერა ყალბი საგადასახადო დეკლარაციები ნომრებით .............; ..............; ..........; ............;...........; ..............; .............; ............; ............, ..............; ............; ............; ............; .............., რომ თითქოს და შპს „ე–მ“ (ს/ნ ...........) და შპს „ბ-მ“ (ს/ნ .........) შპს „–-ს“ მიაწოდა საერთო თანხით 1 000 000 ლარის ღირებულების მომსახურება, რის საფუძველზეც, შპს „–-ს“ პირად ბარათზე ხელოვნურად, უსაფუძვლოდ წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა 152 542.34 ლარი. დასახელებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შპს „....-ს“ საბანკო ანგარიშზე 11.12.2020 წელს და 14.12.2020 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხა 138 319 ლარი, რომლის განკარგვაც შეეძლო მხოლოდ ა. მ–ს, როგორც შპს „.....-ს“ დირექტორს. აღნიშნული ფულადი თანხა 138 319 ლარი ა. მ–მ, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა და სხვათა მონაწილეობით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ა. მ–ს და სხვათა ყოველივე ზემოთ დასახელებული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 138 319 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.

მ. შ–მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგით:

შპს „ელეი“ (ს/ნ .............) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 27.03.2019 წელს, საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ. შ–ა პ/ნ ........., რომელიც ახორციელებდა საზოგადოების საქმიანობის ფაქტობრივ მმართველობას. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „.....“ (ს/ნ .............) რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, კომპანიის დირექტორზე მ. შ–ზე გაცემულია .........-სივრცეში წვდომის მონაცემები/პაროლი. მ. შ–სას, როგორც „ე–ს“ დირექტორს, ევალებოდა კომპანიის მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მხრიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესყიდვის და რეალიზაციის პროცესის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოება, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილი შესრულება და სხვა ფუნქციების განხორციელება. ა. ლ–ს და ჯ. ზ–ს მიერ შპს „ა–ს“ (ს/ნ ..........) და შპს „.......... მასალების კომპანია“-ს (ს/ნ ...............) სახელით, 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გამოიწერა 25.11.2020 წლით დათარიღებული: .............; .............; ............; ...........; .............; ...........; ................; ..............; 03.12.2020 წლით დათარიღებული ნომრებით: .............;............; ................; ..............; .............; .............; ...........; 04.12.2020 წლით დათარიღებული: .............; ............; .............; .............; .............; ..............; ..............; ...........; 10.12.2020 წლით დათარიღებული: .............; ..............; .............; ..............; .............; ............; ...........; ............; 05.12.2020 წლით დათარიღებული .............; ............; .............; ...........; ...........; ...........; ............; ..............; 06.12.2020 წლით დათარიღებული: ..............; ............; ............; ...........;.............; ...............; ................; .............; 07.12.2020 წლით დათარიღებული: ..............; .............; ............; ................ - ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შპს „ე–ს“ სახელით გამოიწერა ყალბი საგადასახადო დეკლარაციები ნომრებით: ............; .............; .............; .............; ............; .............; ..............; ...............; ...............; ............; .............; ...........; ..............; ..............; ............., ...............; ................; ..............; ..............; .............. ............; .............; ............; ...........; ..........., - რომ თითქოსდა შპს „ა–მა“ და შპს „............ მასალების კომპანიამ“ შპს „ე–ს“ მიაწოდა საერთო თანხით 1.685.000 ლარის ღირებულების მომსახურება, რის საფუძველზეც, შპს „ე–ს“ პირად ბარათზე ხელოვნურად/უსაფუძვლოდ წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა 257 033.9 ლარის ოდენობით. დასახელებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შპს „ე–ს“ საბანკო ანგარიშზე 30.11.2020 წელს, 04.12.2020 წელს, 07.12.2020 წელს, 08.12.2020 წელს და 09.12.2020 წელს - ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხა - 185 669 ლარი, რომლის განკარგვაც შეეძლო მხოლოდ მ. შ–სას, როგორც შპს „ე–ს“ დირექტორს. აღნიშნული ფულადი თანხა - 185 669 ლარი მ. შ–სამ, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა და სხვათა მონაწილეობით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. მ. შ–ს და სხვათა ყოველივე ზემოთ დასახელებული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 185 669 ლარის - დიდი ოდენობის - ზიანი.

მ. ც–მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

- შპს „თ–ი“ (ს/ნ ..............) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 2018 წლის 20 დეკემბერს. რეგისტრაციიდან 2020 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო ვ. ჯ–ია, 2020 წლიდან საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ. ც–ეა. შპს „კ–ი“ (ს/ნ ..........) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 2017 წლის 7 აგვისტოს, რეგისტრაციიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე სხვადასხვა პერიოდში ამავე კომპანიის დირექტორები იყვნენ: გ. ბ–ი და მ. გ–ა. 2020 წლის 15 სექტემბრიდან საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ. ც–ეა. შპს „........“ (ს/ნ ..........) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 2019 წლის 11 სექტემბერს, რეგისტრაციიდან 2020 წლის 22 აგვისტომდე საზოგადოების დირექტორი იყო მ. გ–ი, 2020 წლის 22 აგვისტოდან კი საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია მ. ც–ა. მ. ც–ს, როგორც შპს „თ–ს“, შპს „კ–ს“ და შპს „თ.....-ის“ დირექტორს, ევალებოდა კომპანიების მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოებების მხრიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესყიდვის და რეალიზაციის პროცესის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოება, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილი შესრულება და სხვა ფუნქციების განხორციელება. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ 2020 სექტემბერში შპს „.......-ის“ (ს/ნ ...........), შპს „..........ის“ (ს/ნ ...........) და შპს „...........-ის“ (ს/ნ ..........) სახელით გამოიწერა 19.09.2020 წლით დათარიღებული: ..........; .. ..........; ............; ...........; .........; .............; 21.09.2020 წლით დათარიღებული ............; .. – ..........; .. – ..........; .. – ..........; .. –..........; .. –..........., 22.09.2020 წლით დათარიღებული: .. –..........; .. – ...........; .. –...........; .. – ...........; .. –...........; .. – ...........; 13.09.2020 წლით დათარიღებული: .. –...........; .. – ..........; .. – ...........; .. – ...........; ..– ..........; ..– ............, 15.09.2020 წლით დათარიღებული: ..–.............; ..–............; ..–..............; ..–.............; ..–.............; ..–.............; 16.09.2020 წლით დათარიღებული: ..–.............; ..–............; ..–.............; 21.09.2020 წლით დათარიღებული: ..–..............; ..–..............; 21.09.2020 წლით დათარიღებული ნომრებით: ..–.............; ..–.............; ..–............; ..–............ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შპს „კ–-ს“ და შპს „–-ს“ სახელით გამოიწერა ყალბი საგადასახადო დეკლარაციები ნომრებით: ............; .............; .............; .............; ............; .............; ..............; ...............; ...............; ............; .............; ...........; ..............; ..............; ............., ...............; ................; ..............; ..............; რომ თითქოსდა, შპს „......-მა“ (ს/ნ ........), შპს „.......-მა“ (ს/ნ ..........) და შპს „...........“-მა (ს/ნ .............) შპს „კ–ს“ (ს/ნ ...........) და შპს „თ–ს“ (ს/ნ............) მიაწოდა საერთო თანხით - 1 550 749 ლარის - ღირებულების მომსახურება, რის საფუძველზეც შპს „კ–სს“ (ს/ნ ...........) და შპს „თ–ს“ (ს/ნ ...........) პირად ბარათზე ხელოვნურად/უსაფუძვლოდ წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა საერთო თანხით - 236 554.95 ლარით. დასახელებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე შპს „კ–ს“ და შპს „თ–ს“ საბანკო ანგარიშებზე 15.09.2020 წელს, 7 17.09.2020 წელს, 21.09.2020 წელს, 22.09.2020 წელს, 23.09.2020 წელს, 24.09.2020 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხა სულ 158 730 ლარი, რომლის განკარგვაც შეეძლო მხოლოდ მ. ც–ს, როგორც შპს „კ–ს“ და შპს „თ–ს“ დირექტორს. აღნიშნული ფულადი თანხიდან 158 350 ლარი შპს „კ–ს“ (ს/ნ ............) და შპს „თ–ს“ (ს/ნ ..............) დირექტორმა მ. ც–მ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა და სხვათა მონაწილეობით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. მ. ც–ს და სხვათა ყოველივე ზემოთ დასახელებული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 158 730 ლარის - დიდი ოდენობის - ზიანი.

ვ. კ–მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

- შპს „ჰ–ი“ (ს/ნ..............) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 2018 წლის 25 ოქტომბერს. რეგისტრაციიდან 2020 წლის 12 ოქტომბრამდე საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო მ. ჯ–ეე. 2020 წლის 12 ოქტომბრიდან საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ვ. კ–სა. მას, როგორც შპს „............“-ის დირექტორს, ევალებოდა კომპანიის მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მხრიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესყიდვის და რეალიზაციის პროცესის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოება, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილი შესრულება და სხვა ფუნქციების განხორციელება. ა. ლ–სა და სხვათა მიერ შპს „გ–ს“ (ს/ნ ...............), შპს „პ–ს“ (ს/ნ................) და შპს „............“- ის (ს/ნ .............) სახელით 2020 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში გამოიწერა 14.10.2020 წლით დათარიღებული: ..........; .. ..........; ............; ...........; .........; .............;; 15.10.2020 წლით დათარიღებული: ..........; .. ..........; ............; ...........; .........; .............;, 28.10.2020 წლით დათარიღებული: ..........; .. ..........; ............; ...........; .........; .............; ნომრებით; ...........; .............; ............; ............; ..........; ეა-40 4200728; .............; .............; ...........; ...........; ..........; ..........; ............. 14.10.2020 წლით დათარიღებული: .............; ..............; ............; 18.10.2020 წლით დათარიღებული: ..........; ...........; ............; ............; .............; .............; ...............; ...........; ............; 19.10.2020 წლით დათარიღებული: ............; .............; .................; ..............; .............; ...........; ...........; .............; .............; .............; .............; ............; 20.10.2020 წლით დათარიღებული: ...............; .............; ...........; ............; ...........; ............; ...........; ...........; 25.10.2020 წლით დათარიღებული: ............; ............; ...........; ............; ............; ...........; ............; .............; .............; ............; ............; ..............; 02.11.2020 წლით დათარიღებული ნომრებით: ...........; .............; ............; ............; ...........; .........; ...........; ...........; ...........; ..........; ...........; .............; ............; .............; .............; .............; .............; ............; 04.11.2020 წლით დათარიღებული: .............; ............; ..............; ..............; .................; ............; ............; ............; ..............; ................; ..............; .............; .............; ..............; ...........; ............; .............; ................; ............; ............; ..............; ............; ............; .............; ............; .............; ..............; .............; ............; ............; .............; ............; .............; ............; ............... და 05.11.2020 წლით დათარიღებული: ............; ............; .............; ..............; ................; .................; ..............; ...............; ...............; ..............; ...............; ...............; .............; ..............; .............; ..............; .............; ...............; ..............; ...........; ...........; ...............; ............; ...........; ............; ............; ............; ...............; 27.10.2020 წლით დათარიღებული: ...........; ............; ............; ...............; .............; ............; ............; ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შპს „............-ის“ (ს/ნ ..........) სახელით გამოიწერა ყალბი საგადასახადო დეკლარაციები ნომრებით: ............; .............; .............; .............; ............; .............; ..............; ...............; ...............; ............; .............; ...........; ..............; ..............; ............., ...............; ................; ..............; ..............; .............. ............; .............; ............; ...........; ..........., ............; .............; .............; .............; ............; .............; ..............; ...............; ...............; ............; .............; ...........; ..............; ..............; ............., ...............; ................; ..............; ..............; .............. ............; .............;, რომ თითქოსდა, შპს „გ–მა“, შპს „პ–მ“ და შპს „........-მა“ შპს „.........-ს“ მიაწოდა საერთო თანხით 5 370 600 ლარის ღირებულების მომსახურება, რის საფუძველზეც შპს „.........-ს“ პირად ბარათზე ხელოვნურად/უსაფუძვლოდ წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა 819 243.9 ლარის ოდენობით. დასახელებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე შპს „........-ს“ საბანკო ანგარიშზე 15.10.2020 წელს, 16.10.2020 წ. 19.10.2020 წ. 20.10.2020 წ. 21.10.2020 წ. 27.10.2020 წ. 28.10.2020 წელს და 03.11.2020 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხა - 101 440 ლარი, რომლის განკარგვაც შეეძლო მხოლოდ ვ. კ–ს, როგორც შპს „..........-ის“ დირექტორს. აღნიშნული ფულადი თანხიდან 101 235 ლარი ვ. კ–მ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა და სხვათა მონაწილეობით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ვ. კ–ას და სხვათა ზემოთ დასახელებული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 101 440 ლარის - დიდი ოდენობის - ზიანი.

დ. თ–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

შპს „........... მასალების კომპანია“ (ს/ნ ...........) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 2018 წლის 20 მარტს, რეგისტრაციიდან 2020 წლის 26 ნოემბრამდე საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო ა. გ–ი პ/ნ.........., 2020 წლის 26 ნოემბრიდან კი საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორად რეგისტრირებულ იქნა დ. თ–იი პ/ნ ........... დ. თ–ის, როგორც შპს „.................. მასალების კომპანიის“ (ს/ნ ...........) დირექტორს, ევალებოდა კომპანიის მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მხრიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესყიდვის და რეალიზაციის პროცესის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოება, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილი შესრულება და სხვა ფუნქციების განხორციელება. ა. ლ–სის და სხვათა მიერ შპს „............“-ის (ს/ნ ..........) სახელით: 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გამოიწერა 26.11.2020 წლით დათარიღებული: ...........; ...............; .............; ..........; ..............; ..............; ............; ..............; 27.11.2020 წლით დათარიღებული: ..........; ............; .............; .............; ..............; .............; ............; ..............; 01.12.2020 წლით დათარიღებული: ..............; ..............; .............; ..............; ..........; ............; 02.12.2020 წლით დათარიღებული: ............; ..............; ...............; ..............; .............; ...........; .............; ..............; ............... ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შპს „გიკაშვილის სამშენებლო მასალები სკომპანიის“ (ს/ნ............) სახელით გამოიწერა ყალბი საგადასახადო დეკლარაციები ნომრებით: ............; ...........; ..........., ............; .............; .............; .............; ............; .............; ..............; ...............; ...............; - რომ თითქოსდა, შპს „...........) შპს „............ მასალების კომპანიას“ მიაწოდა საერთო თანხით 991 000 ლარის ღირებულების მომსახურება, რის საფუძველზეც, შპს „.............. მასალების კომპანიას“ პირად ბარათზე ხელოვნურად/უსაფუძვლოდ წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა 151.169.54 ლარის ოდენობით. დასახელებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე შპს „............... მასალების კომპანიას“ საბანკო ანგარიშზე 30.11.2020 წელს, 02.12.2020 წელს, 03.12.2020 წელსა და 04.12.2020 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხა 102 364 ლარი, რომლის განკარგვაც შეეძლო მხოლოდ დ. თ–ის, როგორც შპს „............ მასალების კომპანიის“ დირექტორს. აღნიშნული თანხიდან 840 ლარი დ. თ–მა ა. ლ–სის მითითებით გადაურიცხა გ. გ–ს, ხოლო 101 323 ლარი დ. თ–იმა, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა და ა. ლ–ს და სხვა პირთა მონაწილეობით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ყოველივე ზემოთ დასახელებული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 102 364 ლარის - დიდი ოდენობის - ზიანი.

ბ. ვ–მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

შპს „..........“-ს ............) სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულ იქნა 2019 წლის 25 ივლისს. რეგისტრაციიდან 2020 წლის 9 დეკემბრამდე, საზოგადოების 100%- იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო ლ. ბ–ი. 2020 წლის 9 დეკემბრიდან საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ბ. ვ–სე, რომელსაც, როგორც შპს „ბ–ს“ დირექტორს, ევალებოდა კომპანიის მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მხრიდან სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შესყიდვის და რეალიზაციის პროცესის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვის მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად წარმოება, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილი შესრულება და სხვა ფუნქციების განხორციელება. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ შპს „ე–ს“ (ს/ნ .............) სახელით 2020 წლის დეკემბრის თვეში გამოიწერა 09.12.2020 წლით დათარიღებული: ........; .............; ..........; ...........; ...........; ..........; ..........; ..........; 10 .12.2020 წლით დათარიღებული: .............; ............; ............; ............; ............; ..............; ............; ..............; .............; ..............; 11.12.2020 წლით დათარიღებული: ...........; ............; ............. ............; ..............; .............; .............; ............; 12.12.2020 წლით დათარიღებული: ...........; ............; ...........; .............; ............; .............; ..............; .............; ყალბი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურები, ხოლო შპს „...........“-ს სახელით გამოიწერა ყალბი საგადასახადო დეკლარაციები ნომრებით: ............; .............; ...........; ..............; ..............; ............., ...............; ................; ..............; ..............; .............. ............; .............; ............; ...........; ...........,რომ თითქოსდა შპს „ე–მ“ (ს/ნ ........) შპს „ბ–ს“ მიაწოდა საერთო თანხით 1 198 000 ლარის ღირებულების მომსახურება, რის საფუძველზეც შპს „ბ–ს“ პირად ბარათზე ხელოვნურად/უსაფუძვლოდ წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა 182 745.64 ლარის ოდენობით. დასახელებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე შპს „ბ–ს“ საბანკო ანგარიშზე 10.12.2020 წელს; 11.12.2020 წელს და 14.12.2020 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხა 114 890 ლარი, რომლის განკარგვაც შეეძლო მხოლოდ ბ. ვ–ს, როგორც შპს „ბ–ს“ დირექტორს. აღნიშნული ფულადი თანხიდან 114 648 ლარი ბ. ვ–მ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა და სხვათა მონაწილეობით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ბ. ვ–სა და სხვათა ყოველივე ზემოთ დასახელებული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 114 890 ლარის - დიდი ოდენობის - ზიანი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

- აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა ადილარ წირღვავამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეატანა, კერძოდ, მსჯავრდებულების: მ. ც–ს, ვ. კ–ს, მ. შ–ს, დ. თ–ს, ბ. ვ–სა და ა. მ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდება, ასევე, ა. მ–სათვის, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის - 30000 ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

- მსჯავრდებულების: დ. თ–სა და ბ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ–მ, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

- მსჯავრდებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. რ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ ა. მ–სათვის დამატებითი სასჯელის სახით ფულადი თანხის ჩამორთმევის ნაწილში და ამ მიმართებით ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განაჩენში, კერძოდ: ა. მ–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, მის მიერ წარმოდგენილი 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების: დ. თ–ს, ბ. ვ–სა და ვ. კ–ს - უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეთა: ბ. ზ–ს, ვ. ჟ–ს, ლ. ბ–სგან, ა. გ–ს, ს. კ–ს, ც. ფ–ს, რ. ყ–ს, თ. დ–ს, გ. კ–ს, თ. ა–ს, ჯ. გ–ს, მ. გ–ს, ა. თ.ს, გ. რ–ს, ტ. ჯ–ს, თ. ბ–ს, ბ. გ–ს, ა. გ–ს, გ. გ–ს, ნ. დ–ს, ვ. ჯ–ს, კ. ა–სა და სხვათა ჩვენებებით, გ. ბ–სა და მ. ვ–ს გამოკითხვის ოქმებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 16 მარტის ოქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზა „o.....-ს“ დათვალიერების 2021 წლის 15 თებერვლის ოქმებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზა „.......-ს“ დათვალიერების 2021 წლის 12 იანვრის ოქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზა „........-ს“ დათვალიერების 2021 წლის 21 იანვრის ოქმებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზა „........-ს“ დათვალიერების 2021 წლის 17 იანვრის ოქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზა „.........-ს“ დათვალიერების 2021 წლის 15 თებერვლის ოქმით, ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და 2021 წლის 17 მარტს ჩატარებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზა „........-სა“ და IP მისამართების შესახებ ინფორმაციის დათვალიერების ოქმებით, შპს „...“-ს პირადი ბარათის დათვალიერების ოქმით, 2021 წლის 1 მარტს „........... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, შპს „ე–ს“ პირადი ბარათის დათვალიერებით, 2021 წლის 1 მარტსა და 2021 წლის 22 თებერვალს სს „....... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, 2020 წლის 2 ოქტომბრისა და 2021 წლის 17 იანვრის ფინანსთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზა „.........-ს“ დათვალიერების ოქმებით, საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის დათვალიერების 2020 წლის 2 ოქტომბრის ოქმითა და თანდართული დოკუმენტებით, 2020 წლის 2 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული დოკუმენტებით, 2020 წლის 4 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან ამოღებული დოკუმენტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილებით, „............ ბანკიდან“ 2020 წლის 27 ოქტომბერს გამოთხოვილი ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებრივი ბაზა „...........-ს“ დათვალიერების 2021 წლის 12 იანვრის, იმავე წლის 10 და 15 თებერვლის ოქმებით, შპს „..........-ის“ პირადი ბარათის დათვალიერებით, 2021 წლის 1 მარტს სს „......... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, შპს „გ–ის ....... მასალების კომპანიას“ პირადი ბარათის დათვალიერებით, 2021 წლის 1 მარტს სს „.......... ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, შპს „ბ–ს“ პირადი ბარათის დათვალიერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებაზე, სარწმუნოობასა და საკმარისობაზე, ასევე ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას ადვოკატები, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების: დ. თ–სა და ბ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ–სა და მსჯავრდებულ ვ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. რ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი